შსს: როკ ფესტივალი მხოლოდ შუქის ჩაქრობის გამო ჩაიშალა
ფოტო: JINJER
შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ 4 ივნისს, ზაჰესში Tbilisi Jem Fest 2016-ის სასულიერო პირების მიერ ჩაშლის დროს სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა. "პოლიციამ პირნათლად შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა, ხოლო ფესტივალი მხოლოდ შუქის ჩაქრობის გამო ჩაიშალა", – ასე უპასუხეს შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, რატომ არაფერი მოიმოქმედა პოლიციამ იმისთვის, რომ გუშინ ზაჰესში ფესტივალი არ ჩაშლილიყო.
ჩვენ ასევე დავუკავშირდით Energo-pro Georgia-ს იმისთვის, რომ გაგვერკვია, რატომ ჩაქრა ფესტივალზე შუქი. როგორც კომპანიის ოპერატორმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, გუშინ საღამოს მათი მხრიდან ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით არანაირი შეფერხება არ ყოფილა.
მან განმარტა, რომ საბაჟო ტერმინალ ზაჰეს 2007-ის ტრანსფორმატორს ელექტროენერგია სრულფასოვნად მიეწოდებოდა, დენი კი მხოლოდ ადგილობრივად შეიძლებოდა გაეთიშათ, რაშიც ენერგო პრო ჯორჯიას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია.
ზაჰესი 2007-ის თანამშრომელმა, ზაზა გუგავამ კი განგვიცხადა, რომ ფესტივალის დროს დენი შეგნებულად არავის გამოუთიშავს და ელექტროენერგიის გათიშვა, სავარაუდოდ, გამოიწვია იმან, რომ კაბელები, რომლებიც მიწის ზედაპირზე იყო, დაზიანდა:
"სავარაუდოდ მანქანამ გადაუარა და დააზიანა".
ჯერჯერობით უცნობია, ჩატარდება თუ არა, ან თუ ჩატარდება, სად და როდის გაიმართება გუშინ ჩაშლილი კონცერტი. ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, რას გეგმავენ ფესტივალის ორგანიზატორები ამასთან დაკავშირებით, თუმცა მათგან პასუხი ჯერ არ მიგვიღია. ასევე პასუხგაუცემელია ფესტივალის ფეისბუქ გვერდზე დაინტერესებული ადამიანების შეკითხვებიც.
გუშინ, 4 ივნისს, ზაჰესში როკ მუსიკის ორდღიანი ფესტივალი Tbilisi JAM Fest 2016 დაწყებიდან მალევე მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა მრევლთან ერთად ჩაშალეს.
ფესტივალზე მყოფმა ერთ–ერთმა პირმა, ცვატა ბერძენიშვილმა On.ge-ს განუცხადა, რომ სასულიერო პირები და მათთან ერთად მყოფი მოქალაქეები, კონცერტის შეწყვეტას ითხოვდნენ, მათი მთავარი არგუმენტი კი ის იყო, რომ "ახლოს სასაფლაოა" და "მუსიკის ხმა ეკლესიამდე ისმის".
ფესტივალზე დამსწრე ერთ-ერთმა პირმა, ედიტა ბადასიანმა კი თავის Facebook გვერდზე დაწერა, რომ ფესტივალის ტერიტორიაზე ჩაქრა შუქი.
მომხდარით ასევე უკმაყოფილება გამოხატა მეტალ ბენდმა JINJER-მაც, რომელიც გუშინ უნდა წარმდგარიყო მსმენელის წინაშე.
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა
კომენტარები