ზელენსკის პრესკონფერენცია ომის წლისთავზე — მთავარი გზავნილები
ფოტო: Володимир Зеленський / Facebook
ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთ-უკრაინის ომის წლისთავზე ჟურნალისტების კითხვებს პირდაპირი ჩართვისას პრესკონფერენციაზე უპასუხა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ომის დაწყების დღიდან, პრეზიდენტი ზელენსკი უსაფრთხოების მიზნით სატელევიზიო პირდაპირ ჩართვებში იშვიათად მონაწილეობს.
- პრესკონფერენცია, სადაც ჟურნალისტები მთელი მსოფლიოდან იყვნენ მიწვეულები, ორი საათი გაგრძელდა.
- უკრაინის პრეზიდენტმა პირდაპირ ეთერში ისაუბრა მსოფლიო მხარდაჭერაზე, ჩინეთზე, მიმართა მოსკოვს, გაგვიზიარა პირადი განცდები და შეხედულებები.
- ზელენსკის განცხადებით, მისი მთავრობისთვის მთავარი გზავნილია იმის თქმა, რომ უკრაინა არა თავისთვის, არამედ მთელი მსოფლიო საზოგადოებისთვის იბრძვის.
დეტალები: პრესკონფერენციის დაწყებისას უკრაინის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს კონფლიქტის ზონაში მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და წუთიერი დუმილი მიაგო ომში დაღუპულების ხსოვნას.
- ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ქვეყნებს, რომლებიც ომის დაწყებიდან უკრაინის მტკიცე მხარდამჭერები არიან და დასძინა, რომ სურს, რომ ლათინური ამერიკა, აფრიკა, ჩინეთი და ინდოეთი იყვნენ უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო პროცესის ნაწილი.
- დღეს შემოთავაზებულ ჩინეთის სამშვიდობო გეგმაზე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კარგია, როცა ჩინეთი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას ახსენებს და რიგ საკითხებზე ჩინეთთან მუშაობის სურვილი გამოთქვა.
- პრესკონფერენციის მსვლელობისას ზელენსკიმ მოსკოვსაც მიმართა: "პატივი ეცით ჩვენს უფლებას ვიცხოვროთ ჩვენს მიწაზე, გადით ჩვენი ტერიტორიიდან, შეწყვიტეთ ჩვენი დაბომბვა, შეწყვიტეთ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა", — განაცხადა მან.
- უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ევროპის კიდევ სამ ქვეყანასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემასა და უკრაინელი ჯარისკაცების გაწვრთნასთან დაკავშირებით.
ამასთანავე, უკრაინის პრეზიდენტს პრესკონფერენციაზე პირადი დამოკიდებულებებისა და განცდების შესახებაც ჰკითხეს:
- ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვინ გაუცრუა იმედი ომის მიმდინარეობისას, პრეზიდენტმა უპასუხა: "ყველამ, ვინც 24-ში წავიდა. ყველამ, ვინც კიევიდან წავიდა, ვინც ქალაქები და სოფლები დატოვა. ადამიანებმა, რომლებსაც ქვეყანა უნდა ემართათ და დაეცვათ, რომლებსაც უნდა ებრძოლათ".
- ყველაზე საშინელი დღე კი ვოლოდიმირ ზელენსკისთვის დეოკუპირებული ბუჩას მონახულება აღმოჩნდა. "ალბათ ის, რაც დავინახე იმ მომენტში, როცა დეოკუპაცია მოვახდინეთ. საშინელება იყო. ისეთი რამეები ვნახეთ, რომ ეშმაკი სადღაც კი არ არის, ის დედამიწაზეა...", — განაცხადა მან.
- ზელენსკის განცხადებით, არ ადარდებს, რა მოუვა რუსეთის ფედერაციას დაშლის შემდეგ.
- "ბევრმა სახელმწიფოს მეთაურმა დაიწყო საუბარი იმაზე, თუ რა მოხდება რუსეთის ფედერაციის დამარცხების შემდეგ — ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ჩვენთვის სიგნალია, რომ ევროპის სახელმწიფოების უმრავლესობას სჯერა უკრაინის გამარჯვების. რუსებს თავიანთ სახელმწიფოზე რომ ეფიქრათ, მაშინ ომი არ იქნებოდა".
პრესკონფერენციის დასასრულს უკრაინის პრეზიდენტმა ოჯახზე ისაუბრა.
- მისი განცხადებით, ცოლი და შვილები მისთვის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანია ასპექტებია, იმის მიუხედავად, რომ მათ ხშირად ვერ ხედავს.
- "ძალიან ვამაყობ ჩემი ცოლით", — განაცხადა მან და აღიარა, რომ სიტყვების პოვნა უჭირს.
- "ვიცი როგორი ადამიანია და ვიცი, რომ ყველაფერს აკეთებს ჩვენი შვილების და ქვეყნის გულისთვის", — დასძინა პრეზიდენტმა.
- დასასრულს, ზელენსკიმ განაცხადა, რომ თავს იღბლიანად გრძნობს, რომ ჰყავს თავისი ოჯახი და ქვეყანა.
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა
კომენტარები