ირაკლი ღარიბაშვილი

24 Feb. 2023, 15:32

მე არ მომისმენია პირადად ქალბატონი პრეზიდენტის განცხადება, მაგრამ კითხვის შინაარსიდან გამომდინარე ერთი რამე შემიძლია გიპასუხოთ, რომ ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისად. 

მე ვახსენე, რომ ჩვენ არაერთ რეზოლუციას შევუერთდით, 400-ზე მეტ რეზოლუციას, განაცხადს, განცხადებას. ახლა, საგარეო საქმეთა მინისტრი სხვა ევროპელ ლიდერებთან არის ნიუ-იორკში, მან მონაწილეობა მიიღო გაეროს ასამბლეაში, გამოვიდა სიტყვით, ჩვენი ქვეყნის სახელით წარადგინა ჩვენი პოზიცია, კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოხატა სოლიდარობა, მხარდაჭერა და პატივისცემა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ამაზე მეტი თუ ვინმეს რაიმეს გაკეთების სურვილი აქვს, გნებავთ მოგზაურობა კიევში, ყველა ადამიანი არის თავისუფალი და ჩვენ არავის არ ვზღუდავთ. მაგრამ ჩვენ მეორე მხრივ, იმ განცხადებების ფონზე, რომელიც ისმის უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, იმ ფონზე, რა თქმა უნდა, ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყნის მთავრობა და ხელისუფლება იმოქმედებს ისე, როგორც უნდა იმოქმედოს, როგორც ჩვენ ვმოქმედებთ.

ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ხალხის ინტერესებს და ამავდროულად, რა თქმა უნდა, უკრაინელი ხალხის ინტერესებს და მათ მიმართ სოლიდარობას გამოვხატავთ. ყველა უკრაინელი, ჩვენს ქვეყანაში რომლებიც იმყოფებიან, ცხოვრობენ დაცულად. ჩვენ მათ მაქსიმალური კომფორტი შევუქმენით, გავუხსენით სკოლები უკრაინულ ენაზე და რაც შეგვიძლია, ვაკეთებთ მაქსიმუმს.

საბედნიეროდ, მადლობა ღმერთს, ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც აირიდა მეორე ფტონტი, პროვოკაციები. რომ ყოფილიყო აი, ეს დესტრუქციული ოპოზიცია ხელისუფლებაში, დღეს საქართველო, მსგავსად უკრაინის ტერიტორიის დიდი ნაწილისა, გადაქცეული იქნებოდა პოლიგონად. 

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მთავრობამ იზოლაციაში მოაქცია თავი და რაღაც მიზეზებით ცდილობს, გაამართლოს ვითომც ნეიტრალური თუ დაბალანსებული პოზიცია. მისივე თქმით, მთავრობა თუ არა, პრეზიდენტი უთუოდ უნდა ყოფილიყო დღეს კიევში და ამისთვის მზადყოფნა დროულად გამოხატა, მაგრამ მოწვევა ვერ მივიღო. მანვე აღნიშნა, რომ სამაგიეროდ, პარლამენტმა, მოწვევის მიუხედავად, არ მიიჩნია საჭიროდ, ოფიციალური დელეგაციის გაგზავნა. ღარიბაშვილს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რას უპასუხებდა პრეზიდენტს. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
  2. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
  3. გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
  4. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  5. რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ