თეა წულუკიანი

22 Feb. 2023, 13:17

მთავრობამ, შეძლო, რომ სხვადასხვა ახალი კანონის წყალობით ეს პროცესები, მათ შორის ფინანსური რესურსის მართვის პროცესი, გამხდარიყო უფრო გამჭვირვალე. [...]

ჩვენ გაქვს საფუძვლიანი ეჭვი, ვიფიქროთ, რომ არაერთ ენჯეოში არანაკლები თანხა შეიძლება, მოძრაობდეს, ვიდრე თუნდაც ჩემი სამინისტროა. რასაკვირველია, საზოგადოებრივი ინტერესი მოითხოვს, რომ მათი საქმიანობაც გახდეს უფრო გამჭვირვალე.

ხუმრობით გეტყოდით, ამ ოპოზიციას რას გაუგებ, ჩემო ოლღა-მეთქი, მაგრამ ფაქტია, რომ მათ არაფერი მოსწონთ, რაც არ უნდა კარგი გაკეთდეს ამ ქვეყანაში. მე მხოლოდ შემიძლია, ვივარაუდო, რომ ეს კანონპროექტი მათ შეიძლება იმიტომ არ მოსწონდეთ, რომ ფიქრობდნენ, რაღაცის გამჭვირვალობა, პროექტის თუ მიმართულების გამომზეურება შექმნის ალბათ რაღაც უხერხულობებს, არ ვიცი, მაგრამ ეს მათ უნდა ჰკითხოთ.

განაცხადა კულტურის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას. ქართული ოცნებიდან წამოსული დეპუტატებით დაკომპლექტებულმა ანტიდასავლურმა მოძრაობამ, ხალხის ძალამ კანონპროექტი შეიმუშავა, რომლის მიზანიც მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციაა. თეა წულუკიანის შეფასებით, კანონპროექტი გამჭვირვალობას შეუწყობს ხელს. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  2. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  3. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს
  4. გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს
  5. მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს — რა ვიცით სავარაუდო მკვლელზე?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან

ხელოვნური ინტელექტი (AI) სხვა ყველაფერთან ერთად ბიოლოგიის გარდატეხასაც გვპირდება. AI-ს პრაქტიკული გამოყენების…