ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლა ევროპარლამენტში — რა უნდა ვიცოდეთ
ფოტო: The Sun Daily
დღეს უკრაინის პრეზიდენტი ბრიუსელს ეწვია, სადაც ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ეს ზელენსკის მეორე საგარეო ვიზიტია საზღვარგარეთ, მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო.
- უკრაინის პრეზიდენტი უკვე შეხვდა ბრიტანეთის პრემიერმინისტრს და მონარქს, გერმანიის კანცლერსა და საფრანგეთის პრეზიდენტს.
- ზელენსკი მოუწოდებს პარტნიორებს გაზარდონ უკრაინის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერა და გადასცენ მათ მოიერიშე თვითმფრინავები.
დეტალები: უკრაინის პრეზიდენტი ტრიბუნაზე ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ მიიწვია.
- "თქვენ არ გჭირდებათ აქ იმის მტკიცება, რა მნიშვნელოვანია უკრაინის მხარდაჭერა, თქვენი 10 პუნქტიანი გეგმის შესრულება და ნამდვილი მშვიდობის მიღწევა", — მიმართა მან ვოლოდიმირ ზელენსკის.
- ზელენსკიმ შეკრებილ ლიდერებს მადლობა გადაუხადა ომის დაწყების დღიდან პრინციპული და უწყვეტი მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ აფასებს იმას, რასაც თანამედროვე და მშვიდობიანი ევროპა აძლევს მსოფლიოს.
- უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით, რუსეთი არამარტო უკრაინას ებრძვის, არამედ ებრძვის ევროპული ცხოვრების წესს.
- "ჩვენ ამას არ დავუშვებთ", — თქვა მან და დასძინა, რომ პუტინი არის დიქტატორი, რომელიც თავისი დიქტატორული რეჟიმის მიზნების მისაღწევად საბჭოთა იარაღს იყენებს.
- "რუსულ რეჟიმს არა მარტო ეჯავრება სოციალური სამართლიანობა და განსხვავებულობა, ისინი ინვესტიციას აკეთებენ ქსენოფობიაში და ცდილობენ ეს ნორმალიზებული გახადონ ჩვენს კონტინენტზე. ცდილობენ, რომ 20-ე საუკუნის 30-40-ანი წლების არაჰუმანური რეალობა დღევანდელ რეალობად აქციონ. ამაზე ევროპის პასუხია — არა", — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის შეფასებით, ევროპის ბედი არასდროს ყოფილა მხოლოდ პოლიტიკოსების ხელში და ყველას შეუძლია გავლენა იქონიოს უკრაინის საერთო გამარჯვებაზე.
- "მადლობა ყველა თქვენგანს, ყველა ქალაქსა თუ სოფელში, ვინც ამ ისტორიულ ბრძოლაში მხარს უკრაინას უჭერთ", — განაცხადა მან.
-
მისი შეფასებით, მშვიდობა და უსაფრთხოება გარანტირებული არ იქნება, თუ მსოფლიო არ დაძლევს ანტიევროპულ ძალას, რომელიც ევროპა მოიპაროს.
- ზელენსკიმ ევროპის ლიდერებს მოუწოდა, დარჩნენ ერთგულები თავიანთი კურსის მიმართ.
- უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინამ და ევროკავშირმა თავიანთი ძალა პრინციპული მიდგომებით აშკარა გახადეს და ისინი თანასწორნი არიან.
- "უკრაინა იქნება ევროკავშირის წევრი", — დასძინა მან, გამოსვლის ბოლოს კი დამსწრეები უკრაინაში მიიწვია.
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
კომენტარები