მსოფლიოში პირველად, ავსტრალიამ MDMA და ფსილოციბინი მედიკამენტებად დაამტკიცა
ავსტრალია პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ფსილოციბინი და MDMA მედიკამენტებად დაამტკიცა. ფსიქიატრების თქმით, ეს "ბავშვის პირველი ნაბიჯებია სწორი მიმართულებით".
თერაპიული პროდუქტის ადმინისტრაციამ (TGA) გამოაცხადა, რომ ივლისიდან დამტკიცებული მედიკამენტების გამოყენება იქნება შესაძლებელი. უფრო კონკრეტულად, MDMA-ის პოსტტრავმული სტრესული აშლილობის სამკურნალოდ მიმართავენ, ხოლო ფსილოციბინს დეპრესიის დასამარცხებლად გამოიყენებენ.
ამ ნაბიჯით ავსტრალია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ოფიციალურად აღიარა ფსიქოდელიური საშუალებები, როგორც მედიკამენტები.
ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის სამეფო ფსიქიატრთა კოლეჯის პრეზიდენტმა, ასოცირებულმა პროფესორმა ვინაი ლაკრამ თქვა, რომ ისინი სიახლეს "ფრთხილად მიესალმებიან" და დააკვირდებიან ამ სფეროში მიმდინარე კვლევებს.
"ჩვენ უნდა გადავდგათ რამდენიმე პატარა ნაბიჯი და არ მივმართოთ ერთ გიგანტურ ნახტომს", — თქვა მან.
მისი თქმით, სანამ ჯერ კიდევ არსებობდა გარკვეული კითხვები იმის შესახებ, თუ რამდენად გაამართლებდა ეს ყველაფერი, გათვალისწინებულ იქნა სხვადასხვა ფაქტორები.
ფსიქოდელიური ნივთიერებებით მკურნალობის დაწყებამდე ფსიქიატრებს დასჭირდებათ ადამიანის კვლევის ეთიკის კომიტეტის დასტური, შემდეგ TGA-ის ავტორიზაცია. ამ თანხმობის მისაღებად მათ უნდა წარადგინონ თავიანთი მკურნალობის მეთოდი, პაციენტის შერჩევის მიზეზი და შესაბამისი მტკიცებულებები. ასევე საჭირო იქნება პაციენტის მონიტორინგი. ისინი ასევე უნდა აკმაყოფილებდნენ შესაბამის კრიტერიუმებს:
"ეს ზომები აუცილებელია, რადგან არსებობს მხოლოდ შეზღუდული მტკიცებულება, რომ ნივთიერებები სასარგებლოა ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ. შესაბამისად, პროცედურა მხოლოდ კონტროლირებად სამედიცინო დაწესებულებებში მოხდება", — ნათქვამია TGA-ის განცხადებაში.
ავსტრალიაში მსგავსი ნივთიერებები ლეგალური არაა, შესაბამისად ფსიქიატრებს იმპორტისთვის ლიცენზიის მიღება დასჭირდებათ.
სარა-კეტრინ როდანმა, სიდნეის უნივერსიტეტის დოქტორანტმა, რომელიც ფსილოციბინის კვლევის წამყვანი მკვლევარია, თქვა, რომ ფსილოციბინის რეკლასიფიკაცია მულტიფუნქციურ მკურნალობას მოიცავს. ეს არის რეზისტენტული ფსიქიატრიული აშლილობები, მათ შორის ნიკოტინზე/ალკოჰოლზე დამოკიდებულება და ობსესიურ კომპულსიური აშლილობა.
კომენტარები