თუ საახალწლოდ სადღეგრძელო შემოგაკლდა, სანერვიულო არაფერია
ფოტო: თიბისი დაზღვევა
საახალწლო დღეებში ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, ნაცნობებთან თუ უცნობებთან ერთად დიდი დროის გატარება გვიწევს, ვაცილებთ წინა წელს და მომავლის სურვილებსაც ვაჟღერებთ. არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ლხინისას ენად გაიკრიფებიან და ერთიანად გვავიწყდება, რისი თქმა უნდოდათ, თუმცა ზოგიერთს სიტყვების თავმოყრა და სადღეგრძელოს თქმა უჭირს.
სხარტი, თუმცა შინაარსიანი სადღეგრძელოს საიდუმლო იდიომებშია. სწორედ ეს ფრთიანი ფრაზები გვეხმარება რომ, სადღესასწაულო მღელვარებით დაბნეულებმა, აზრებს თავი მოვუყაროთ და ერთმანეთს ყოველივე კარგი ვუსურვოთ.
თუ ჯერაც არ იცი, რომელი სადღეგრძელოთი უნდა შეხვდე ახალ წელს, სანერვიულო არაფერია! თიბისი დაზღვევის კამპანიის ფარგლებში ცნობილი იდიომები სადღეგრძელოებად გარდაიქმნა და შეიძლება სადღესასწაულო შეკრებისთვის ინსპირაციაც მოგცეს.
1. ჭკუაში რაც დაგიჯდებათ, ყველაფერი გამოგსვლოდეთ!
ფოტო: თიბისი დაზღვევა
ახალ წელს იდეებით ვართ სავსე. ეს ის დროა, როცა სამომავლო მიზნებზე ყველაზე აქტიურად ვფიქრობთ. ყველას გვაერთიანებს სურვილი, რომ მომდევნო წელს გამოგვივიდეს ყველაფერი, რაც ჭკუაში დაგვიჯდება. ასე მარტივად შეგიძლია, ადამიანებს იმედი მისცე, რომ მომდევნო წელი მათი გულისნადების ასრულების წელი იქნება.
2. თქვენი ჭიის გახარება დაგბედებოდეთ!
ფოტო: თიბისი დაზღვევა
საახალწლო ჟრიამული კიდევ ერთხელ გვახვედრებს, რამდენად მნიშვნელოვანია ჭიის გახარება, საკუთარ თავზე ზრუნვა, პერსონალური სურვილების გათვალისწინება — ეს განცდა ბევრი ადამიანისთვის საზიაროა. ამიტომ, ადამიანებს სადღეგრძელოთი შეგიძლიათ შეახსენო, რომ ჭიის გახარება არ დაივიწყონ.
3. ისეთ წელს გისურვებთ, ჩიტი ბრდღვნად ღირდეს!
ფოტო: თიბისი დაზღვევა
ხშირად რთულ მიზნებს ვეჭიდებით და ზოგჯერ იმედდაკარგულები ვფიქრობთ, რომ ჩიტი ბრდღვნად არ ღირს. საახალწლო სუფრა ადამიანების მხარდაჭერისთვის, მათთვის მოტივაციის მიცემისთვის საუკეთესო ადგილია. ამიტომ შეგიძლია, შენი სადღეგრძელო სწორედ იმის გასაჟღერებლად გამოდგეს, რომ მომდევნო წელს ჩიტი ბრდღვნად ეღირება.
4. ეს ოჯახი სულ ფრთებშესხმული მენახოს!
ფოტო: თიბისი დაზღვევა
საახალწლო დღეებში ოჯახური ერთიანობა ყველაზე მეტად იგრძნობა და მომდევნო წლის სურვილებშიც ერთ-ერთი უმთავრესი ოჯახის კეთილდღეობაა. თუ სადღეგრძელოთი იტყვი, რომ გინდა, საკუთარი თუ სხვისი ოჯახი ფრთაშესხმული ნახო, ყველა ადამიანის გულისნადებს ჩასწვდები.
5. გისურვებთ ის დრო მოვიდეს, ყველა სურვილი რომ აგიხდებათ!
ფოტო: თიბისი დაზღვევა
ისევ და ისევ სურვილები და იმედებია წინა წლის გაცილების და ახლის დახვედრის განუყოფელი ნაწილი. რა არის იმაზე პოზიტიური, ვიდრე ადამიანებისთვის იმის თქმა, რომ სურვილების ასრულების დრო სწორედ ახლა იწყება?!
6. გულზე რაც გეხატებათ, ყველაფრისთვის მიგეღწიოთ!
ფოტო: თიბისი დაზღვევა
რამდენი რამე გვეხატება გულზე, თუმცა ზოგიერთი ჩანაფიქრის მიღწევისთვის დრო ან მოტივაცია არ გვაქვს. საახალწლო შეკრებისას ადამიანებს კიდევ ერთხელ შეახსენე, რომ დაფიქრდნენ ყველაფერზე, რაც გულზე ეხატებათ და მათ მისაღწევად ძალ-ღონე არ დაიშურონ.
7. ყველა მიზნის დამწიფების წელი იყოს!
ფოტო: თიბისი დაზღვევა
მიზნის მომწიფებას დრო სჭირდება, ჩვენ კი მუდამ გვეჩქარება და ხშირად ერთი სული გვაქვს, ყველაფერი მარტივად გამოვიდეს. ადამიანებს საახალწლოდ შეგიძლია სადღეგრძელოთი შეახსენო, რომ მიზნის მიღწევას დრო სჭირდება და უსურვო, ახალი წელი ყველა მიზნების მომწიფების დრო იყოს.
8. მრავალი ახალი მთის გადადგმას გისურვებთ!
ფოტო: თიბისი დაზღვევა
დაბოლოს, ყველა წვრილმანი სურვილი თუ დიდი მიზანი გვაახლოებს ახალ-ახალ მთების გადადგმასთან. ვის არ უნდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი, დიდი ხნის დასახული გეგმა განხორციელდეს?! ამიტომ, რა უნდა უსურვო ადამიანს იმაზე უკეთესი, ვიდრე ახალი მთების გადადგმაა!
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა
გადახედვა
-
რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება
გადახედვა
-
სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ
გადახედვა
-
თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები
გადახედვა
-
გიორგი კაკაურიძე განმარტავს, ხელფასის რამდენლარიან მატებას უნდა ელოდონ მასწავლებლები გიორგი კაკაურიძე განმარტავს, ხელფასის რამდენლარიან მატებას უნდა ელოდონ მასწავლებლები
გადახედვა
-
რა უპირატესობები აქვს მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას? რა უპირატესობები აქვს მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას?
-
Gemini-ს ალტერნატივა გამოუჩნდა? — Claude-ს ამიერიდან უშუალოდ Google-ის სერვისებშიც გამოიყენებთ Gemini-ს ალტერნატივა გამოუჩნდა? — Claude-ს ამიერიდან უშუალოდ Google-ის სერვისებშიც გამოიყენებთ
გადახედვა
-
Anthropic-ს 10 000-ზე მეტი ინჟინრის გადამზადება სურს — ამისათვის იგი $100 მილიონს გამოყოფს Anthropic-ს 10 000-ზე მეტი ინჟინრის გადამზადება სურს — ამისათვის იგი $100 მილიონს გამოყოფს
გადახედვა
-
გომბორის გზაზე კლდის ჩამოშლის გამო ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა გომბორის გზაზე კლდის ჩამოშლის გამო ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
გადახედვა
კომენტარები