ოლეგ ნიკოლენკო

21 Dec. 2022, 00:34

საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩასვლა იყო უკრაინის სპეცოპერაცია თბილისის ომში ჩართვის მიზნით.

რა სახის ინსინუაციებს აღარ გაავრცელებს ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე პასუხისმგებლობა მოიხსნას.

უკრაინა არასოდეს ჩარეულა და არც გეგმავს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას. ამავე დროს, ჩვენ ღრმად იმედგაცრუებული ვართ, რომ საქართველოს ხელისუფლება სპეკულირებს უკრაინაში ომის თემაზე, რომ მიაღწიონ ვიწრო შიდა პოლიტიკურ მიზნებს.

ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას, რომ მისცენ უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარს, დმიტრო ლუბინეცს მიხეილ სააკაშვილის ნახვის უფლება. 

ასევე მოგიწოდებთ, უკრაინის მოქალაქეს გაუწიოთ სათანადო სამედიცინო დახმარება, დააკმაყოფილოთ სასჯელის გადავადების მოთხოვნა შემდგომი მკურნალობისთვის უკრაინის, დასავლეთ ევროპის ან ამერიკის ერთ-ერთ კლინიკაში გადაყვანის მიზნით.

ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ქართული ოცნების დეპუტატის, მამუკა მდინარაძის განცხადებას იმაზე, რომ ექსპრეზიდენტის ქვეყანაში ჩამოსვლა იყო სპეცოპერაცია საქართველოს ომში ჩართვის მიზნით. მისივე თქმით, სპეცოპერაციის დამგეგმავებმა, ასევე, უზრუნველყვეს, რომ უკრაინის პრეზიდენტიც გამოეხმაურა ამ ამბავს. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მამუკა ფიფია: [დიდი ბრიტანეთის სანქცია] არის ჯილდო ჩემთვის

პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის საერთაშორისო მდივანი და პოლიტიკური საბჭოს წევრი, პრორუსი ბიზნესმენი მამუკა ფიფია…