ნახეთ: თოვლის ბაბუა რეაქტიული ციგით გადაადგილდება
შობა-ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, თოვლის ბაბუას საქმე ემატება. ჰოდა, ამდენი საქმის შესრულება და შემდეგ საჩუქრების დარიგება რომ მოასწროს, გადაწყვიტა, რეაქტიულ ციგაზე ამხედრებულიყო.
ახალი თოვლის ბაბუა, იგივე რობერტ მედოქსი, თვითნასწავლი მექანიკოსია, რომელიც გიჟდება რეაქტიულ ძრავებზე და მათ ინტეგრირებას, თითქმის, ყველაფერთან ცდილობს.
მედოქსის წინა და ყველაზე სწრაფ ქმნილებას ჰქვია "მხეცი", რომელიც საათში 145 კილომეტრს გადის. ეს მარხილი ასეთივე სწრაფი არ არის, თუმცა არც ნაკლებად შთამბეჭდავია. მას აქვს სამი დიდი, პროპანზე მომუშავე იმპულსური ძრავა, რომლებიც მიმაგრებულია მილის ფოლადის ჩარჩოს უკანა მხარეს. ამავდროულად, ბორბლების ადგილას მან დაამატა თხილამურები, რათა შეექმნა ციგა, რომელიც გაყინულ დაბლობზე ისრიალებდა.
მედოქსი აღნიშნავს, რომ ძრავების მუშაობის შენარჩუნება, როდესაც გარეთ ყინავს, რთულია, რადგან პროპანის ავზები ძალიან ცივდება. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი იმპულსური ძრავის დაქოქვა შეიძლება, რთული იყოს, მედოქსის მოწყობილობებს ეს პრობლემები არ აქვს. ის იყენებს დიზელისა და პროპანის ნაზავს, რათა მოწყობილობები, თითქმის, მყისიერად დაიქოქოს.
აღსანიშნავია, რომ რობერტი ჰელოუინზეც თავისი შემუშავებული ბორბლებიანი "კუბოთი" გამოჩნდა. მისი ზომა 2,1 მეტრს აღწევდა და, ამჟამინდელ მარხილთან შედარებით, უფრო მეტად ჰგავდა მანქანას.
და მაინც, რა არის იმპულსური ძრავები, რომლებსაც რობერტი თავის მოწყობილობებში იყენებს? იმპულსური ძრავა ეწოდება ძრავას, რომელიც იწვის იმპულსებში. იმპულსური რეაქტიული ძრავა შეიძლება, აეწყოს მცირედ მოძრავი ან უმოძრაო ნაწილებით და სტატიკურად იმუშაოს. მიუხედავად დაბალი სპეციფიკური იმპულსისა და, როგორც წესი, დაბალი შეკუმშვის კოეფიციენტისა, იმპულსური ძრავები მსუბუქი რეაქტიული მოწყობილობების ამოძრავების მეთოდია. სიმარტივე, წარმოების დაბალი ღირებულება და მაღალი ხმაურის დონე იმპულსური ძრავების გამორჩეული თვისებებია.
ასე რომ, თუკი თოვლის ბაბუასთვის ჯერ არაფერი დაგიბარებიათ, იჩქარეთ, რადგან ახალ თოვლის ბაბუას ნელი ტემპი აშკარად არ მოსწონს.
კომენტარები