წარწერა მაისურზე: უკრაინა ომშია

ვოლოდიმირ ზელენსკი

29 Oct. 2022, 23:19

დღეს რუსეთიდან საკმაოდ პროგნოზირებადი განცხადება მოვიდა, რომ საბოლოოდ აუქმებენ მარცვლეულის ექსპორტის ინიციატივას. მაგრამ, სინამდვილეში, ეს არ არის მათი დღევანდელი გადაწყვეტილება. რუსეთმა სურსათის კრიზისის განზრახ გამწვავება ჯერ კიდევ სექტემბერში დაიწყო, როდესაც მან დაბლოკა გემების მოძრაობა ჩვენი საკვებით.

სექტემბრიდან დღემდე მარცვლეულის დერეფანში უკვე დაგროვდა 176 ხომალდი, რომლებიც მარშრუტს ვერ მიჰყვებიან. ზოგიერთი მარცვლეულის მატარებელი სამ კვირაზე მეტია, ელოდება. ეს არის რუსეთის აბსოლუტურად მიზანმიმართული ბლოკადა. ეს არის რუსეთის აბსოლუტურად გამჭვირვალე განზრახვა, დააბრუნოს ფართომასშტაბიანი შიმშილის საფრთხე აფრიკასა და აზიაში.

ფაქტობრივად, დღეს ზღვაში 2 მილიონ ტონაზე მეტი საკვებია. ეს ნიშნავს, რომ საკვებზე ხელმისაწვდომობა, რეალურად, გაუუარესდა 7 მილიონზე მეტ მომხმარებელს.

ახლა საჭიროა ძლიერი საერთაშორისო რეაგირება როგორც გაეროს დონეზე, ასევე, დიდი ოცეულის დონეზე. როგორ შეიძლება რუსეთი იყოს G20-ში, თუ ის მიზანმიმართულად მუშაობს შიმშილობისთვის რამდენიმე კონტინენტზე? ეს სისულელეა. რუსეთის ადგილი არ არის ოცეულში.

რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ მილიონობით აფრიკელი, ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ აზიის მილიონობით მცხოვრები ხელოვნური შიმშილის ან, თუნდაც, მძიმე ფასების კრიზისის პირობებში აღმოჩნდეს.

მაგრამ, რატომ შეუძლია რამდენიმე ადამიანს სადღაც კრემლში, გადაწყვიტოს, ექნება თუ არა ხალხს ეგვიპტეში ან ბანგლადეშში საჭმელი მაგიდაზე? რა არის ეს? სამყაროს აქვს ძალა, დაიცვას ხალხი ამისგან.

უკრაინა იყო და შეიძლება, მომავალშიც იყოს გლობალური სასურსათო უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი. რუსული ტერორი და შანტაჟი უნდა დამარცხდეს. კაცობრიობამ უნდა გაიმარჯვოს.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მორიგ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. რუსეთმა დღეს მარცვლეულის შეთანხმება დატოვა და მიზეზად სევასტოპოლის ყურეში, მარცვლეულის დერეფნის დაცვაში მონაწილე გემებზე კიევის თავდასხმა დაასახელა. ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს უკრაინული მხარე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ღირს ყავა თბილისის Starbucks-ში?
  2. რატომ დაიტბორა თბილისი? — ლაშა სუხიშვილის განმარტება
  3. თამარ ბაგრატიონი ჟენევაში გამართულ კულტურულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
  4. გაგიკ წარუკიანის სახლის ჩხრეკისას 3 ლომი და 1 ვეფხვი იპოვეს და ზოოპარკში გადაიყვანეს
  5. მერაბ დვალიშვილი 2025 წლის საუკეთესო MMA მებრძოლი გახდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მეცნიერების რეკომენდაცია: კოსმოსური ნიმუშების ბიოიზოლაციისთვის მთვარეზე ლაბორატორია უნდა აშენდეს

ახალი სტრატეგიული ნაშრომის თანახმად, NASA-ს მომავალი მთვარის ბაზის განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს სპეციალური…