NASA-მ მომღიმარი მზე დააფიქსირა — ფოტო
როგორც ჩანს, ცოტა ხნის წინ ჩვენი მზე "კარგ განწყობაზე იყო"; ყოველ შემთხვევაში, NASA-ს მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე საკმაოდ ბედნიერად გამოიყურებოდა.
მზის ფოტო, რომელიც გადაღებულია ნასას თანამგზავრიდან და ხუთშაბათ დილით აღიბეჭდა, ჩვენი უახლოესი ვარსკვლავის ზედაპირზე ღიმილს აჩვენებს. თუმცა მზის ზედაპირზე ასეთი პატერნის გამოჩენა ამ კვირაში პრეცედენტი სულაც არაა.
"დღეს ნასას მზის დინამიკის ობსერვატორიამ (Solar Dynamics Observatory) დააფიქსირა მზეზე "ღიმილი", — აღნიშნა ნასამ ოთხშაბათის თვითში. "ულტრაიისფერ შუქზე დანახული მზის ეს მუქი ლაქები ცნობილია, როგორც კორონალური ხვრელები და წარმოადგენს რეგიონებს, რომლებიდანაც მზის სწრაფი ქარი კოსმოსში გამოდის."
SpaceWeather.com-ის თანახმად, ჩვენი ვარსკვლავი თავისი ქარის სამმაგ ნაკადს აფრქვევს დედამიწისკენ, რამაც შეიძლება შაბათისთვის დედამიწაზე პოლარული ციალი წარმოქმნას.
კომენტარები