გგონიათ, რომ თქვენი კატა გაიგნორებთ? — არ ცდებით
კატებს ესმით, როცა მათ ესაუბრებით, მაგრამ ზოგჯერ უბრალოდ გაიგნორებენ.
ოდესმე გიფიქრიათ, რომ თქვენი კატა უბრალოდ გაიგნორებთ? თუკი ასეთი შემთხვევა ერთხელ მაინც გქონიათ, გეტყვით, რომ მართალი ხართ — კატებს თქვენი ესმით, თუმცა არ ადარდებთ.
ჟურნალ Animal Cognition-ში გამოქვეყნებულმა ახალმა კვლევამ დაასკვნა, რომ კატებს ესმით, როცა მათ ესაუბრებით, მაგრამ ზოგჯერ უბრალოდ გაიგნორებენ.
მკვლევრებმა შეიმუშავეს ექსპერიმენტების სერია, რათა შეემოწმებინათ, როგორ რეაგირებდნენ სხვადასხვა ჯიშის შინაური ცხოველები მათი პატრონებისა და უცხო ადამიანების ჩანაწერების მოსმენაზე.
აღმოჩნდა, რომ კატებს შეუძლიათ, განასხვავონ ხმის ტემბრი, რომელიც გამოიყენება, როდესაც თავიანთი პატრონები ელაპარაკებიან, იმ ხმის ტემბრისგან, რომელსაც ადამიანები იყენებენ ერთმანეთთან საუბრისას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კატებმა, როგორც ჩანს, იციან, ვინ ესაუბრება მათ ან ელაპარაკებიან თუ არა, მაშინაც კი, თუ ისინი ისე იქცევიან, თითქოს არაფერი ესმით.
კვლევის ყველაზე საინტერესო და სასაცილო აღმოჩენა იყო ის, რომ ზოგიერთმა კატამ მხოლოდ ყურების რხევით მიუთითა, რომ მათ ესმოდათ, როგორ ესაუბრებოდნენ, თუმცა, ამავდროულად, ისე გამოიყურებოდნენ, თითქოს, ჩანაწერი საერთოდ არ აინტერესებდათ. ასევე, დაფიქსირდა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც კატები ხმის მიმართულებით აბრუნებდნენ თავს, წყვეტდნენ აქტივობას ან სხვაგვარად პასუხობდნენ მათკენ მიმართულ საუბარს.
ეს შედეგები გვიჩვენებს, რომ კატებს ნამდვილად შეუძლიათ, ამოიცნონ საუბარი, რომელიც მათკენაა მიმართული და განასხვავონ ის სხვა ტიპის საუბრებისგან. ამიტომ, როდესაც მოგეჩვენებათ, რომ თქვენს კატას თქვენი მისკენ მიმართული საუბარი ესმის, თუმცა უბრალოდ არ ადარდებს, გახსოვდეთ, რომ არ გეჩვენებათ და ის მართლაც გაიგნორებთ.
კომენტარები