მომავალი აქ არის! — გაიცანით პირველი ჰიბრიდული მფრინავი ტაქსი კორეიდან
შესაძლოა, რეალობა, როცა წვიმიან დღეს აივანზე ტაქსის მოფრენას დაველოდებით, არც ისე შორსაა
კორეულმა eVTOL (electric vertical take-off and landing) სტარტაპმა Plana-მ სოციალური მედიის საშუალებით ამცნო საზოგადოებას, რომ თანხების მოძიების პირველი ეტაპი დასრულდა და 10 მილიონი დოლარი შეგროვდა.
კომპანიის შესყიდვების მიმართულების მთავარმა სპეციალისტმა, ჯინმო ლიმ, მადლობა გადაუხადა ყველა იმ კომპანიას, რომლებმაც გაიზიარეს სტარტაპის ხედვა და ფინანსური დახმარებით ხელი შეუწყვეს Plana-ს, ქცეულიყო საერთაშორისო AAM (Advanced Air Mobility) ბაზრის მნიშნველოვან მოთამაშედ.
შორეულ მანძილზე გათვლილ, შვიდადგილიან ჰიბრიდულ მფრინავ ტაქსის 350 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეეძლება. პროექტის ვირტუალურ მოდელს ბაზრის სხვა აქტორების მოდელებისგან სახასიათო დიზაინი ნამდვილად გამოარჩევს. მისი გრძელი, თხელი კორპუსი ფრთების ზედა ნაწილს ერწყმის. მთლიანი აპარატი ჰექსაკოპტერს წარმოადგენს, რომლის ოთხი პროპელერიც ფრთებზე, ორი კი კორპუსთან ახლოს არის დამაგრებული.
პროექტი იდეალური კონკურენტი იქნება მცირე რეგიონული ფრენებისათვის, რადგან შორ მანძილზე იაფად ფრენა და მაღალი სიჩქარის განვითარება შეუძლია. სხვადასხვა eVTOL სტარტაპი 2024 წლისთვის კომერციულ სერთიფიცირებასა და ტექნოლოგიის გამოცდას გეგმავს, სავარაუდოდ, Plana მათ ჩამორჩება, თუმცა კომპანია 2024 წლისთვის სადემონსტრაციო მოდელის შექმნას, 2028 წელს კი სერიულ წარმოებას გეგმავს.
ჰიბრიდული მოდელის შემდეგ, სტარტაპი აპირებს სრულად ელექტრო ძრავაზე მომუშავე საფრენი აპარატის შექმნას.
საბოლოოდ, კარგი ის არის, რომ Plana-ს წამოწყება საშუალებას მისცემს სხვა ბიზნესებს, სერთიფიცირების რთული პროცესი მარტივად გაიარონ. პარალელურად, სტარტაპისათვის, რომელიც ამ პრობლემასთან შეჯახებას მოგვიანებით აპირებს, ასე თანხების შეგროვებისა და სერთიფიცირების პროცესები გამარტივდება. შესაძლოა, რეალობა, როცა წვიმიან დღეს აივანზე ტაქსის მოფრენას დაველოდებით, არც ისე შორსაა.
კომენტარები