ჩასახვის საწინააღმდეგო აბები კაცებისთვის — მალე ახალი კონტრაცეპტივები იარსებებს
ახალი კონტრაცეპტივების შემუშავება სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. ქალების შემთხვევაში ჩასახვის საწინააღმდეგო მრავალი ეფექტური მეთოდი არსებობს, მათ შორის პერორალური აბები, ინექციები, იმპლანტები, ვაგინალური რგოლები და სხვა. თუმცა, კაცების შემთხვევაში ვარიანტები შეზღუდულია.
ასეთ დროს ძირითადად დაცვის საშუალება პრეზერვატივია, მაგრამ ის ყოველთვის საიმედო არაა. სტატისტიკის მიხედვით, პრეზერვატივი 98 პროცენტით საიმედოა, თუმცა ეს მაჩვენებელი მცირდება იმის მიხედვით თუ რამდენად სწორად ვიყენებთ მას. არასწორად გამოყენების შემთხვევაში დაცულობა 87 პროცენტამდე ჩამოდის.
ვაზექტომიის შემთხვევაში დაცულობა 99 პროცენტია, მაგრამ ის მოიცავს ქირურგიულ ჩარევას. მეტიც, ასეთ დროს სქესობრივად გადამდები დაავადებებისგან არ ვართ დაცული. შესაბამისად, ფაქტი სახეზეა, კაცებს ახალი კონტრაცეპტივები სჭირდებათ.
მეცნიერები 1970-იანი წლებიდან მუშაობენ კაცების კონტრაცეფციის მეთოდების შემუშავებაზე. ახალი კონტრაცეპტივები კაცებს პასუხისმგებლობის გაზიარებაში დაეხმარება. და რაც მთავარია, ეს ეფექტიანი იქნება არასასურველი ორსულობის თავიდან აცილების მხრივ.
პასუხისმგებლობის გაზიარება
2017 წლის კვლევის მიხედვით, 18-დან 44 წლამდე ასაკის 1 500 კაცზე ჩატარებულმა გამოკითხვამ დაადგინა, რომ 80%-ზე მეტს სურდა პარტნიორის არასასურველი ორსულობისგან დაცვა და მიაჩნდათ, რომ ამ მხრივ პასუხისმგებლობა უნდა გაეზიარებინათ.
კაცები, რომლებსაც არ მოსწონთ პრეზერვატივების გამოყენება, მას ძირითადად არასდროს მოიხმარენ. კვლევების თანახმად, მათგან 87% დაინტერესებულია კაცის კონტრაცეფციის ახალი მეთოდებით. ეს მხოლოდ აშშ-ში 17 მილიონ კაცს ნიშნავს.
ანალოგიურად, 2002 წელს ჩატარებულმა გამოკითხვამ, რომელშიც 9 000-ზე მეტი კაცი მონაწილეობდა მონაწილეობდა, აჩვენა, რომ 55%-ზე მეტი მზადაა გამოიყენოს მათთვის განკუთვნილი ჩასახვის საწინააღმდეგო ახალი მეთოდი.
კაცის კონტრაცეპტივების ბარიერები
კაცების კონტრაცეპტივებისადმი დიდი ინტერესი ბადებს კითხვას, რატომ არ არსებობს ის დღეს. კაცის კონტრაცეფციის შემუშავებას ძირითადად მხარს უჭერენ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს აკადემიურ სამედიცინო ცენტრებთან.
თუმცა, ამ სააგენტოებს ხშირად არ აქვთ მედიკამენტების განვითარების საკუთარი ინფრასტრუქტურა. ეს ფარმაცევტული კომპანიებისგან განსხვავებით. ამასთან, შეზღუდული ფინანსური რესურსები კიდევ უფრო ანელებს განვითარებას.
ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ინტერესის ნაკლებობა შეიძლება ერთ ერთი მთავრი ბარიერია კაცის კონტრაცეპტივების შემუშავების მხრივ. ამასთან, არსებობს მრავალი სხვა შესაძლო მიზეზი, რის გამოც წამლების ინდუსტრია თავს არიდებს კაცის კონტრაცეპტივების შემუშავებას.
ერთ-ერთი მიზეზი მოიცავს განვითარების ღირებულების განსაზღვრას. ბევრი შიშობს, რომ მედიკამენტის დამზადება შეიძლება ძვირი დაჯდეს. არსებობს რისკები იმ მხრივაც, რომ კაცებმა მასშტაბურად არ მოიხმარონ მედიკამენტები. ასევე პრობლემა შეიძლება იყოს მარეგულირებლების ფაქტორი და სხვა რისკ ფაქტორები.
ახალი მეთოდები მუშავდება და მედიკამენტები სულ უფრო რეალური ხდება
მკვლევრები ამჟამად კაცის კონტრაცეფციის რამდენიმე სხვადასხვა მეთოდზე მუშაობენ. ჰორმონალური მეთოდები ჩვეულებრივ მიიღება გელის სახით, რომელიც გამოიყენება კანზე, კუნთში ინექციით ან აბების სახით. ეს მეთოდები ძირითადად შეიცავს ტესტოსტერონსა და პროგესტინს. პროგესტინი თრგუნავს ჰიპოფიზის ორ ჰორმონს, რომლებიც აკონტროლებენ ორგანოებს, რომლებიც აწარმოებენ სპერმას.
მიუხედავად იმისა, რომ სათესლე ჯირკვლებს სჭირდებათ ტესტოსტერონის მაღალი კონცენტრაცია სპერმის წარმოებისთვის, ტესტოსტერონი შედის ჰორმონალურ მეთოდებში, რათა უზრუნველყოს ჰორმონის ადეკვატური დონე სხეულისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტესტოსტერონის მიღებამ შეიძლება პირიქით ხელი შეუწყოს სპერმის წარმოების ჩახშობას. პროგესტინის დამატება კიდევ უფრო აძლიერებს სპერმის წარმოების დათრგუნვას.
ჰორმონალური კონტრაცეპტივების კანდიდატი, რომელიც განვითარების პროცესში ყველაზე შორს არის, ამჟამად გადის კვლევის მეორე ეტაპს კლინიკურ კვლევაში. კვლევა 400-ზე მეტ წყვილს მოიცავს. კვლევის შედეგები ჯერჯერობით დამაიმედებელი და გვერდითი ეფექტებიც არ შეინიშნება.
ასევე მუშავდება მედიკამენტები, რომლებიც ფუნქციონირებენ როგორც ტესტოსტერონის, ისე პროგესტინის მსგავსად. ეს პრეპარატები ამჟამად გადიან ადრეულ ტესტირებას ადამიანებში, როგორც ყოველდღიური პერორალური აბები ან ხანგრძლივი მოქმედების ინექცია.
არაჰორმონალური მეთოდები, როგორც წესი, მოიცავს წამლებს, რომლებიც სპეციალურად სამიზნეში იღებენ სპერმის წარმომქმნელ ორგანოებს სპერმის კონცენტრაციის ან ფუნქციის შესამცირებლად. არაჰორმონალური პრეპარატები ეფექტიანია ცხოველების კვლევაში, თუმცა მათი ადამიანებზე გამოცდა ჯერ არ დაწყებულა.
ექსპერტები თქმით, სულ უფრო რეალური ხდება აბი კაცებისთვის, რომელსაც ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტი ექნება.
კომენტარები