რუსული მხარე ამბობს, რომ ყირიმის ხიდზე აფეთქებული სატვირთო მანქანა საქართველოშიც იმყოფებოდა
ფოტო: AFP
როგორც ეხო კავკაზა იუწყება, ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრ ბასტრიკინმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: რუსეთიდან ყირიმამდე თითქმის 19 კილომეტრიანი ხიდი კრემლის ოკუპაციის ერთგვარი სიმბოლოა. ის 2018 წელს ნახევარკუნძულის ანექსიის გამოცხადებიდან 4 წელში გახსნეს.
- ქერჩის ხიდი ერთ-ერთი საკვანძო გზაა, რითაც ოკუპანტებს სამხედრო ტექნიკა და ტვირთი გადააქვთ.
- ხიდის დაზიანების გამო, რუსეთს უკრაინის სამხრეთში მხოლოდ ერთი სარკინიგზო მომარაგების ხაზი რჩება — მელიტოპოლიდან.
დეტალები: "ჩვენ უკვე დავადგინეთ იმ სატვირთო მანქანის მარშრუტი, რომელიც აფეთქების ადგილას იყო. ეს არის ბულგარეთი, ეს არის საქართველო, ეს არის სომხეთი, ჩრდილოეთ ოსეთი, კრასნოდარის ტერიტორია“, — თქვა ბასტრიკინმა.
- მარშრუტი უცნაურად გამოიყურება: მაგალითისთვის, ბულგარეთიდან საქართველოში მოსახვედრად სატვირთო მანქანას თურქეთი უნდა გაევლო.
- ასევე, გაურკვეველია, როგორ შეიძლებოდა მანქანა სომხეთიდან, რომელიც რუსეთს არ ესაზღვრება, რუსეთის ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკაში ჩასულიყო.
რა მოხდა: როგორც ვიდეოებიდან ჩანს, ხიდზე იყო ძლიერი აფეთქება, რომლის გამომწვევი ოფიციალური მიზეზი დადასტურებული არ არის.
- რუსეთის ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ აფეთქდა საწვავის სატვირთო მანქანა. თუმცა დაზიანება მასშტაბური იყო — ყირიმის მიმართულებით გზის გადასასვლელის ორი მონაკვეთი ჩამოინგრა.
- ცეცხლი გაუჩნდა სატვირთო მატარებელსაც.
- როგორც BBC-ს რუსული ბიურო ექსპერტებზე დაყრდნობით წერს, ამ მასშტაბის დაზიანებას დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი საშუალება დასჭირდებოდა.
რუსეთი: კრემლს სურს, ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქება გამოიძიოს. პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გასცა, შეიქმნას სამთავრობო კომისია საგანგებო სიტუაციის მიზეზების დადგენისა და შედეგების აღმოსაფხვრელად.
- ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტის თქმით, "ეჭვგარეშეა", რომ ეს ტერორისტული აქტია.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები