Dundalk Institute of Technology განათლების საერთაშორისო გამოფენაზე
ფოტო: LEAF
განათლების ცენტრის ორგანიზებითა და ესპანურ IE University-თან, ამერიკულ The Academy of Mathematics and Science-სა და ამერიკულ უნივერსიტეტ The Global American University, Schiller-თან თანამშრომლობით, 2022 წლის 8 ოქტომბერს, 12 საათიდან 17 საათამდე, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართება განათლების საერთაშორისო გამოფენა, რომელიც უმასპინძლებს 20 უნივერსიტეტს 18 ქვეყნიდან.
ყველა დაინტერესებულ პირს გამოფენაზე შეეძლება, მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტისა და მისი პროგრამების შესახებ. ისინი შეძლებენ, პირადად გაესაუბრონ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და დაუსვან მათთვის საინტერესო შეკითხვები. გამოფენაზე ასევე იქნებიან LEAF-ის კონსულტანტები.
ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი LEAF არის 150-ზე მეტი უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელი საქართველოში.
განათლების გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა რეგისტრაცია. რეგისტრაციას შესაბამისი ფორმის შევსებით გაივლით.
დანდალკის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (Dundalk Institute of Technology — DkIT), რომელიც დაარსდა 1971 წელს, მდებარეობს ირლანდიაში, ქალაქ დანდალკის ცენტრში. ის ერთ-ერთი წამყვანი სასწავლებელია ირლანდიის მასშტაბით, მაღალი სწავლების ხარისხითა და ინოვაციური კვლევითი პროგრამებით. ულამაზესი, მწვანე კამპუსი, აღჭურვილია მაღალი დონის უახლესი ტექნოლოგიებითა და სერვისებით.
ინსტიტუტში ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურებზე სწავლობს 5 000 სტუდენტი.
უნივერსიტეტი შედგება 4 სკოლისაგან:
- ბიზნესისა და ჰუმანიტარული მეცნიერების სკოლა
- ინჟინერიის სკოლა
- ჯანდაცვისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სკოლა
- ინფორმატიკისა და კრეატიული ხელოვნების სკოლა
საბაკალავრო და მაგისტრატურის საფეხურზე უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს საინტერესო და აქტუალურ პროგრამებს ოთხივე სკოლაში.
შემოთავაზებული საბაკალავრო პროგრამებია:
- ფინანსები
- ბიზნესი
- მუსიკის ხელოვნება
- კინო-სატელევიზიო ხელოვნება
- საერთაშორისო ტურიზმის მართვა
- ციფრული მარკეტინგი და საზოგადოებასთან კომუნიკაცია
- ინჟინერია და არქიტექტურა
- კომპიუტერული მეცნიერებები
- საექთნო საქმე
- ვეტერინარია
- სპორტის მეცნიერებები
შემოთავაზებული სამაგისტრო პროგრამები:
- მუსიკის ტექნოლოგიები
- ინჟინერია
- მარკეტინგი
- აგრარული ბიოტექნოლოგიები
- კომპიუტერული მეცნიერებები
- განახლებადი ენერგიის სისტემები
ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლის გადასახადი უცხოელი სტუდენტებისთვის არის 9 950 ევრო წელიწადში, ხოლო სამაგისტრო პროგრამის საფასურია 12 000 ევრო წელიწადში.
ინსტიტუტი სტუდენტებს სხვადასხვა რაოდენობით დაფინანსებას სთავაზობს, რომელიც დამოკიდებულია მოქალაქეობასა და სტუდენტის ფინანსურ საჭიროებებზე. ბაკალავრიატის საფეხურზე სტუდენტს შეუძლია მიიღოს ყოველწლიური დაფინანსება 5 000 ევროს ოდენობით.
გამოფენაზე თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, პირადად შეხვდეთ უნივერსიტეტის წარმომადგენელს სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში — 8 ოქტომბერს შუადღის 12 საათიდან საღამოს 5 საათამდე. როგორც ვახსენეთ, რეგისტრაციისთვის უნდა ეწვიოთ ბმულს და შეავსოთ ფორმა.
LEAF-ის პარტნიორია ცნობილი ბრიტანული კომპანიის QS (Quacquarelli Symonds) საუნივერსიტეტო განაცხადების პლატფორმა QS Student Apply. თანამშრომლობის ფარგლებში, საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, მარტივი სააპლიკაციო პროცედურით გააგზავნონ განაცხადები დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, ევროპის, ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის პარტნიორ პრესტიჟულ უნივერსიტეტებში.
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები