კელი დეგნანი

15 Sep. 2022, 21:34

აშშ ძალიან აფასებს საქართველოს უკრაინისადმი მხარდაჭერას საერთაშორისო ფორუმებზე, ეროვნული ბანკის სწრაფ ქმედებას ფინანსური სანქციების შესაბამისად, იმ შთამბეჭდავ ჰუმანიტარულ დახმარებას, რაც ქართველმა ხალხმა და საქართველოს მთავრობამ გაიღო უკრაინელი ხალხისთვის. აშშ-მ თავიდანვე ნათლად უთხრა საქართველოს ხელისუფლებას, რომ კარგად გვესმოდა ის განსაკუთრებული ვითარება, რომელშიც საქართველო იმყოფებოდა რუსეთის სამხრეთ ფლანგზე თავისი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის პირობებში. ჩვენ კარგად გვესმის, რა რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა საქართველო და ვაფასებთ იმ ნაბიჯებს, რაც საქართველომ გადადგა უკრაინის მხარდაჭერის გამოსახატად და იმის გასაკეთებლად, რაც შეძლო. სწორედ ეს ვთხოვეთ ყველა ქვეყანას — გააკეთონ ის, რისი გაკეთებაც შეუძლიათ, დაუჭირონ მხარი უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საკუთარი სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში და აღკვეთონ მცდელობა, აღადგინონ რუსეთის იმპერია, როგორც ეს თავად პუტინმა აღიარა.

აშშ-ს არ სურს და ჩვენს ინტერესებში არ შედის, ეს ომი გავრცელდეს საქართველოზე ან რომელიმე სხვა ქვეყანაზე. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა აღვადგინოთ მშვიდობა და რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ ეს ომი. ჩვენ არ გვაქვს არანაირი ინტერესი, რომ ეს ომი გავრცელდეს საქართველოზე. ჩვენ არასოდეს გვისაუბრია საქართველოსთან ან რომელიმე სხვა ქვეყანასთან მეორე ფრონტის გახსნაზე. ეს უბრალოდ არ არის სიმართლე [იმედის თარგმანი].

აცხადებს აშშ-ის ელჩი იმედთან ინტერვიუში კითხვაზე, "რა უნდა გაეკეთებინა მეტი საქართველოს ხელისუფლებას და არ გააკეთა უკრაინის მხარდასაჭერად". 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი
  2. სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
  3. გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
  4. "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
  5. ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს

როდესაც მგლების ხროვა მსხვერპლს დაედევნება და დაიჭერს მალევე იქ ყორანი ჩნდება. სანამ მტაცებლები ნადავლის ჭამას…