რას პასუხობს გომელაური გოგაშვილის ახალ ბრალდებებს
ფოტო: უწყებების არქივიდან
შინაგან საქმეთა მინისტრი სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, მორიგ წერილს ეხმაურება, რომელშიც გოგაშვილი საუბრობს, ვის უსმენდნენ და როგორ დგებოდა სუს-ის კრებსები.
რატომ არის მნიშვნელოვანი: გოგაშვილი წერილში დეტალურად აღწერს ოპერატიული ტექნიკური დეპარტამენტის (ოტო) მუშაობის მექანიზმს და იმას თუ როგორ ხვდებოდა კრებსები ივანიშვილისა და მმართველი პარტიის სხვა წევრების ხელში.
- ამბობს, რომ ოტო ე.წ VIP პერსონების საუბრებს ივანიშვილს უგროვებდა და ყოველდღიურად აწვდიდა.
- წერს, რომ მის პერიოდში ოტოდან კრებსებს ბექა მამარდაშვილი უგზავნიდა, მათ სპეციალურ ჯგუფს ამუშავებინებდა და ყოველ მეორე დღეს თანამშრომელს პარტიაში, ასევე, ივანიშვილთან, კობახიძესთან და პრემიერმინისტრთან ატანდა, გომელაური კი სრულ "პატაკს" იღებდა.
- მისივე თქმით, ივანიშვილი მოსმენებისთვის სუს-თან ერთად, იყენებს შსს-ს, თავდაცვის სამინისტროს, კრიმინალურ პოლიციას, დაზვერვასა და პროკურატურას.
რას ამბობს გომელაური: ის გოგაშვილის ახალ ბრალდებებს სიცრუესა და აბსურდს უწოდებს და აცხადებს, რომ ივანიშვილი მას ვერაფერს დაავალებდა, რადგან არ იცნობდა.
- "მეორეც, რა უნდა დაევალებინა, მე არაფერს არ მავალებდა".
- ასევე, ამბობს, რომ მოსმენებს უწყებები, მათ შორის შსს, თავდაცვის სამინისტრო, პროკურატურა, მხოლოდ კანონიერად ხორციელდება.
- "ეს არის არა მარტო კრებსები, ოპერატიული მასალაა უამრავი, რომელიც მოაქვს ე.წ. აგენტს [...] მე რომ დავჯდე და რა ოპერატიული მასალაც შემოდის ვიკითხო... მინიმუმ სამი გომელაური უნდა იყოს".
დეტალები: რაც შეეხება ბექა მამარდაშვილს, რომელზეც გოგაშვილმა წერილში თქვა, რომ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში კრებსებს ივანიშვილთან მას ატანდა, გომელაური ამბობს, რომ იცნობს.
- მისი თქმით, მამარდაშვილი ერთ-ერთ დეპარტამენტში მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.
- ასევე, აღნიშნავს, რომ მას მოსმენებთან შეხება არ ჰქონია, უბრალოდ ერთ-ერთი ძლიერი პროგრამისტია, რომელიც მომსახურების სააგენტოს კამერების განახლებასა და სხვა საკითხებში ეხმარებოდა.
- კითხვაზე, თუ სადაა ახლა, გომელაურმა თქვა: "არ ვიცი, სამსახურიდან წავიდა, მე რომ წამოვედი მალე წამოვიდა, კერძო სექტორში თუ არ ვცდები".
რას ამბობს სხვა ბრალდებებზე: უარყოფს გოგაშვილის წინა ბრალდებებსაც, კერძოდ იმას, რომ 2016 წელს ვლადიკავკაზში იყო და FSB-ის აგენტებს შეხვდა, სიცრუეს უწოდებს.
- მისი თქმით, ვლადიკავკაზში არ ყოფილა, თუმცა მინსკში ძალიან ბევრჯერაა ნამყოფი და "ალბათ, 5-6 ვიზიტი აქვს".
- "[მინსკში] იყო 100 წლისთავი, როდესაც იქ ჩამოსულები იყვნენ ამერიკელებიც, ბრიტანელებიც, ფრანგებიც, რუსებიც, გერმანელებიც, როცა მიულოცეს ბელარუსის უსაფრთხოების შექმნის დღეს".
- ამბობს, რომ სხვებთან ერთად, იქ რუსეთის ხელმძღვანელობაც იყო ჩასული.
- "ზოგი იყო პირველი პირი, ზოგი იყო მეორე პირი, იქ შეიძლება, მასაში, ჩვეულებრივად ყველა იყო. შეხვედრა პირისპირ? არასდროს არ მქონია ვერ დაიდება ვერასდროს", — ამბობს ის.
გარდა ამისა, მცხეთაში FSB-ს გენერლების მასპინძლობასა და კონტრაბანდული ტვირთი დასმულ კითხვაზე, გომელაური ამბობს, რომ გოგაშვილის განცხადება "ზღაპარია".
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, თუ გოგაშვილის მიერ გამოქვეყნებული მასალა დადასტურდება, ეს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ან/და სამოხელეო დანაშაულზე, რუსეთთან ხელისუფლების მჭიდრო კავშირებსა და ანტიდასავლურ კურსზე მიუთითებს.
- მათი თქმით, ეს საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას.
ამბობენ, რომ გაჟღერებული ინფორმაცია სრულყოფილ და სიღრმისეულ გამოძიებას საჭიროებს.
- ასევე, მიუთითებენ, რომ წლების განმავლობაში გახმაურებულ საქმეებზე საჯაროდ არსებული ინფორმაცია პროკურატურის არაეფექტიან და რიგ შემთხვევაში, შერჩევით რეაგირებაზე აჩენს კითხვებს.
-
საკითხის პოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ პარლამენტში უნდა შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც სიუჟეტში აღწერილ გარემოებებს სათანადოდ გამოიძიებს.
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში
-
სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა
გადახედვა
-
"ჩემთვის ჩინურია" — როგორ ამბობენ ამ ფრაზას სხვადასხვა ენაზე "ჩემთვის ჩინურია" — როგორ ამბობენ ამ ფრაზას სხვადასხვა ენაზე
გადახედვა
კომენტარები