ნახეთ ვიდეო: შექმნეს ეგზოჩონჩხი, რომელიც გველს ფეხებით გადაადგილების საშუალებას აძლევს
ახლახან ატვირთულ ვიდეოში გველების მოყვარული ვლოგერი ალენ პენი გვეუბნება, რომ გველები ეცოდება, რადგან ევოლუციის პროცესში ფეხები დაკარგეს. ამ უსამართლობის გამოსასწორებლად მან რობოტული ეგზოჩონჩხის შექმნა გადაწყვიტა და ქვეწარმავლებს "დაკარგული" ფეხები "დაუბრუნა".
როგორც ვიდეოში ვხედავთ, ეგზოჩონჩხმა გაამართლა და პითონს ფეხებით თავისუფლად გადაადგილების საშუალება მისცა.
ასევე იხილეთ: ტესტი: გამოიცანი გველის სახეობა ფოტოს მიხედვით
როგორც პენი აღნიშნავს, გველები ბოლომდე უფეხოები სულაც არ არიან — ემბრიონს ისინი ჯერ კიდევ აქვს, დაბადების შემდეგ კი სხვაგვარი სტრუქტურები ნარჩუნდება.
"როგორც ირკვევა, გველებს ემბრიონულ ფაზაში ორი ფეხი აქვთ, თუმცა გენები, რომლებიც ორ ფეხს უნდა ზრდიდეს, ნაცვლად ამისა, ორ პენისს ზრდის", — აცხადებს ვლოგერი (და მართალიცაა) — "მათი საშუალებით ვერ შეძლებენ სიარულს".
აღსანიშნავია, რომ პირველი მცდელობა კრახით დასრულდა, ამიტომაც პენმა ეგზოჩონჩხის მეორე, ოთხფეხა, ვერსია შექმნა. თავად მოწყობილობა ერთგვარი გრძელი მილია, რომელში შესრიალებაც ქვეწარმავალს თავისუფლად შეუძლია.
სამწუხაროდ, რობოტის ტრაექტორიას ამ ეტაპზე თავად გველი ვერ განსაზღვრავს, თუმცა ვარაუდი ამის მიღწევის გზის შესახებაც არსებობს.
კომენტარები