ახალი კვლევის მიხედვით, ობობები სიზმრებს ნახულობენ
ობობა, რომელიც სიზმარს ნახულობს შეიძლება უცნაურად ჟღერს, მაგრამ სწორედ ამას გვეუბნება უახლესი კვლევა. კვლევის ფარგლებში დააკვრდნენ ობობების ხტომას ძილის დროს და აღმოაჩინეს მტკიცებულება თვალის სწრაფი მოძრაობის (REM) ძილის შესახებ.
გაინტერესებთ როგორ გამოიყურება მძინარე ობობა? ამაზე პასუხი PNAS-ში გამოქვეყნებული ახალი ნაშრომის წამყვან ავტორს, მაქს პლანკის ცხოველთა ქცევის ინსტიტუტის დოქტორ დანიელა როსლერს აქვს.
"ჩვეული ღამე იწყება იმით, რომ ობობა კარგ ადგილს პოულობს ჰაერში დასაკიდებლად. ისინი აგებენ პატარა აბრეშუმის ქსელს ზიგ-ზაგის სახით და შემდეგ მასზე მაგრდებიან. ისინი ხშირად იწყებენ საკუთარი თავის გასუფთავებას (ფეხებს ერთმანეთს ახვევენ, თვალებს ისუფთავებენ და ა.შ.), ხანდახან მცირედ საჭმელსაც კი მიირთმევენ დასვენებისას. საბოლოოდ ობობა უმოძრაო ხდება. ამის შემდეგ დიდხანს შეიძლება ობობა საერთოდ არც გაინძრეს", — განმარტა როსლერმა, რომელმაც თქვა, რომ არასოდეს იღლება ობობის ძილის ყურებით.
როსლერს და მის კოლეგებს სურდათ გაეგოთ თუ რა ხდებოდა ძილის მსგავსი ეტაპების დროს, როდესაც ობობების ფეხები იკუმშებოდა და იკეცებოდა. ამიტომ ამაზე დასაკვირვებლად მათ მხტომარე ობობებს მიმართეს.
მხტომარე ობობებს არ შეუძლიათ თვალის ლინზების გადაადგილება, ისე როგორც ადამიანებს, მაგრამ მათ აქვთ ბადურის მილები, რომლებიც მოძრაობენ მათი მზერის დასარეგულირებლად. მკვლევრებმა სწორედ ამ მოძრაობის დაკვირვება შეძლეს, სადაც 34 პატარა მხტუნავი ობობას შეისწავლეს.
კადრებმა აჩვენა, რომ ობობების ბადურები მოძრაობდა რეგულარული ინტერვალებით, რაც მატულობდა ძილის დროს. ეს პერიოდები კი ასოცირდებოდა ფეხის კანკალთან (ეს ასოცირებულია REM ძილთან).
როსლერისა და კოლეგების თქმით, ეს აღმოჩენა არის პირველი პირდაპირი მტკიცებულება REM ძილის შესახებ ხმელეთის უხერხემლოებში.
რაც შეეხება მთავარ შეკითხვას, ნახულობენ თუ არა ობობები სიზმრებს, ამაზე ჯერ კიდევ გადაჭრით პასუხის თქმა რთულია. თუმცა როსლერი ამბობს, რომ კვლევის მიხედვით ობობები სიზმრებს უნდა ნახულობდნენ. რა სახის სიზმარი შეიძლება იყოს ეს? ამაზე პასუხი თქვენთვის მოგვინდია.
"პირადად, ასობით ობობის ყურების შემდეგ, ეჭვი არ მეპარება, რომ ობობები სიზმრებს ნახულობენ. ისევე როგორც არავის ეპარება ეჭვი, რომ როდესაც უყურებს კატას ან ძაღლს, ისინიც ნახულობენ სიზმარს. სულ მალე ამაზე მეტი მტკიცებულება გვექნება", — თქვა როსლერმა.
კომენტარები