მაიმუნის ყვავილის გამო WHO ჯანდაცვის სფეროში გლობალურ საგანგებო მდგომარეობას აცხადებს — რას ნიშნავს ეს
ფოტო: Martial Trezzini / Keystone
NY Times-ის ინფორმაციით, 75 ქვეყანაში უკვე დაფიქსირდა მაიმუნის ყვავილის 160 00-ზე მეტი შემთხვევა. როგორც Reuters წერს, აფრიკაში 5 ადამიანი დაიღუპა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ეს 2007 წლის შემდეგ მეშვიდე, ხოლო ბოლო ორი წლის განმავლობაში მეორე შემთხვევაა, როცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გლობალური ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობას აცხადებს.
- ბოლო კორონავირუსის ეპიდემიამ გამოიწვია, რასაც პანდემია და შეზღუდვები მოყვა.
- მაიმუნის ყვავილის გავრცელების შემდეგ გაჩნდა ახალი პანდემიის მოლოდინიც.
დეტალები: WHO-ს დირექტორის, ტედროს გებრეიესუსის განმარტებით, მაიმუნის ყვავილის სწრაფად გავრცელების გამო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განგაშის უმაღლესი დონეა, ამიტომაც ამოქმედდა PHEIC.
- ეს არის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობის პროტოკოლი.
- ის შექმნილია კოორდინირებული საერთაშორისო რეაგირების გამოსაწვევად, რათა გამარტივდეს ვაქცინებზე და მკურალობის გზებზე წვდომა და ფინანსების მოძიება.
- გაეროს ჯანდაცვის სააგენტოს განმარტებით, ტერმინი გულისხმობს, რომ სიტუაცია არის სერიოზული, უჩვეულო ან მოულოდნელი, რაც გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე.
ჯანდაცვის ექსპერტების ნაწილი დადებითად აფასებს ამ პროტოკოლის ამოქმედებას, რომელიც აქამდე მხოლოდ კოროვირუსული პანდემიისა და პოლიომიელიტის წინააღმდეგ გამოიყენეს.
- გლობალური ჯანდაცვის ზოგიერთმა ექსპერტმა კი გააკრიტიკა, გაუმჭვირვალედ და არათანმიმდევრულად შეაფასა კრიტერიუმები ასეთი გადაუდებელი შემთხვევების გამოცხადებაზე.
გებრეიესუსის განმარტებით, მაიმუნის ყვავილის რისკი გლობალურად ზომიერი იყო, გარდა ევროპისა, სადაც ჯანმო მიიჩნევს, რომ რისკი მაღალია.
- ევროპის რეგიონს აქვს საერთო შემთხვევების ყველაზე მეტი რაოდენობა — 11 865 და ყველაზე მაღალი ზრდა ბოლო შვიდი დღის განმავლობაში — 2 705.
- "ჩვენ გვაქვს ეპიდემია, რომელიც სწრაფად გავრცელდა მთელ მსოფლიოში გადაცემის ახალი გზების მეშვეობით, რომლის შესახებაც ჩვენ ძალიან ცოტა გვესმის და რომელიც აკმაყოფილებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გადაუდებელ კრიტერიუმებს".
რა არის მაიმუნის ყვავილი: მაიმუნის ყვავილი ზოონოზური დაავადებაა, რომელიც ადამიანს უმეტესად გადაეცემა მღრნელებისა და პრიმატებისგან.
- აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) განმარტებით, მაიმუნის ყვავილის "ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა ძირითადად ჰაერწვეოვანი გზით ხდება.
- რესპირატორული წვეთები, როგორც წესი, რამდენიმე ფუტზე მეტს ვერ გადაადგილდება, ამიტომ ინფიცირებისთვის პირისპირ, ხანგრძლივი კონტაქტია საჭირო".
რა სიმპტომები ახასიათებს: ბრიტანეთის ჯანდაცვის უწყების ცნობით, მაიმუნის ყვავილის პირველი სიმპტომებია: ცხელება, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, ზურგის ტკივილი, ლიმფური კვანძების შეშუპება, შემცივნება და დაღლილობა.
- NCDC-ის განმარტებით, დაინფიცირებისას კლინიკური გამოვლინება ყვავილით დაინფიცირების მსგავსია, თუმცა მიმდინარეობა ძირითადად მსუბუქია.
- ინკუბაციის პერიოდი 5-დან 21-დღემდეა, ძირითადად 7-14 დღის ფარგლებში გამოვლენით.
- 5 დღის ფარგლებში იწყებს გამოვლენას გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით. სიმპტომების დაწყებიდან 1-3 დღეში იწყება გამონაყარი, საწყის ეტაპზე სახეზე, რომელიც შემდეგ ვრცელდება მთელს სხეულზე, უპირატესად კიდურებზე.
- დამახასიათებელია გამონაყარი ხელის გულებსა და ფეხის ძირებზე.
არსებობს თუ არა ვაქცინა: ანტივირუსული წამალი tecovirimat (Tpoxx) ნებადართულია ევროპაში, მაიმუნის ყვავილის სამკურნალოდ.
- გარდა ამისა, არსებობს ვაქცინა Jynneos (იგივე Imvanex და Imvamune), რომელიც დაშვებულია აშშ-სა და ევროპაში, მაიმუნის ყვავილისა და ყვავილის პრევენციისთვის, 18 წლის ზემოთ ადამიანებისთვის.
- არსებული ინფორმაციით, მათ ვისაც ბავშვობაში ყვავილის აცრა გაკეთებული გვაქვს, მაიმუნის ყვავილის ვირუსის წინააღმდეგ გარკვეული იმუნიტეტი უნდა გვქონდეს.
არქივიდან: მაიმუნის ყვავილი პირველად ადამიანს დაუდასტურდა 1970 წელს, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. მეცნიერებს ამ პერიოდის მანძილზე შესაძლებლობა ჰქონდათ შეესწავლათ ვირუსის ბუნება.
- NCDC-ის ინფორმაციით, გამოვლენილია მაიმუნის ყვავილის ორი შტამი: დასავლეთ აფრიკული შტამი, რომელიც ასოცირებულია მსუბუქ კლინიკურ მიმდინარეობასთან და ლეტალობის მაჩვენებელი 1%-ის ფარგლებშია;
- კონგოს აუზის (ცენტრალური აფრიკა) შტამი, რომელსაც ახასიათებს ადამიანიდან-ადამიანზე გადაცემის მაღალი უნარი, ავადობის გაზრდილი მაჩვენებელი და ლეტალობის მაჩვენებელი 10%-ის ფარგლებში.
- მაიმუნის ყვავილის ლეტალობის საშუალო მაჩვენებელი 3-6%-ია.
გაიგე მეტი:
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ

კომენტარები