აშშ-ში პიცის კურიერმა ცეცხლმოკიდებული სახლიდან 5 ბავშვი გამოიყვანა
ფოტო: City of Lafayette
ამერიკელი ნიკოლას ბოსტიკი 25 წლის კურიერია, რომელმაც ცოტა ხნის წინ საზოგადოებისგან გმირის წოდება დაიმსახურა. ნიკოლასმა შუაღამით შემთხვევით ორსართულიან ცეცხლმოკიდებულ სახლს ჩაუარა. ტელეფონი თან არ ჰქონდა, რომ 911-ში დაერეკა, ამიტომ გადაწყვიტა, სახლში შესულიყო და გაერკვია, ვინმეს დახმარება ხომ არ სჭირდებოდა.
ის სახლში უკანა კარიდან შევიდა და დაიძახა, რათა გაეგო, იყო თუ არა ვინმე შინ. როგორც აღმოჩნდა, სახლში 5 ბავშვი იმყოფებოდა, რომელთა შორის ყველაზე უფროსი 18-ის იყო. ნიკოლასის ყვირილმა ერთ-ერთი ბავშვი გააღვიძა. ნიკოლასმა 4 ბავშვი გამოიყვანა, თუმცა მალევე გაიგო, რომ მეხუთე კვლავ სახლში იყო.
ნიკოლასი სახლში შებრუნდა და 6 წლის ბავშვის ძებნა დაიწყო. ეს იმაზე რთული იყო, ვიდრე წარმოედგინა, რადგან სახლი კვამლით იყო სავსე და ირგვლივ ყველგან ცეცხლი იყო. "არ ვიცი, სხვანაირად როგორ ავხსნა, მაგრამ იქ გავაცნობიერე, რომ, დიდი ალბათობით, მოვკვდებოდი", — იხსენებს ის.
საბედნიეროდ, მეხუთე ბავშვი იპოვა, თუმცა ხანძარს სახლიდან გასასვლელი გზა მოეჭრა. ნიკოლასს სხვა გზა არ ჰქონდა — მეორე სართულის მინა ჩაამტვრია, ბავშვი ხელში აიყვანა და მასთან ერთად ფანჯრიდან გადმოხტა.
ამასობაში სახლთან მაშველები და მეხანძრეები მოვიდნენ. სწორედ მაშველის კამერამ დააფიქსირა, თუ როგორ მორბის მაშველებისკენ ბავშვით ხელში. ნიკოლასმა ჟანგბადი მოითხოვა, შემდეგ კი მათ გამუდმებით ეკითხებოდა, პატარას რამე ხომ არ დაშავებოდა. საბედნიეროდ, ნიკოლასი ფანჯრიდან ისე გადმოხტა, რომ ბავშვი არ დაშავებულა. თავად ნიკოლასმა ხელი, კოჭი და ზურგი დაიზიანა.
ბავშვების მშობლებს სახლი დამწვარი დახვდათ, თუმცა, საბედნიეროდ, ბავშვებსა და ოჯახის ძაღლს არაფერი დაშავებიათ. მშობლების თქმით, ნიკოლასს უკვე ოჯახის წევრად თვლიან.
ნიკოლასმა გმირის წოდებაც დაიმსახურა და მას მალე ქალაქიც დააჯილდოვებს. დაშავებული ნიკოლასის სამკურნალოდ ადამიანებმა უკვე $100 000-ზე მეტი ააგროვეს.
"მე გმირი არ ვარ. უბრალოდ სწორ ადგილას სწორ დროს და, ალბათ, სწორი ადამიანიც აღმოვჩნდი", — ამბობს ნიკოლასი.
-
"ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით "ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით
გადახედვა
-
ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს
გადახედვა
-
მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ
გადახედვა
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან
გადახედვა
-
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება
გადახედვა
-
გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა

კომენტარები