სირცხვილია

23 Jun. 2022, 22:59

ძვირფასო უკრაინელებო და მოლდოველებო, დღეს თქვენთვის, ჩვენთვის და ევროპისთვის ისტორიული დღეა. ჩვენ დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე დავიწყეთ ევროპის კავშირისკენ სწრაფვა, დღევანდელ დღემდე მოსასვლელი გზა გრძელი და სირთულეებით აღსავსე იყო. თუმცა დღეს თქვენ ახალი ევროპის დღისწერიგს ცვლით, თამამად მიაბიჯებთ უფრო ახლოს ევროპის კავშირთან. ჩვენ ენითაუღწერლად გვიხარია თქვენი წარმატება და ვართ ამაყები, რომ დღეს თქვენ ევროპის კავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსი მოგენიჭათ.

მადლობელი ვართ ამ რთულ გზაზე თქვენი მხარდაჭერისთვისა და თანამშრომლობისთვის.
მადლობელი ვართ ყველა ევროპის კავშირის ინსტიტუტის ლიდერის, რომელმაც დაუღალავი შრომა ჩადო საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და ევროპულ ინტეგრაციაში გადადგმულ ნაბიჯებში.

ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ უპირობო მხარდაჭერა ქართველი ხალხისადმი. გვსურს დაგიბრუნოთ მადლობა და ხაზგასმით გავიმეოროთ, რომ ქართველი ხალხი პრინციპულად დაიცავს ევროპულ არჩევანს და მომავალს. ჩვენ ვიცით რა ეღობება მას წინ, ეს ევროპულმა კომისიამაც ხაზგასმით ჩაგვიწერა რეკომენდაციაში — საქართველოში უნდა მოხდეს დეოლიგარქიზაცია და ზედმიწევნით შესრულდეს ევროპული კომისიის პუნქტები.

ქართველი ხალხის არის ურყევი, ერთიანი და პრინციპული. საქართველო, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, გახდება ევროკავშირის წევრი. გელოდებით ხვალ, 20:00 საათზე, პარლამენტის წინ.

ასე ეხმაურება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას მოძრაობა სირცხვილია. უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო, საქართველომ — ვერა. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  2. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  3. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს
  4. გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს
  5. ცნობილია ვინ გაიმარჯვა "ასაწყობი სკოლების" ტენდერში — ₾19,5-მილიონიანი ხელშეკრულება მზადდება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა

ჩვენ ყველაზე უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, რა არის ადამიანის უფლებები. სამწუხაროდ, ევროპაში დაიკარგა ამის სწორი…