დღეს გულბაათ რცხილაძეს და პრორუსებს "ახალგაზრდა მქადაგებლებისთვის" სემინარი ჰქონდათ — რა უნდა ვიცოდეთ
ფოტო: SOVA
SOVA-ს პირდაპირ ეთერში ევრაზიის ინსტიტუტის დამფუძნებელი, ცნობილი პრორუსი და კრემლის პროპაგანდისტი რცხილაძე ამბობს, რომ ჰქონდათ "ექსკურსია დიდი სამამულო, მეორე მსოფლიო ომის ისტორიაში" მოსწავლეებისთვის, აბიტურიენტებისა და სტუდენტებისთვის.
რატომ არის მნიშვნელოვანი: კრემლი უკვე წლებია იყენებს რბილი ძალას და მსგავსი ტიპის შეხვედრებს თავისი ნარატივების გასავრცელებლად — განსაკუთრებით აქტუალურია ტყუილები მეორე მსოფლიო ომზე, რომელსაც სამამულო ომად ფუთავენ.
- ასეთი სემინარი განსაკუთრებით სახიფათოა მაშინ, როცა ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე შეფერხდა და ანტიდასავლური პროპაგანდა გაძლიერდა.
- გარდა ამისა, 20 ივნისი ანტიოკუპაციური და პროდასავლური პროტესტის სიმბოლური თარიღია და დღეს ამ აქტივობის გამართვა დამატებით კითხვებს აჩენს.
დეტალები: SOVA-ს ინფორმაციით, შეხვედრას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მართავს. მათივე თქმით, რუსეთის თანამემამულეთა უფლებების მხარდაჭერისა და დაცვის ფონდმა ამ ღონისძიებისთვის თანხები გერმანული ბანკის მოსკოვის ფილიალის მეშვეობით გადარიცხა.
- ადგილზე მისულ TV პირველის ჟურნალისტს ერთ-ერთმა პირმა რუსულ-ქართულად უთხრა, რომ მისი საქმე არ არის, რა ხდება სემინარზე და სხვა კითხვებს არ უპასუხა.
- რუსი თანამემამულეების ცენტრის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ბეჟენცევმა კი ტელევიზიას განუცხადა, რომ არასამთვრობო ორგანიზაცია არიან და ეს "უბრალო ტრენინგია".
- რადიო თავისუფლებამ გაავრცელა სემინარის პროგრამის ფოტო, რომელზეც წერია, რომ შეხვედრას "ახალგაზრდა მქადაგებლები ქვია".
რაზე ისაუბრეს სემინარზე: შეხვედრის ერთ-ერთი განსახილველი თემა "დიდი სამამულო ომის ფალსიფიცირების და ისტორიის გამრუდების მცდელობებია". როგორც SOVA წერს, სემინარზე შესვლა შეძლეს და მოისმინეს, რომ დამსწრეებს მოვლენების კრემლისტურ ინტერპრეტაციას აცნობდნენ.
- მათივე ინფორმაციით, რცხილაძემ ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ხდება საქართველოში "ისტორიაზე თავდასხმა" და ამტკიცებდა, თითქოს მეორე მსოფლიო ომში მთავარი მოთამაშე სსრკ იყო.
- ლექციის სტუმრებს აუხსნეს, როგორ უნდა ისარგებლონ რუსეთის მოქალაქეებისთვის განკუთვნილი პროგრამით და უფასოდ ჩაირიცხონ რუსეთის უნივერსიტეტებში.
რცხილაძე ჟურნალისტებთან განსაკუთრებით ირონიული იყო. SOVA-ს რეპორტიორის კითხვას, ესაუბრა თუ არა დამსწრეებს რუსული პროპაგანდის მთავარ თეზისებზე, მან თქვა რომ კითხვა დებილურია და მხოლოდ "ჭკვიანურს" პასუხობს.
- "რა ხდება 20 ივნისს? გავარტყი მაგათ 20 ივნისს, აი, ამ მიტინგს გავარტყი", — უთხრა მოგვიანებით მთავარი არხისა და ფორმულას ჟურნალისტებს.
შედეგად — შეხვედრა ჩაიშალა. რადიო თავისუფლებასთან ბეჟენცევი ამბობს, რომ ადგილზე ჟურნალისტების გამოჩენის გამო მონაწილეებმა სასტუმროს დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.
- აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა პრორუსები სემინარს აჩერებენ მას შემდეგ, რაც დამალული ინფორმაცია საჯარო ხდება.
რაც შეეხება ევრაზიის ინსტიტუტს: ის 2009 წელს დაფუძნდა — აქტიურობა 2008 წელს, საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ დაიწყეს, რასაც ქართული მხარის "დანაშაულებრივ პროვოკაციად" აფასებდნენ.
- პრორუსული ორგანიზაცია თავის მიერვე გამოქვეყნებულ ანგარიშში ღიად ამბობს, რომ ჩართული იყო 2012 წლის საარჩევნო კამპანიაში და მხარს უჭერდა ქართულ ოცნებას, რუსული ინტერესების შესაბამისად.
- IDFI-ის 2015 წლის კვლევის მიხედვით, ევრაზიის ინსტიტუტის მიერ დაფუძნებულია ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბი და სახალხო მოძრაობა ქართულ-რუსული დიალოგისა და თანამშრომლობისთვის, რომელსაც პუტინის პოლიტიკის აქტიური მხარდამჭერი და გეორგიევსკის ლენტის ქომაგი ირაკლი ყიფიანი ხელმძღვანელობს.
დამატებითი ინფორმაცია ევრაზიის ინსტიტუტზე, ასევე, ქართულ მედიაში, პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში პრორუსი აქტორების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს სტატიაში.
- ხოლო რცხილაძის მოღვაწეობაზე, პროპაგანდასა და დეზინფორმაციაზე უფრო მეტი შეგიძლიათ ნახოთ მითების დეტექტორზე.
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026 -ის თემა „Places in Transition" იქნება თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026 -ის თემა „Places in Transition" იქნება
გადახედვა
-
გალილეოს "თავისუფალი ვარდნის" ექსპერიმენტმა პიზის კოშკიდან კოსმოსში გადაინაცვლა გალილეოს "თავისუფალი ვარდნის" ექსპერიმენტმა პიზის კოშკიდან კოსმოსში გადაინაცვლა
გადახედვა
-
ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური უარყოფს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პაემანი შვილებთან ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო გაუქმდა პენიტენციური სამსახური უარყოფს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პაემანი შვილებთან ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო გაუქმდა
გადახედვა
-
ახალი დამატკბობელი შაქარზე 3500-ჯერ ტკბილია, 0 კალორია აქვს და ინსულინის დონეს არ ზრდის ახალი დამატკბობელი შაქარზე 3500-ჯერ ტკბილია, 0 კალორია აქვს და ინსულინის დონეს არ ზრდის
გადახედვა
-
მეთიუ პერის შესახებ Netflix დოკუმენტურ სერიალს გამოუშვებს მეთიუ პერის შესახებ Netflix დოკუმენტურ სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა მხოლოდ იმას მოწმობს, რომ სამართლებრივი პოზიციები სუსტია — შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა მხოლოდ იმას მოწმობს, რომ სამართლებრივი პოზიციები სუსტია — შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის ყოფილ ელჩს საქართველოში ოქროს საწმისის ორდენი გადასცა მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის ყოფილ ელჩს საქართველოში ოქროს საწმისის ორდენი გადასცა
გადახედვა
-
თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიატისგან თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიატისგან
-
საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
-
სალომე ზურაბიშვილი: დღეს მთელი საქართველოა დაურ ბუავას ჭირისუფალი სალომე ზურაბიშვილი: დღეს მთელი საქართველოა დაურ ბუავას ჭირისუფალი
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა
-
კვლევის თანახმად, ადამიანები კარგად ვპროგნოზირებთ, რამდენ ხანს ვიცოცხლებთ კვლევის თანახმად, ადამიანები კარგად ვპროგნოზირებთ, რამდენ ხანს ვიცოცხლებთ
გადახედვა
-
ხატვის მანერით პარკინსონის დაავადების ამოცნობა 99%-იანი სიზუსტითაა შესაძლებელი — კვლევა ხატვის მანერით პარკინსონის დაავადების ამოცნობა 99%-იანი სიზუსტითაა შესაძლებელი — კვლევა
გადახედვა
-
Anthropic-მა ხელოვნური ინტელექტის წვრთნა შეაჩერა — მიზეზი AI-ს თვითნებობაა Anthropic-მა ხელოვნური ინტელექტის წვრთნა შეაჩერა — მიზეზი AI-ს თვითნებობაა
გადახედვა
-
თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
-
ახალი ერა იწყება? — მაილი საირუსმა სახელი შეიმოკლა და მორიგი ალბომი დააანონსა ახალი ერა იწყება? — მაილი საირუსმა სახელი შეიმოკლა და მორიგი ალბომი დააანონსა
გადახედვა
-
Amnesty International: შეწყალებული დენის კულანინის რუსეთში გაძევება დაუშვებელია Amnesty International: შეწყალებული დენის კულანინის რუსეთში გაძევება დაუშვებელია
გადახედვა
-
ლიბერთიმ მოსწავლის "პირველი ბარათი" წარადგინა ლიბერთიმ მოსწავლის "პირველი ბარათი" წარადგინა
-
იოსელიანი აცხადებს, რომ ღარიბაშვილს შვილებთან პაემანი რემონტის გამო გაუუქმეს იოსელიანი აცხადებს, რომ ღარიბაშვილს შვილებთან პაემანი რემონტის გამო გაუუქმეს
გადახედვა
კომენტარები