მეცნიერების აზრით, არსებობს "სარკისებური სამყარო", რომელიც ჩვენს გრავიტაციაზე ზემოქმედებს
ზოგიერთი მეცნიერის აზრით, არსებობს ე.წ. სარკისებრი სამყარო, რომელიც ჩვენი სამყაროს გრავიტაციაზე ახდენს ზეგავლენას.
ახლახან სამმა მეცნიერმა ჟურნალში Physical Review Letters ნაშრომი გამოაქვეყნა. მათი ჰიპოთეზა ე.წ. ჰაბლის მუდმივასთან — სამყაროს გაფართოების მაჩვენებელი — დაკავშირებულ პრობლემებს ეხება. SciTechDaily-ზე გამოქვეყნებულ უწყებას თუ დავეყრდნობით, მუდმივასთან დაკავშირებული პროგნოზებით იგი იმაზე ნელია, ვიდრე რეალობაში გაზომვებით ვღებულობთ, მეცნიერები კი სწორედ ამ შეუსაბამობის ახსნას ცდილობენ. მათი თქმით, შესაძლოა, ამის მიზეზი ჩვენთვის უხილავი სარკისებრი სამყარო იყოს.
"შესაძლოა, ამის საშუალებით გავიგოთ, თუ რატომ არ შეესატყვისება ერთმანეთს სხვადასხვა გაზომვისას მიღებული სამყაროს გაფართოების მაჩვენებელი", — განაცხადეს მეცნიერებმა.
უკვე დიდი ხანია, რაც მკვლევრებმა კოსმოსის მოდელები შექმნეს, ახლანდელი ამოცანა კი ისეთი ვარიანტის შექმნაა, რომელიც არც ერთ კოსმოლოგიურ წესს არ შეეწინააღმდეგება. მკვლევართა თქმით, თუკი სამყარო როგორღაც მართლაც ემორჩილება ფიზიკის იმ კანონებსა და სიმეტრიას, რომელსაც ამ ეტაპზე ვიცნობთ, შესაძლოა არსებობდეს სარკისებრი სამყარო (ჩვენის მსგავსი, თუმცა უხილავი), რომელსაც ჩვენი სამყაროს გრავიტაციაზე აქვს გავლენა.
"შესაძლოა, ერთი შეხედვით გიჟურად ჟღერდეს, თუმცა ამგვარ სარკისებრ სამყაროებზე არაერთი სამეცნიერო სახელმძღვანელო შექმნილა", — განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა თანაავტორმა — "ჩვენი ნაშრომი საშუალებას გვაძლევს, მთელი ეს ლიტერატურა კოსმოლოგიის მნიშვნელოვან პრობლემას დავუკავშიროთ".
კომენტარები