მარინა კალიურანდი

20 May. 2022, 19:34

ნიკა გვარამიას დაკავება დასანანი იყო, რადგან ეს მაშინ ხდება, როცა ჯერ კიდევ გვაქვს კითხვები, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური მოტივებისგან თავისუფლების შესახებ. გვაქვს კითხვები რეფორმების შესახებ, ამიტომაცაა, რომ ეს პროცესი პოლიტიზებულად აღიქვა სამოქალაქო და საერთაშორისო საზოგადოებამ. 

მე არ ვერევი თქვენს შიდა პროცესებში, თუმცა მოგიწოდებთ, გაითვალისწინოთ კანონი და მისი უზენაესობა და არა შეხედულებები და აღქმები. სასამართლო რეფორმა და 19 აპრილის შეთანხმება მთავარია თქვენი ევროინტეგრაციისთვის. შარლ მიშელმა, რომელმაც დიდი ძალისხმევა ჩადო მოლაპარაკებებში, უნდა დაიცვას საქართველოს კანდიდატურა ევროკავშირში, ეს არ არის მისთვის მარტივი, განსაკუთრებით მედიაციის ჩაშლისა და შეთანხმების შეუსრულებლობის შემდეგ. როგორ წარმოგიდგენიათ, ის წავიდეს ევროკომისიაში და თქვას, რომ მართალია ამ დოკუმენტს თავდაპირველად არ შეუერთდნენ, მართალია, შემდეგ საერთოდ უარყვეს და ჩაშალეს, თუმცა საქართველო მაინც უნდა გახდეს კანდიდატი, ეს მან როგორ უნდა შეძლოს.

დაივიწყეთ წარსული, თუ ყოველდღიურ პარტიულ ინტერესს არ დაივიწყებთ, ვერ წახვალთ წინ. ამ შესაძლებლობას თუ ვერ გამოიყენებთ, მე ვშიშობ და არ ვიცი, ეს ფანჯარა გაიღება თუ არა თქვენთვის ისევ მალე. და ეს იქნება უზარმაზარი ტრაგედია ქართველი ხალხისთვის, რომელსაც ევროინტეგრაცია სურს. [TV პირველის თარგმანი]


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
  2. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
  3. გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
  4. თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავას დღეს დაკრძალავენ
  5. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი — თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა

თიბისის მობაილბანკში ორთვიანი გემიფიკაციის კამპანია — "საგანძურის მარათონი" წარმატებით დასრულდა. თამაშმა ნახევარ…