On.ge-ის განცხადება ნიკა გვარამიას დაპატიმრებაზე
On.ge-ის რედაქცია მხარდაჭერას უცხადებს ნიკა გვარამიასა და მთავარი არხის გუნდს. სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლება ებრძვის კრიტიკულ მედიას. ჩვენთვის, როგორც დამოუკიდებელი და კრიტიკული ონლაინ გამოცემისთვის, ეს აღიქმება გაფრთხილებად და მუქარად, რომ შევწყვიტოთ ხელისუფლების კონტროლი და საზოგადოების ინფორმირება, რაც ჟურნალისტების უპირველესი მიზანია. მედიისთვის, რომელიც არ მისდევს ხელისუფლების დღის წესრიგს, ეს გადაწყვეტილება არის მინიშნება, რომ შემდეგი შეიძლება ვიყოთ ჩვენ — ყველა, ვინც არ აქებს მთავრობას, იძიებს დარღვევებსა და დანაშაულს.
მიგვაჩნია, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ხელისუფლების რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელებაა. წლების განმავლობაში გამოძიება დაიწყო არაერთი მედიასაშუალების ხელმძღვანელისა და მათი ოჯახის წევრის წინააღმდეგ. გარდა ამისა, ხელისუფლება მედიის დასაბრკოლებლად იყენებს სხვადასხვა გზას, იქნება ეს საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, მხოლოდ ფავორიტ მედიებთან თანამშრომლობა, ღონისძიებებზე არმიწვევა, გადაღებების შეზღუდვა, ჟურნალისტებთან ცინიკური და აგრესიული დამოკიდებულება, პოლარიზაციის გაღვივება თუ ძალადობის წახალისება.
შესაბამის სახელმწიფო უწყებებს არ აქვთ რეაგირება იმ ათეულობით შემთხვევაზე, როცა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ხელი შეუშალეს მუშაობაში. დღემდე არ დასჯილან 5-6 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები, როცა ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფი თავს დაესხა მედიის წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებს, რამდენიმე დღეში კი მათ მიერ ნაცემი ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. გარდა ამისა, სამართალდამცავები აქციებზე ხშირად თავადვე აბრკოლებენ ჟურნალისტებს და მუშაობის საშუალებას არ აძლევენ.
ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა არაერთხელ დაგმეს ჟურნალისტებზე ძალადობა და მოუწოდეს სახელმწიფოს უზრუნველყოს უსაფრთხოება. ამ ყველაფრის ფონზე, საგანგაშოა ისიც, რომ რეპორტიორები საზღვრების გარეშეს ბოლო ანგარიშში, პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველო მე-60-დან 89-ე ადგილზე ჩამოქვეითდა.
ადგილობრივი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი განაჩენი უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებულია და კრიტიკულ მედიაზე ზეწოლის კიდევ ერთი პრეცედენტია. საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს 24 მარტის შეფასებით, საწარმოს ინტერესებიდან გამომდინარე, დირექტორის მიერ რისკების გაწევა და კონკრეტული მენეჯერული გადაწყვეტილების მიღება არათუ სისხლისსამართლებრივი, არამედ სამეწარმეო სამართლის პასუხისმგებლობის საფუძველიც კი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში უნდა გახდეს.
სახალხო დამცველიც აცხადებს, რომ განაჩენი კანონთან შეუსაბამოა და ემსახურება კრიტიკულ მედიასაშუალებებზე ისეთ ზეწოლას, როგორიც დემოკრატიულ სახელმწიფოში არ ხდება.
კრიტიკული არიან საერთაშორისო ორგანიზაციები და პარტნიორებიც. Amnesty International მიიჩნევს, რომ გვარამიას განაჩენი პოლიტიკური მოტივით განსხვავებული ხმის ჩახშობაა. საფრანგეთის ელჩს ეს გადაწყვეტილება კითხვებს უჩენს, პოლონეთის საგარეო კი განმარტავს, რომ განაჩენმა, შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს როგორც კანონის უზენაესობის აღქმაზე, ასევე, მედიის თავისუფლებაზე.
სამოქალაქო საზოგადოებისთვის შემაშფოთებელია ისიც, რომ განაჩენი ევროკავშირის კითხვარზე პასუხების გადაცემის შემდეგ გამოცხადდა. ევროპარლამენტარების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს. აშშ-ის საელჩო კი აღნიშნავს, რომ როცა ევროინტეგრაციის გაღრმავების შესაძლებლობაა, სამართლებრივი დევნის პოლიტიზებულად აღქმაც კი საზიანოა.
On.ge იზიარებს სამოქალაქო ორგანიზაციების პოზიციას, რომ კრიტიკული მედიის გენერალური დირექტორის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, მათ შორის, მენეჯერული გადაწყვეტილების მიღების გამო, წარმოადგენს შერჩევითი გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსჯავრდების კიდევ ერთ მაგალითს. ვიზიარებთ ჩვენი კოლეგების შეშფოთებას და მივმართავთ პარტნიორებსა და საერთაშორისო საზოგადოებას, გამოიჩინონ განსაკუთრებული ძალისხმევა, რათა საქართველოში თავისუფალი სიტყვა არ აღმოჩნდეს ცენზურის მსხვერპლი.
მივმართავთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს მედიაზე ზეწოლა, ჩვენს საქმიანობაში ჩარევის მცდელობები და მოგვცეს მუშაობის საშუალება, რადგან ამაზე დგას ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული კურსი.
-
უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს
გადახედვა
-
უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
-
ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ" ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ"
გადახედვა
-
"დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს "დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს" დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს"
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე
გადახედვა
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
კომენტარები