Acer-მა უახლესი გეიმინგ პროდუქტები წარადგინა — ნახეთ კონფერენცია ტაივანიდან
Acer დღეს ერთ-ერთ წამყვან ტექ გიგანტს წარმოადგენს, რომელიც თავისი პროდუქტებით ყოველთვის ახერხებს ტექნოლოგიების ახალ საფეხურზე აყვანას და მომხმარებლების, განსაკუთრებით კი გეიმერების გულის მოგებას. კომპანიამ იმედები არც ახლა გაგვიცრუა და 18 მაისს ტაივანში გამართულ ღონისძიებაზე სრულიად ახალი თაობის მოწინავე ტექნოლოგიებით აღჭურვილი პროდუქტები წარადგინა.
გაუმჯობესებული მონიტორები და ახალი ლეპტოპები გეიმერებს თამაშის სრულიად ახალ გამოცდილებას სთავაზობენ. პროდუქტები გეიმინგს ახალ განზომილებას უმეტებს და სათვალის გარეშე სტერეოსკოპურ 3D სამყაროში გვთავაზობს გადასვლას. ამ სტატიაში ღონისძიებაზე წარმოდგენილ Acer-ის ახალ ტექნოლოგიებსა და მათ მახასიათებლებს გაგაცნობთ.
Predator Helios 300 SpatialLabs Edition
დღევანდელ ღონისძიებაზე წარმოდგენილი პროდუქტებიდან ერთ-ერთ ყველაზე საინტერესოს და, შეიძლება ითქვას, გეიმერებისთვის ყველაზე ამაღელვებელს, Predator Helios 300 SpatialLabs Edition (PH315-55s) ლეპტოპი წარმოადგენს. მოწყობილობას სათვალის გარეშე გადაჰყავხართ სტერეოსკოპური 3D გეიმინგის სამყაროში. SpatialLabs TrueGame ტექნოლოგიის საშუალებით კი იგი 50-ზე მეტ თანამედროვე და კლასიკურ თამაშზე გთავაზობთ წვდომას. აღსანიშნავია, რომ ამ სიას უწყვეტად ემატება ახალი თამაშებიც.
აღსანიშნავია, რომ SpatialLabs TrueGame ახალი აპლიკაციაა, რომელიც სტერეოსკოპურ 3D გეიმინგს უზრუნველყოფს და გეიმერებს აძლევს შესაძლებლობას, სისტემის მიერ მხარდაჭერილი თამაშები 3D რეჟიმში ითამაშონ, სადაც თამაშის სცენის დეტალები გაცოცხლებულია, სივრცე უფრო ფართო ჩანს და ობიექტები უფრო რეალურად გამოიყურება. რაც მთავარია, გამოსახულებები რეალურ დროში ჩნდება და თამაშისთვის სათვალეების სახით დამატებითი აღჭურვილობა საჭირო არაა. ეს ყველაფერი კი გეიმინგის გამოცდილებასა და ამ თავგადასავალს უფრო ამაღელვებელს ხდის.
აღსანიშნავია, რომ დეველოპერებმა თამაშების შექმნისას ისეთი ინფორმაციაც გაითვალისწინეს, როგორებიცაა სივრცისა და ობიექტების სამგანზომილებიანი აგებულება. SpatialLabs ტექნოლოგიის Predator-ის ლეპტოპთან ინტეგრირებით Acer გეიმინგის სრულიად ახალი მიმართულების შექმნას ცდილობს.
PH315-55s-ის დისპლეი შედგება 15.6-ინჩიანი UHD 2D პანელისგან, რომელიც თხევადკრისტალურ ორმხრივად ამოზნექილ ლინზას უკავშირდება. მათი კომბინაცია ქმნის ინოვაციურ მოდულს, რომელიც 2D-დან სტერეოსკოპურ 3D-ზე გადართვის შესაძლებლობას იძლევა.
რეალურ დროში ამ საინტერესო და ამაღელვებელი 3D გამოცდილების უზრუნველსაყოფად Predator Helios 300 SpatialLabs Edition მე-12 თაობის Intel® Core™ i9 პროცესორს, NVIDIA GeForce RTX 3080 Laptop GPU-სა და 32 გიგაბაიტიან DDR5-4800 მეხსიერებას იყენებს.
ლეპტოპის გაგრილებას თხევადი მეტალის თერმული ნივთიერება და Acer-ის CoolBoost™ ტექნოლოგია უზრუნველყოფს. Windows 11-ზე მომუშავე PH315-55s აღჭურვილია Killer DoubleShot Pro-ითა და Wi-Fi 6E (E2600+1675i) კავშირით. HDMI 2.1 პორტის გარდა, რომელიც გარე მონიტორებთან დაკავშირებისთვისაა განკუთვნილი, იგი Thunderbolt™ 4 და ორი USB 3.2 Gen2 პორტებითაა უზრუნველყოფილი.
Predator Triton 300 SE — Thin Gaming Laptop
3D ლეპტოპთან ერთად, Acer-მა ასევე წარადგინა Predator Triton 300 SE გეიმინგის თხელი ლეპტოპი, რომელიც უახლესი მე-12 თაობის Intel Core პროცესორით, NVIDIA GeForce RTX 30 Series Laptop GPU-ით და 16:10 OLED პანელის ვარიანტებითაა განახლებული.
16-ინჩიან მოდელს (PT316-51s) დაემატა 240 ჰერციანი WQXGA პანელები და NVIDIA G-SYNC®-ისა და NVIDIA Advanced Optimus-ის მხარდაჭერა. ეს მომხმარებელს აძლევს საშუალებას, ინტეგრირებული გრაფიკიდან დისკრეტულ გრაფიკაზე და პირიქით გადატვირთვის გარეშე გადართონ.
მე-5 თაობის AeroBlade™ 3D ვენტილატორები, Vortex Flow ჰაერის ნაკადის მართვის ტექნოლოგია და თხევადი მეტალის თერმული ნივთიერება Predator Triton 300 SE-ის გაგრილებას მაღალი დატვირთვის დროსაც უზრუნველყოფს. როგორც 14, ასევე 16-ინჩიანი მოდელი სწრაფი უკაბელო Intel Killer Wi-Fi 6E AX1675i კავშირითაა აღჭურვილი, 16-ინჩიანი ლეპტოპი კი დამატებით უზრუნველყოფილია Intel Killer E2600 Ethernet მაკონტროლებელი სადენიანი კავშირით. მოდელი Thunderbolt™ 4, HDMI 2.1 და USB 3.2 Gen 2 Type-A პორტებითაა აღჭურვილი.
Predator XB273K LV Gaming Monitor
Predator XB273K LV გეიმინგ მონიტორი იმ გეიმერებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც ვიდეო თამაშების უახლეს გამოცდილებას ეძებენ. AMD FreeSync™ Premium მონიტორს აქვს 27-ინჩიანი UHD (3840 x 2160), Agile-Splendor IPS პანელი, რომლის განახლების სიხშირე 160 ჰერცია, რეაგირების დრო კი — 0.5 მილიწამი. მონიტორი გლუვ და დეტალურ ვიზუალებს გვთავაზობს მაშინაც კი, როდესაც ეკრანზე რაიმე სწრაფად მოძრავი ობიექტი "ჩაიქროლებს". მონიტორს აქვს HDMI 2.1-ის მხარდაჭერა და ფერების მაღალი სიზუსტე. გარდა ამისა, იგი TÜV Rheinland Eyesafe®-ის მიერაა სერტიფიცირებული.
Acer Nitro XV272U RV Gaming Monitor
27-ინჩიანი Acer Nitro XV272U RV გეიმინგის მონიტორს WQHD (2560 x 1440) რეზოლუცია აქვს. მისი ეკრანის განახლების სიხშირე 170 ჰერცია, რეაგირების დრო — 1 მილიწამიანი, მონიტორის დაბალი სიკაშკაშის პანელი კი უფრო მაღალ კითხვადობას უზრუნველყოფს. მოწყობილობა VESA DisplayHDR™ 400-ის მიერაა სერტიფიცირებული, მისი Agile-Splendor IPS პანელი კი DCI-P3 ფერთა გამის 95%-ს უჭერს მხარს. The Acer Nitro XV272U RV გეიმინგის მონიტორი ასევე აღჭურვილია AMD FreeSync Premium ტექნოლოგიით და TÜV Rheinland Eyesafe®-ის მიერაა სერტიფიცირებული.
ამგვარად, Acer-ის ღონისძიებამ ნამდვილად საინტერესოდ ჩაიარა. ტექ გიგანტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ იგი ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერია. ახალი თაობის მონიტორებითა და ლეპტოპებით მან ტექნოლოგიური რეალობა კიდევ ერთხელ შეცვალა და გვიჩვენა, რომ მას გეიმინგ ტექნოლოგიებისა თუ ლეპტოპების მიმართულებით თანამედროვე მოთხოვნილებების დაკმაყოფილება მუდმივად შეუძლია. ამასთან, არც ახალ გამოწვევებს უშინდება.
კომენტარები