Meta-ს მეტავერსისათვის ფინანსები გამოელია — რა იქნება შემდეგ?
Reuters-ის ცნობით, ახლახან Meta-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა კომპანიის Reality Labs-ს აუწყა, რომ მალე შემცირებასთან დაკავშირებულ განცხადებას უნდა ელოდნენ ფინანსების ნაკლებობის გამო — Meta-ს ზოგიერთი პროექტის უზრუნველყოფა აღარ შეუძლია.
კომპანიის სპიკერმა Reuters-თან საუბრისას დაადასტურა, რომ მთავარმა ტექნოლოგიურმა ოფიცერმა, ენდრიუ ბოსვორთმა, Reality Labs-ის წევრებს მართლაც განუცხადა, რომ კომპანია ზოგიერთ პროექტს ვეღარ გასწვდება, ზოგიერთის კი — გადადება მოუწევს. მიუხედავად ამისა, შემცირებასთან დაკავშირებული ძალისხმევის შესახებ მას ჯერჯერობით არაფერი დაუზუსტებია, სპიკერის თქმით კი ამჟამად ხალხის გათავისუფლების არანაირი გეგმა არ არსებობს.
საგულისხმოა ისიც, რომ რამდენიმე კვირის წინ Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა, განაცხადა, რომ კომპანია შედარებით დიდ ინვესტიციებთან დაკავშირებით ტემპის შენელებას აპირებს. ერთ-ერთი ასეთი სწორედაც რომ Reality Labs-ის დანაყოფია, რომელიც მეტავერსის განვითარებას ემსახურება.
კომენტარები