Telegram მომხმარებლებს კრიპტოვალუტა TON-ის გადარიცხვის საშუალებას მისცემს
Telegram დღეიდან Toncoin-ის გადარიცხვის საშუალებას მოგვცემს. Twitter-ის პოსტში TON (The Open Network)-მა დააანონსა, რომ Telegram ახლა Toncoin-ის ტრანზაქციებს ყოველგვარი საკომისიოს გარეშე განახორციელებს.
TON-მა ტვიტს პატარა ვიდეოც დაურთო, სადაც კარგად ჩანს თუ როგორ ხდება კრიპტოს ტრანზაქცია პლატფორმაზე. იმისათვის რომ ეს შეძლოთ, Telegram-ის Wallet ბოტი უნდა დაამატოთ, ბოტი საშუალებას მოგცემთ იყიდოთ კრიპტო თქვენი საბანკო ბარათით და გადარიცხოთ ის სადაც გსურთ.
2020 წელს ტელეგრამს მსგავსი ფუნქციის დამატების მცდელობა უკვე ჰქონდა, თუმცა მაშინ კომპანიას მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან გარკვეული პრობლემები შეექმნა. TON თავდაპირველად Telegram Open Network-ად მოიხსენიებოდა და ის Telegram-ის დეველოპერებმა Pavel Durov-მა და მისმა ძმამ Nikolai-მ 2018 წელს შექმნეს.
მას შემდეგ, რაც Telegram-ს TON-ის პროექტის მიტოვება მოუწიათ, დიდი დრო გავიდა, თუმცა პროექტი დეველოპერებს არ დავიწყებიათ. Telegram Open Network უკვე The Open Network-ად გადაკეთდა და აპრილში მან 1 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციის მიღებაც შეძლო.
კომენტარები