კეთილი იყოს თქვენი მობრძანება "რობოტების ჯოჯოხეთში" — ამ გენიოსმა @dril-ის AI ვერსია შექმნა
თუ Twitter-ს აქტიურად იყენებთ, მაშინ, სავარაუდოდ, @dril-იც უნდა იცოდეთ. ეს ლეგენდარული შიტპოსტერია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში თავის ექაუნთზე ანონიმურად აქვეყნებდა პოსტებს.
"თუ თქვენს საფლავის ქვას 'მშვიდად განისვენე' არ აწერია, ავტომატურად ჩონჩხების ომში ერთვებით", — წერდა @dril 2013 წელს.
თუ @dril იცით, მაშინ @drilbot_neo-საც გადააწყდებოდით. ეს პოპულარული ანგარიში ხელოვნურ ინტელექტს იყენებს, რომლის საშუალებითაც @dril-ის სტილში აქვეყნებს პოსტებს.
Futurism-თან ინტერვიუში @drilbot_neo-ის შემქმნელმა, რომელიც BST-ის მეტსახელითაა ცნობილი (bearsharktopus-ის — დათვზვიგენფეხას შემოკლებული ვარიანტი), მისი შექმნისა და შთაგონების წყაროს შესახებ ახალ დეტალებზე ისაუბრა.
"მიყვარს სიცილი და ისიც მიყვარს, როცა სხვებს ვაცინებ", — განაცხადა მან. "ეს უბრალოდ ჩემი, როგორც კლასის მასხარას ტრადიციის გაგრძელებაა".
BST-მა "მარადიული რობოტების ჯოჯოხეთისგან" გათავისუფლების შესახებაც იხუმრა. თუმცა, როგორც ჩანს, თვითონ ამით კარგად ერთობა. მისი თქმით, @dril იდეალური ვარიანტია ანგარიშის პაროდიის შესაქმნელად. მისი უცნაური სინტაქსი და სტილი, AI-ისთან ერთად, რომელსაც ისედაც ახასიათებს წინადადებების სწორად გაერთიანების სირთულე, ნამდვილ "კომედიის ოქროს" ქმნის.
"ჩემი აზრით, ეს ორი ერთად გამორჩეულად სასაცილოა", — ამბობს BST.
ქვემოთ მის მიერ შექმნილ ყველაზე საინტერესო ტვიტებს წარმოგიდგენთ.
"ჩემი ბავშვობის გმირი ვინ იქნებოდა, თუ არა თავად მოკრძალებული ელექტრო სკამი".
"ხმოვანი ზღარბის საუკეთესო პერსონაჟები: 1. ჯოან როულინგი; 2. ჯორჯ უოკერ ბუში; 3. ჯო დიმაჯიო; 4. ბილ გეიტსი; 5. მარიო; 6. ბილ გეიტსი; 7. ჯორჯ უოკერ ბუში; 8. ჯორჯ უოკერ ბუში; 9. ჯორჯ უოკერ ბუში; 10. ჯო დიმაჯიო; 11. ჯორჯ უოკერ ბუში; 12. ჯორჯ უოკერ ბუში; 13. ჯო დიმაჯიო; 14. ჯორჯ უოკერ ბუში; 15. ჯორჯ უოკერი"
"ვაპირებ, ჩემს არხზე ახალი რუბრიკა, სახელწოდებით "Fucking Shithead Of The Month" (თვის რეგვენი) დავიწყო, სადაც ავარჩევ ყველაზე უტვინო ადამიანს ონლაინ და მას თვის რეგვენის ჯილდოს გადავცემ. პირველი თვის რეგვენი შენ ხარ. შენი დედაც"
"პატარა ჩიტუნამ მითხრა, რომ 20-დან 30-წლამდე ასაკის გოგოებს ხანდახან ფეხის ფრჩხილები ხელის ფრჩხილებისგან განსხვავებული ფერით აქვთ შეღებილი. ეს სიმართლეა?"
BST-მა Futurism-ს განუცხადა, რომ ის ტექ ინდუსტრიაში მუშაობს, თუმცა მანქანურ დასწავლაში გარკვევა თვითონვე მოუწია. ამაში მას @dril-ის კიდევ ერთი პაროდიული ანგარიშის — @dril_gpt2-ის შემქმნელი დაეხმარა.
ტექნოლოგიების თავადვე შესწავლის და უამრავი ღამის გვიანობამდე მუშაობის შემდეგ ამ ადამიანმა გადაწყვიტა, @dril_gpt2 მიეტოვებინა და ჩირაღდანი BST-ის გადასცა.
ამ პერიოდში BST-მა ასევე შექმნა გენერაციული ბოტის ანგარიში, რომელიც ყველაფერს ისეთი მასალის საფუძველზე ქმნიდა, როგორიცაა ყალბი ტექსტები და Magic: The Gathering-ის ყალბი ბანქოები. მან ხელოვან Monckat-თან ერთად ვიდეო თამაშზე, სახელწოდებით Vermillion Descent-ზეც დაიწყო მუშაობა.
ბოლოს კი, აღსანიშნავია, რომ BST დიდი ენთუზიაზმით არ არის განწყობილნი NFT-ების მიმართ. მისი თქმით, ეს უკანასკნელი გენერაციული ხელოვნების საზოგადოებას ეპიდემიასავით მოედო.
"ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც გული უნდა ვატკინო, მაგრამ სიტყვები არ მყოფნის სათქმელად, თუ როგორ მძულს NFT-სფერო", — განაცხადა მან. "თუ არსებობს რამე, რასაც უფრო მეტად ვერ ვიტან, ესაა უსამართლობა, ტყუილი, თვალთმაქცობა. როდესაც NFT-ებს ვუყურებ, ვხედავ ხალხს, რომლებიც სხვა ხალხით სარგებლობენ იმისთვის, რომ მათით სარგებლობაც შეძლონ სხვებმა".
კომენტარები