გაიცანი ჩატბოტი, რომელიც სქესობრივ განათლებაზე ამომწურავ ინფორმაციას მოგაწვდის
მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სამყაროში ყოველი მომდევნო თაობა წინაზე უფრო მონდომებით ებრძვის სტიგმებს, სიტყვა "სექსი" და სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან, ძალადობასთან დაკავშირებული საკითხები ბევრისთვის დღემდე ტაბუდადებული თემაა. სტიგმის არსებობის ძირითადი მიზეზი განათლების ნაკლებობაა: ჩვენთვის საინტერესო და საჭირო თემებზე ხშირად არც სკოლაში გვესაუბრებიან და არც სახლში. ამიტომ სხვადასხვა, ზოგჯერ არასანდო და გადაუმოწმებელ წყაროებს მივმართავთ, რომლებიც ხანდახან სექსზე, ჯანმრთელობაზე, ძალადობასა და ჩვენს უფლებებზე არასწორ წარმოდგენას გვიქმნის.
"FM სიამოვნების ტალღა" — ასე ჰქვია აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით დემოკრატიის ლაბორატორიის მიერ წამოწყებულ პროექტს, რომლის მთავარი მიზანი საზოგადოებისთვის სექსზე, რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, ინტიმურ ჰიგიენაზე, ძალადობასა და ქალთა უფლებებზე სწორი და სანდო ინფორმაციის მარტივი და გასაგები ენით მიწოდებაა. პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ჩატბოტია, რომელსაც შენს ყველა კითხვაზე ამომწურავი და საინტერესო პასუხები აქვს.
ინფორმაციის მისაწოდებლად ჩატბოტის არჩევის მთავარი მიზანი ხელმისაწვდომობა და სიმარტივეა — სოციალური ქსელები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ამიტომ ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ჩატბოტს სასურველ თემებზე კითხვა განსჯის შიშის გარეშე დაუსვას და ამომწურავი ინფორმაცია მყისიერად მიიღოს.
"სექსი ის თემაა, რომელზეც კითხვების დასმა, ღიად საუბარი, იმის აღიარება, რომ რამე არ იცი ან გაინტერესებს, ყველას უჭირს — მით უმეტეს, როცა ახალგაზრდა ხარ და საქართველოში ცხოვრობ, სადაც მასწავლებლები ბიოლოგიის წიგნში "იმ თავს" ტოვებენ, შეკითხვების დასმას შეიძლება მოჰყვეს მშობლებისგან დატუქსვა, "გარყვნილების" დაბრალება, თანატოლებისგან დაცინვა და ა.შ.
სწორედ ამიტომ ვიფიქრეთ, რომ ასეთ ვითარებაში ჩატბოტი შეიძლებოდა ყოფილიყო კარგი საკომუნიკაციო ფორმატი — ციფრული პერსონაჟი, რომელიც მარტივად, კომპეტენტურად გპსუხობს შენთვის საინტერესო "უხერხულ" კითხვებზე და პარალელურად ინფორმაციას გაწვდის ისეთ თემებზე, რომლებზეც შეიძლება საერთოდ არ გიფიქრია, როგორიცაა შენი უფლებები, თანასწორობა, დახმარების მიღება საჭიროების შემთხვევაში და სხვა", — ამბობს დემოკრატიის ლაბორატორიის თავმჯდომარე ქეთი ბოჯგუა.
რა თემებზე შეუძლია ჩატბოტს საუბარი?
ამ ეტაპზე ჩატბოტი 4 ძირითად მიმართულებას აერთიანებს. ესენია:
- სექსუალური ჯანმრთელობა (რეპროდუქცია, ინტიმური ჰიგიენა, უსაფრთხო სექსი, კონტრაცეფცია);
- სექსი მოსულა (მასტურბაცია, პირველი სექსი, ორგაზმი და ანორგაზმია);
- ქალთა უფლებები (აბორტი, პაციენტის უფლებები, სექსუალური ძალადობა);
- ძალადობის პრევენცია (კიბერბულინგთან გამკლავება და პრევენცია; ნუდების გაგზავნა, ნუდებით შანტაჟი; ოჯახში ძალადობასთან გამკლავება და პრევენცია; სექსუალური შევიწროება სამსახურში, ქუჩაში თუ სხვა სიტუაციაში და მისი პრევენცია)
აღსანიშნავია, რომ ჩატბოტის კითხვებსა და პასუხებზე კონკრეტული სფეროების პროფესიონალებმა — საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრის "თანადგომას" ექსპერტებმა, გაგუას კლინიკის ექიმებმა და ახალგაზრდული პლატფორმის imitom.ge-ის ავტორებმა იმუშავეს.
როგორ უნდა გაესაუბრო ჩატბოტს?
თუ ჩატბოტთან საუბარი გინდა, უნდა ეწვიო imitom.ge-ის ფეისბუქგვერდს და მესენჯერში სიტყვა "მაზლი" მიწერო. ამის შემდეგ ჩატბოტი თემებს შემოგთავაზებს, რომელთა არჩევის შემდეგაც კითხვებზე გადასვლა და მათზე პასუხების წაკითხვა შეგიძლია.
რა თქმა უნდა, სექსის, რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ძალადობისა და სხვა თემების შესახებ კითხვების ამოწურვა მარტივი არაა, ამიტომ, ქეთი ბოჯგუას თქმით, ჩატბოტს უახლოეს მომავალში აუდიტორიისთვის საინტერესო სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც ექნება პასუხები.
"აუდიტორიის რეაქცია, ჩატბოტის მომხმარებლების რაოდენობა და მათი შეფასება გვაფიქრებინებს, რომ სწორ ფორმატს მივაგენით. მივიღეთ არაერთი მადლობა და თხოვნა, რომ სხვა მიმართულებებითაც დავამატოთ ინფორმაცია. თემების დამატებას აუცილებლად ვაპირებთ და ღია ვართ ნებისმიერ თანამშრომლობისთვის. ეს ხომ ის საკითხია, რომლის ამოწურვა პრაქტიკულად შეუძლებელია. ასე რომ ჩვენს ჩატბოტსა და მის აუდიტორიას წინ ბევრი საინტერესო ამბავი ელოდება", — ამბობს ქეთი ბოჯგუა.
ჩატბოტის გამოყენებისა და საჭირო კითხვებზე პასუხების მოსმენის შემდეგ კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ქალებისთვის, განსაკუთრებით კი მოზარდებისა და თინეიჯერებისთვის უსაფრთხო სექსზე, რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, ძალადობასა და სხვა თემების შესახებ ინფორმაციის სწორი, სტიგმებისგან თავისუფალი ფორმით მიწოდება. იმ შემთხვევაშიც კი, როცა ამ საჭირო საკითხებზე სკოლასა თუ სახლში ინფორმაციას ვერ ვიღებთ, "FM სიამოვნების ტალღა" შესაძლებლობას გვაძლევს, უმნიშვნელოვანეს კითხვებზე სანდო და სწორი პასუხები მივიღოთ.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა

კომენტარები