რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლი ჩაკეტეს და საშვების სისტემა შემოიღეს — მერის მრჩეველი
ფოტო: Serhiy Orlov
მარიუპოლის მერის მრჩევლის, პეტრო ანდრიუშენკოს განცხადებით, ხვალიდან რუსული ძალები ალყაში მოქცეულ ქალაქს დაკეტავენ. ის წერს, რომ ოკუპანტებმა ქალაქის შიგნით გადაადგილებისთვის საშვების გაცემა დაიწყეს.
"ასობით მოქალაქეს რიგში დგომა უწევს საშვის ასაღებად, რომლის გარეშეც, არამხოლოდ ქალაქის უბნებს შორის გადაადგილება, არამედ ქუჩაში გასვლაც აეკრძალებათ", — ციტირებს ანდრიუშენკო CNN.
გამოცემა მერის მრჩეველზე დაყრდნობით წერს იმასაც, რომ ქალაქში დარჩენილი კაცები "გაიფილტრებიან", ანუ მოუწევთ რუსული ძალების შემოწმების გავლა.
მარიუპოლი ომის დაწყების პირველივე დღეებიდან ალყაშია, ის ხშირად გახდა თავდასხმის ობიექტი, მათ შორის, მშვიდობიან მოსახლეობაზე. ოკუპანტები სწორედ მარიუპოლში თავს დაესხნენ სამშობიაროს და ბავშვთა საავადმყოფოს. მათ ასევე დაბომბეს თეატრი, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს. განადგურებულია ქალაქის ინფრასტრუქტურა.
ქალაქში ვერ ხერხდება ჰუმანიტარული დახმარების შეტანა. წითელი ჯვარი მარიუპოლის ტერიტორიაზე ვერ შედის. ქალაქს მარიუპოლის მცველები — აზოვის ბატალიონი და 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადა იცავს. ბრიგადამ ალყის გარღვევა და აზოვის ბატალიონთან შეერთება 13 აპრილ შეძლო.
იკრაინის მაღალი თანამდებობის პირები ამბობენ, რომ ქალაქი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ამბობენ, რომ მარიუპოლი მოლაპარაკებების პროცესში, შესაძლოა წითელი ხაზი გახდეს.
რუსეთმა მარიუპოლის მცველებს 17 აპრილს ულტიმატუმი წაუყენა და დანებება მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო. ამის შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ქალაქის მცველების განადგურებით დაიმუქრა.
უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიგალმა დღეს ისაუბრა, რომ მარიუპოლი ჯერ კიდევ არ დაცემულა და ქალაში კვლავ რჩებიან უკრაინის სამხედრო ძალები.
-
ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე. თქვენ ხართ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე. თქვენ ხართ ორივე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
კომენტარები