“პირველი ქაბაბი კოსმოსში” — თურქეთში უჩვეულო პროექტზე მუშაობენ
თურქეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ადანადან 12 აპრილს დედამიწის სტრატოსფეროში არც მეტი, არც ნაკლები, ქაბაბი გაუშვეს, თანაც ჰელიუმის ბუშტით. ადგილობრივი რესტორნის მეპატრონეს ამაში მეწარმე და კოსმოსური ინჟინერიის სტუდენტი, იდრის ალბაირაკი დაეხმარა, რომელიც უჩვეულო მისიას ზედამხედველობას უწევდა.
მათ ბატკნის ფარშირებული ნეკნებისგან დამზადებული ქაბაბი ფოლადის ““მილზე” შემოახვიეს, რათა ის წვნიანი გამოსულიყო, შემდეგ კი სპეციალურ ყუთში მოათავსეს, რომელიც ატმოსფერულ ტემპერატურას უძლებს. კერძი ცაში ჰელიუმის ბუშტის მეშვეობით გაგზავნეს, ამ პროცესისთვის თვალყურის დევნება ყუთზე დამონტაჟებული კამერებითა და სხვა მოწყობილობებით იყო შესაძლებელი.
ქაბაბი ხმელეთიდან 38 კილომეტრ სიმაღლეზე ავიდა, 3-საათიანი ვოიაჟის დასასრულს კი ჰათაის პროვინციის სანაპიროზე წყალზე პარაშუტით დაეშვა. აღმოჩნდა, რომ თევზებმა მისი დაგემოვნება მოასწრეს (თუმცა, მეტწილად ხელუხლებელი იყო), იმის მიუხედავად, რომ საკვები სიცხარით გამოირჩეოდა.
ამ უცნაური პროექტის ავტორები აპირებენ, რომ ქაბაბი უფრო მაღლა, კოსმოსში გაუშვან, მაგრამ ეს ჰელიუმის ბუშტით გაუჭირდებათ, რადგან მას დედამიწის ზედაპირიდან 100 კილომეტრის მოშორებით არსებული კარმანის ხაზის გადაკვეთა მოუწევს.
კომენტარები