რამდენიმე საათში დედამიწას ასტეროიდი მთვარეზე ახლოს ჩაუვლის — როგორ ვუყუროთ
მცირე ზომის ასტეროიდი, რომელიც 2022 GN1-ის სახელითაა ცნობილი, მალე დედამიწას უსაფრთხო მანძილზე ჩაუვლის. კერძოდ, ის 127 000 კილომეტრ მანძილზე მოგვიახლოვდება, რაც ჩვენს პალეტასა და მთვარეს შორის არსებული დისტანციის 1/3-ს შეადგენს.
2022 GN1-ის ზომა 7.2-დან 16 მეტრამდეა. ეს გახლავთ აპოლონის ტიპის ასტეროიდი, რომელიც მეცნიერებმა ახლახან, პირველ აპრილს აღმოაჩინეს. მსგავსი ობიექტები მზის გარშემო გადაადგილებისას ზოგჯერ დედამიწის ორბიტას კვეთენ.
მათი რიცხვი საერთო ჯამში 16 045-ს აღწევს, აქედან 1 924 კი "პოტენციურად საშიშია". NASA-ს კრიტერიუმების მიხედვით, ასეთად მიიჩნევა 140 მეტრზე მეტი სიდიდის მქონე ყველა ასტრონომიული სხეული, რომლის ორბიტაც ჩვენი პლანეტის ორბიტასთან 7.5 მილიონ კილომეტრზე ნაკლები მანძილით გადაიკვეთება.
აღსანიშნავია, რომ 2022 GN1 საფრთხეს ჩამოვარდნის შემთხვევაშიც არ შეგვიქმნიდა, მაგრამ ეს მოვლენა შეუმჩნევლად ნამდვილად არ ჩაივლიდა.
ასტეროიდისთვის თვალყურის მიდევნებას ონლაინ, ვირტუალური ტელესკოპის მეშვეობით შეძლებთ. ქვემოთ მოცემულ YouTube არხზე მისი მოძრაობა პირდაპირ რეჟიმში აისახება. სტრიმინგი 6 აპრილს, თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება.
კომენტარები