თიბისი კაპიტალი Global Finance-მა საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
ფოტო: თიბისი
საერთაშორისო გამოცემამ — Global Finance, თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა. თიბისი კაპიტალმა აღნიშნული ჯილდო Global Finance-ისგან ზედიზედ მეორედ მიიღო.
საინვესტიციო ინდუსტრიის წამყვანი ანალიტიკოსებისა და ექსპერტებისგან დაკომპლექტებულმა საერთაშორისო ჟიურიმ, გამარჯვებული ფინანსური ინსტიტუტები შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით გამოავლინა: ბაზრის წილი, გარიგებების რაოდენობა და მოცულობა, მომსახურება და რჩევები, ინოვაციური შესაძლებლობები, კონკურენტუნარიანი ფასები და რეპუტაცია ბაზარზე.
თიბისი კაპიტალი ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას საინვესტიციო საბანკო სექტორში და აქტიურად ზრდის კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტების ცნობადობას და კორპორაციების წვდომას დაფინანსების დივერსიფიცირებულ წყაროებზე. 2021 წლის განმავლობაში, თიბისი კაპიტალმა 314,300,000 ლარისა და 1,118,000,000 დოლარის ოდენობის, ჯამში 9 ობლიგაცია განათავსა, რაც როგორც თიბისი კაპიტალის წლიური განთავსებებისთვის, ისე საქართველოსთვის, რეკორდული მაჩვენებელია.
როგორც ბიზნესის, ასევე ფიზიკური პირების მხრიდან, გაზრდილია მოთხოვნა ინვესტიციის ალტერნატიულ საშუალებებსა და დანაზოგის ეფექტურად მართვაზე. აღნიშნულ ტენდენციაზე საპასუხოდ, თიბისი კაპიტალი დაინტერესებულ პირებს საბროკერო მომსახურებას სთავაზობს. ამ შესაძლებლობას თიბისი კაპიტალის სავაჭრო პლატფორმის განახლებაც დაემატა. პლატფორმის დახმარებით, მომხმარებელს შეუძლია ფასიანი ქაღალდებით მსოფლიოს 20 ქვეყანაში, 60-ზე მეტ საფონდო ბირჟაზე ივაჭროს. პლატფორმა მოიცავს როგორც ვებ, ასევე მობილურ ვერსიებს, რაც ტრეიდინგის პროცესს კიდევ უფრო მოსახერხებელს ხდის.
აქტიური საინვესტიციო საქმიანობის პარალელურად, კვლევების მიმართულება თიბისი კაპიტალისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება, რომლის ფარგლებშიც, მომხმარებელს წვდომა აქვს მაკროეკონომიკურ და სექტორულ ანალიზზე, სწრაფ განახლებებსა და პროგნოზებზე. 2021 წელს თიბისი კაპიტალმა კაპიტალის გლობალური ბაზრის ანალიზის გამოქვეყნებაც დაიწყო, რაც მომხარებელს საშუალებას აძლევს ინფორმირებული იყოს საერთაშორისო ტენდენციების შესახებ და უცხოურ ფასიან ქაღალდებში ინვესტირების გადაწყვეტილება სიღრმისეულ ანალიზზე დაყრდნობით მიიღოს.
"საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელება იმის დასტურია, რომ პარტნიორების საჭიროებებს წარმატებით ვპასუხობთ. ჯილდო, თიბისი კაპიტალის მიერ საინვესტიციო საბანკო მიმართულებით, 2021 წელს ყველაზე მეტი განხორციელებული ტრანზაქციის შედეგია. საინვესტიციო საქმიანობის პარალელურად, ჩვენ აქტიურად ვავითარებთ საბროკერო მიმართულებას. ნათლად დავინახეთ დანაზოგის დივერსიფიცრიების საჭიროება. ასევე, საინვესტიციო ბაზარზე განათლების ამაღლების აუცილებლობაც. სწორედ ამიტომ, ტრეიდინგის ვებ-პლატფორმა კიდევ უფრო დავხვეწეთ, შევქმენით მობილური აპლიკაცია და განახლებულ ინფრასტრუქტურაში საგანმანათლებლო პორტალიც ჩავაინტეგრირეთ", — აცხადებს გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.
-
რუსეთში მყოფი აფხაზი სტუდენტები შესაძლოა უკრაინის ომში გამოიძახონ რუსეთში მყოფი აფხაზი სტუდენტები შესაძლოა უკრაინის ომში გამოიძახონ
გადახედვა
-
პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა
გადახედვა
-
ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
"ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა "ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ტეილორ სვიფტი The Life of a Showgirl-სთვის 4 ახალ სიმღერას გამოუშვებს ტეილორ სვიფტი The Life of a Showgirl-სთვის 4 ახალ სიმღერას გამოუშვებს
გადახედვა
-
"ოქროს ვიზის" სკანდალი და საქართველოს საპატიო კონსულის კვალი — რა კავშირი აქვს საქმესთან შაბთაი მიქაელს? "ოქროს ვიზის" სკანდალი და საქართველოს საპატიო კონსულის კვალი — რა კავშირი აქვს საქმესთან შაბთაი მიქაელს?
გადახედვა
-
პოლიციამ კახეთში 100 კგ-მდე კანაფი და მარიხუანა ამოიღო — დაკავებულია 3 პირი პოლიციამ კახეთში 100 კგ-მდე კანაფი და მარიხუანა ამოიღო — დაკავებულია 3 პირი
გადახედვა
-
"ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე "ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
-
აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია
გადახედვა
-
მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული" მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული"
გადახედვა
-
"განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა "განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა
გადახედვა
-
პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
კომენტარები