საბიუჯეტო ბატალიები: ამერიკის მთავრობა დახურვის საფრთხის წინაშეა
ფოტო: flickr / Sam Antonio
დაიხურება თუ არა შეერთებული შტატების მთავრობა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველ 100 დღეში? ეს კითხვა ვაშინგტონში თანდათან უფრო აქტუალური ხდება.
კანონმდებლებს საბიუჯეტო საკითხებზე მოსალაპარაკებლად, პრაქტიკულად, სამი დღე რჩებათ. თუკი კონგრესი მთავრობის დაფინანსების თაობაზე პარასკევს, 28 აპრილს, ღამის 12 საათამდე ვერ შეთანხმდა, ამერიკის მთავრობას დაფინანსება შეუწყდება და მართლაც დახურვა ელის.
თუმცა, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ბიუჯეტის დამტკიცებასთან დაკავშირებით, ოპტიმიზმს არ კარგავს. "მისი მიღებისთვის კარგი შანსი გვაქვს" - აცხადებს ის.
გადაწყვეტილების ბოლო მომენტში მიღება ფედერალური საკანონმდებლო ორგანოსთვის უცხო ხილი არ არის. მთავრობისთვის დაფინანსების შეწყვეტა ბოლოს 2013 წელს მოხდა. კონგრესმა შეთანხმება ბოლო დღესაც ვერ შეძლო და მთავრობა 16 დღით დაიხურა. ეროვნული პარკებიც კი აღარ ფუნქციონირებდა.
სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, წელს მთავრობის საქმიანობის შეწყვეტა, შესაძლოა, ამერიკის ახალი პრეზიდენტის ოფისში შესვლიდან პირველ 100 დღეში მოხდეს. ბიუჯეტის მიღების ვადის გასვლის შემდეგ დილას, 29 აპრილს, 100 დღე სრულდება მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდა. მუშაობის შეფასების 100-დღიანი კრიტერიუმის ტრადიციას საფუძველი 1933 წელს, ე.წ. დიდი დეპრესიის ურთულეს პერიოდში, ფრანკლინ რუზველტის პრეზიდენტობის დროს ჩაეყარა.
დონალდ ტრამპისთვის 100-დღიანი გეგმის შესრულება და საბიუჯეტო ბრძოლის მოგება ძალიან მნიშვნელოვანია. ამის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი საპრეზიდენტო კამპანიის ყველაზე ხმაურიანი დაპირების - მექსიკასთან საზღვარზე კედლის აშენების დაფინანსება - იქნება. საუბარია 3 200 კილომეტრი სიგრძის სასაზღვრო კედელზე.
"ჩვენ კედელს ვაშენებთ. სხვათა შორის, ეს [მშენებლობა] მალე დაიწყება, გაცილებით ადრე, ვიდრე იგეგმებოდა" - ამბობს პრეზიდენტი ტრამპი კედელზე, რომლის აგება მილიარდები დაჯდება. თუმცა, მისი აშენების აუცილებლობის დასაბუთება არამარტო დემოკრატი ოპონენტებისთვის, არამედ რესპუბლიკელ კანონმდებლებშიც სათუოა.
არც იმაშია ბოლომდე ვინმე დარწმუნებული, რომ კედლის აგება კონგრესის საბიუჯეტო განხილვებზე გადამწყვეტი ფაქტორი იქნება. არ არის გამორიცხული, რომ მისი დათმობა პრეზიდენტ ტრამპისთვის პირველი კომპრომისული ნაბიჯი იყოს.
-
"განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა "განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა
გადახედვა
-
EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა
გადახედვა
-
პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა
გადახედვა
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
კომენტარები