ნახეთ: ავსტრალიის ერთ-ერთ სანაპიროზე წყალმა უცნაური არსება გამორიყა
ავსტრალიის ერთ-ერთ სანაპიროზე უცნაური არსება გამოირიყა, რომელსაც ოთხი კიდური და "რეპტილიის" თავის ქალა აქვს.
არსების ნარჩენებს რამდენიმე დღის წინ კვინსლენდის მკვიდრი ალექს ტანი წააწყდა სანშაინ-კოუსტში, მაროჩიდორის სანაპიროზე. მისი თქმით, აქამდე ცოტა ხნით ადრე ტერიტორია წყალმა დატბორა.
"რაღაც უცნაურს გადავაწყდი", — თქვა მან Instagram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში — "სწორედ ასეთ რაღაცებზე ამტკიცებს ხალხი, რომ უცხოპლანეტელი იპოვეს".
ჯერჯერობით ამოუცნობ არსებას ოთხი კიდური, კუდი და რეპტილიის მაგვარი თავის ქალა აქვს.
პოსტის კომენტარებში ხალხი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, იგი პატარა ჯიშის კენგურუს, ვალაბის, ჩონჩხი იყოს. თავად მპოვნელს იგი პირველად კუსკუსი ეგონა, თუმცა აღიარა, რომ დარწმუნებული არ გახლავთ.
ასევე იხილეთ: მეცნიერებმა 1700-იან წლებში ნაპოვნი მუმიფიცირებული "ქალთევზას" შესწავლა დაიწყეს
მსგავსი რამ გასული წლის მაისშიც მოხდა კალიფორნიის ერთ-ერთ სანაპიროზე: გამვლელებმა უცნაური შავი არსება იპოვეს წვეტიანი კბილებითა და საცეცებით დაფარული გამონაზარდით, თუმცა საბოლოოდ ოკეანოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იგი თევზის სახეობა Himantolophus sagamius იყო. შესაბამისად, ისღა დაგვრჩენია ვიმედოვნოთ, რომ მეცნიერები დროს ზემოხსენებულ "უცხოპლანეტელსაც" დაუთმობენ, ამოიცნობენ და მის ამქვეყნიურ სახელს მალე გვამცნობენ.
კომენტარები