Twitter-ის კამერით iOS გიფების გადაღების საშუალებას მოგვცემს
სამშაბათს Twitter-მა მომხმარებლებს, კონკრეტულად კი iPhone-ის მფლობელებს ახალი ფუნქცია წარუდგინა. თუ თქვენ iOS-ის მომხმარებელი ხართ, მაშინ Twitter-ის აპლიკაციის კამერით GIF-ების გადაღებას შეძლებთ.
ტვიტერის საფორთის გვერდმა მცირე ინსტრუქციაც შემოგვთავაზა. GIF-ის გადაღება ძალიან მარტივია. ამისათვის ახალი ტვიტის შესაქმნელ ღილაკს უნდა დააწვეთ, შემდეგ ფოტოსა და ვიდეოს გადაღებაში შეხვიდეთ და GIF-ის გადასაღები რეჟიმი აირჩიოთ.
აღსანიშნია, რომ ტვიტერიდან ამ GIF-ების სხვაგან გაზიარება მარტივი არაა. თუ რომელიმე GIF-ზე მარჯვენა ღილაკით დავაკლიკებთ, ტვიტერი მხოლოდ "Copy Gif Address" ოფციას შემოგვთავაზებს. მათი გადმოწერა კომპიუტერში ან სმარტფონში შესაძლებელი არ არის.
ახალი ფუნქცია, როგორც უკვე აღვშნიშნეთ, მხოლოდ iOS-ზეა ხელმისაწვდომი. The Verge-თან საუბარში ტვიტერის წარმომადგენელმა, სტეფანი კორტესმა განაცხადა, რომ სამომავლო განახლებებისთვის, ისინი აქტიურად აგროვებენ მომხმარებლებისგან მიღებულ ინფორმაციას, თუმცა სტეფანიმ მაინც არ დააკონკრეტა, თუ როდიდან უნდა ველოდოთ GIF-ებს ანდროიდზე.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.
კომენტარები