25 აპრილს ორი პილოტი 4.2 კმ სიმაღლეზე ერთანეთს თვითმფრინავებს გაუცვლის
25 აპრილს, ორი პილოტი, ლუკ აიკინსი და ენდი ფარინგტონი 4 267 მეტრ სიმაღლეზე, მანევრის შესრულებისას, თვითმფრინავებს გაცვლიან. დიახ, არ მოგესმათ, ოთხ კილომეტრ სიმაღლეზე ორი ერთადგილიანი თვითმფრინავის პილოტი ერთმანეთს ადგილს გაუცვლის. ამის შესახებ ინფორმაციას Red Bull საკუთარ ვებსაიტზე ავრცელებს.
Red Bull ასეთი გიჟური იდეებით ყოველთვის გამოირჩევა. მათგან ისეთი ექსტრემალური ნომრებიც გვახსოვს, როგორიც გვირაბში თვითმფრინავით ფრენა ან აქტიური ვულკანის წვერიდან ვინგსვითით გადმოხტომაა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ 4 კილომეტრზე ფრენის დროს თვითმფრინავიდან ამოსვლა და სხვაში გადაჯდომა ყველანაირ ექსტრემს სცდება. ეს ნამდვილი სიგიჟეა.
როგორც Red Bull-ის ვებსაიტიდან ვიგებთ, ჰაერში თვითმფრინავების გაცვლის ნომერი ათი წლის განმავლობაში მუშავდებოდა. ამ დროის განმავლობაში ორივე პილოტი თავდაუზოგადავ ვარჯიშობდა, როგორც სქაიდაივინგში, ასევე ამ თვითმფრინავების პილოტირებაში.
ლუკ აიკინსი ექსტრემალ სპორტსმენებს შორის ნამდვილად გამორჩეულია. 2016 წელს ის გახდა პირველი ადამიანი, ვინც 7+ კილომეტრის სიმაღლიდან უპარაშუტოდ გადმოხტა და დედამიწაზე 30მx30მ ბადით დაიჭირეს.
ფარინგტონის ანგარიშზე კი 26 000-ზე მეტი სქაიდაივინგ ფრენა და 1 500-ზე მეტი პარაშუტით ხტომაა.
რაღა თქმა უნდა, 25 აპრილს, ამ ნომრის ნახვას ლაივ რეჟიმში შევძლებთ. პილოტები 4 200 მეტრზე აფრინდებიან და 225 კილომეტ საათით მფრენი თვითმფრინავებიდან გადმოხტებიან. აპარატები გარკვეული დროის განმავლობაში, ცხვირით მიწისკენ, უპილოტოდ იფრენენ. პილოტებმა უნდა შეძლონ, თვითმფრინავებს დაეწიონ და მათზე კონტროლი დაიბრუნონ.
ექსტრემალური ნომერი დაახლოებით 2 წუთი გაგრძელდება, მის ნახვას კი ლაივ რეჟიმში Hulu-ზე შევძლებთ. თუ 25 აპრილამდე ვერ ითმენთ, თრეილერის ნახვა აქ შეგიძლიათ.
კომენტარები