ილონ მასკმა რამზან კადიროვის ჯიბრზე ტვიტერზე დროებით "ილონა" დაირქვა
ცოტა ხნის წინ მილიარდერმა ილონ მასკმა ტვიტერზე სახელი გადაიკეთა და ილონა მასკი დაირქვა. ამის მიზეზი კი ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის წერილი გახდა, რომელშიც მან მასკს "ილონა" (Elona) დაუძახა. ილონა ქალის სახელია და, როგორც ჩანს, მასკის სახელის გადაკეთებით კადიროვს მისი დამცირება უნდოდა.
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ილონ მასკმა ტვიტერზე პუტინი პირისპირ ბრძოლაში გამოიწვია:
"ვლადიმერ პუტინს პირისპირ ბრძოლაში ვიწვევ. ფსონი უკრაინაა", — დაწერა მასკმა.
გამოწვევას პუტინი არა, მაგრამ რამზან კადიროვი ტელეგრამზე გამოეხმაურა. წერილი ილონ მასკმა ტვიტერზე გაასაჯაროვა. წერილში კადიროვი მასკს ურჩევს, რომ პუტინს არ შეეჯიბროს. მისი თქმით, ილონი უბრალოდ ბიზნესმენი და ტვიტერის მომხმარებელია, პუტინი კი — პოლიტიკოსი, რომელიც მსოფლიოს შიშის ზარს სცემს.
"ვლადიმერ ვლადიმეროვიჩისთვის შენი ცემა სპორტსმენისთვის შეუფერებელი საქციელი იქნება, რადგან სუსტი მოწინააღმდეგე ხარ. გირჩევნია, ეგ კუნთები გაავარჯიშო, რათა ნაზი ილონას ნაცვლად სასტიკი ილონი იყო", — წერს კადიროვი.
კადიროვმა ილონს რუსეთსა და ჩეჩნეთში რამდენიმე ადგილიც დაუსახელა, სადაც ვარჯიში შეეძლებოდა.
კადიროვის წერილის შემდეგ ილონმა სახელი დროებით გადაიკეთა და "ილონა" დაირქვა. რა თქმა უნდა, უპასუხოდ არც წერილი დაუტოვებია:
"მადლობა შემოთავაზებისთვის, მაგრამ ასეთი შესანიშნავი წვრთნა ზედმეტად დიდ უპირატესობას მომცემდა. თუ მას [პუტინს] ბრძოლის ეშინია, ვპირდები, რომ მხოლოდ მარცხენა ხელს გამოვიყენებ. ცაცია არ ვარ.
ილონა."
ამ ისტორიას ილონ მასკის დედა, მეი მასკიც გამოეხმაურა:
"რა ლამაზი ხარ, ილონა", — ამ წარწერით გადატვიტა მეი მასკმა "ილონას" ფოტო.
ილონმა ძველი სახელი მალევე დაიბრუნა, თუმცა სავარაუდოდ, ცვლილების შესახებ კადიროვი მაინც შეიტყობდა. შესაძლოა, ეს კადიროვსა და მასკს შორის საჯარო მიმოწერის ბოლო შემთხვევა სულაც არ იყოს და წინ უფრო საინტერესო დიალოგიც გველის.
ილონ მასკი უკრაინას მხარდაჭერას საჯაროდ უცხადებს. მასკმა უკრაინას Starlink-ის ინტერნეტით სარგებლობის შესაძლებლობაც მისცა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პირადადაც გაესაუბრა.
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა

კომენტარები