რუსეთში Instagram-ის ანალოგი "როსგრამი" ამუშავდება
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
2022 წლის 28 მარტს რუსეთში ინსტაგრამის რუსული ანალოგი — როსგრამი გაეშვება. როგორც ვებგვერდზე — rossgram.ru ვკითხულობთ, აქ ყველა ფუნქციაა, რასაც ინსტაგრამის რუსი მომხმარებლები "შეჩვეულები არიან". აპლიკაცია Android-სა და iOS-ზე იქნება ხელმისაწვდომი, თუმცა, თავდაპირველად მასზე წვდომა ბლოგერებსა თუ ინვესტორებს ექნებათ, მომხმარებელთა დიდი ნაწილისთვის კი ის 2022 წლის აპრილიდან ამუშავდება.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია პირველად მარკეტოლოგმა ალექსანდრ ზობოვმა გაავრცელა. როგორც ჩანს, ის რუსული ინსტაგრამის ფუნქციებს უკვე ცდის.
შეგახსენებთ, რომ რუსეთში Instagram რამდენიმე დღის წინ დაიბლოკა, რასაც რუსი ბლოგერებისა და ინფლუენსერების უკმაყოფილება მოჰყვა.
კომენტარები