ფსიქოაქტიური ნივთიერება, რომელიც მცენარე კანაფისგან მიიღება. კანაფში შემავალი აქტიური ნივთიერებებია: ტეტრაჰიდროკანაბინოლი, კანაბიდიოლი, კანაბინოლი, ტეტრაჰიდროკანაბივარინი, რომელთაგან ყველაზე ფსიქოაქტიური პირველი მათგანია.

კანაფს გამოიყენებენ, როგორც ნარკოტიკულ საშუალებას, ისე სამედიცინო დანიშნულებითაც.

სპეციალისტები სამი სახის კანაფს გამოყოფენ: Cannabis sativa, Cannabis sativa forma indica, Cannabis ruderalis.

წყარო: ვიკიპედია