ბიძინა გრიგოლის ძე ივანიშვილი (დ. 18 თებერვალი, 1956, ჭორვილა, საჩხერის რაიონი, საქართველოს სსრ) — ქართველი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, ბიზნესმენი, ქველმოქმედი, მეცენატი და პოლიტიკოსი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2012-2013 წლებში. 2000 წლიდან 2014 წლამდე იყო სან-მარინოს საპატიო კონსული საქართველოში. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი. 2023 წლის 30 დეკემბრიდან „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარე. (ვიკიპედია)