არა, რუსებს ხარკოვი არ აუღიათ — გავრცელებული დეზინფორმაცია ამ დროისათვის
რუსეთი ფიზიკურის გარდა, საინფორმაციო ომსაც აწარმოებს, რომელიც დაძაბულობის მატებასთან ერთად, პიკს აღწევს. ქვემოთ შევაგროვეთ პროპაგანდის რამდენიმე მაგალითი. არ აჰყვეთ პანიკას, არ გაავრცელოთ ცრუ ინფორმაცია. ახლა უკრაინელი ხალხი იბრძვის და მათ ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ.
1. არა, რუსებს ხარკოვი არ აუღიათ
24 თებერვალს ფეისბუქ გვერდმა The Caucasian Telegraph გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ჩანს, თუ როგორ აღმართავენ რუსეთის დროშას შენობაზე, ხარკოვში. პოსტში აღნიშნულია, რომ ინტერნეტში ხარკოვიდან ფოტოები ვრცელდება, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მოვლენები 2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგომ განვითარებულ მოვლენებს ასახავს.
ფოტო სინამდვილეში 2014 წლის მოვლენებს ასახავს, კერძოდ პრო-რუსი აქტივისტების აქციას და მისი 2022 წლის რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობის დროს გავრცელება მკითხველს უქმნის შთაბეჭდილებას, რომ ხარკოვი რუსებმა აიღეს, რაც ოფიციალური წყაროებით არ დასტურდება. შესაბამისად, პოსტი დეზინფორმაციულია.
გაიგეთ მეტი: მითების დეტექტორი
2. არც უკრაინელებს დაუყრიათ იარაღი
აღნიშნული ნარატივი რუსული პროპაგანდისა და ჰიბრიდული ომის ნაწილია.
Facebook-მომხმარებელმა ირაკლი ზაქარეიშვილმა გაავრცელა რუსული დეზინფორმაციული გზავნილი, თითქოს უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთს ნებდებიან:
"უკრაინის ბანდერული შეიარაღებული ძალები, ფრონტის სხვადასხვა პოზიციებზე იარაღს ყრიან და რუსებს გასაქცევ გზას - ჰუმანიტარული კორიდორის მიცემას სთხოვენ!.."
უკრაინაში რუსული სამხედრო ძალების უკანონო შეჭრის პარალელურად რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ საინფორმაციო ომიც გააძლიერა. მაგალითად, რუსული მედია ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს უკრაინის სამხედრო პერსონალი კრემლის საოკუპაციო ძალებს წინააღმდეგობას არ უწევენ.
გაიგეთ მეტი: Factcheck.ge
3. ტყუილია ისიც, თითქოს უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა, ვიქტორ ლიაშკომ კიევსა და სხვა ქალაქებში საავადმყოფოების ევაკუაცია გამოაცხადა
ეს დეზინფორმაცია თავად ლიაშკომ უარყო. სავარაუდოდ, ეს კიდევ ერთი ფსიქოლოგიურ ოპერაციაა, რომელიც პანიკის გამოწვევას ემსახურება.
გაიგეთ მეტი: Ukraine World
4. ალტ-ინფო რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას ჩინეთში ქიმიური ნივთიერებების საწყობის აფეთქების კადრებს ავრცელებს
უკრაინაში რუსეთის სამხედრო ძალების სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ კრემლისტურმა მედია ალტ-ინფომ საგანგებო ეთერი დაიწყო, რომელსაც ფონად საბრძოლო მოქმედებების და აფეთქებების ამსახველი კადრები გასდევს. ერთ-ერთ ვიდეოში ისმის ინგლისური საუბარი: "მგონი ბენზინგასამართი სადგური აფეთქდა".
ალტ-ინფოს ეთერში გასული ეს კადრები არა უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებულ დაბომბვას, არამედ 2015 წლის აგვისტოში ჩინეთში ქიმიური ნივთიერებების საწყობში მომხდარ აფეთქებას ასახავს.
გაიგეთ მეტი: მითების დეტექტორი
5. უკრაინის ცაზე სამხედრო თვითმფრინავების ამსახველი ვიდეო ყალბია
24 თებერვალს საქართველოში სამხედრო თვითმფრინავების ამსახველი ვიდეო ფართოდ გავრცელდა. აღწერების მიხედვით, კადრები უკრაინაში იყო გადაღებული, ხოლო თვითმფრინავები რუსეთის სამხედრო ძალებს ეკუთვნოდა. ვიდეოები “ალტ-ინფოს” წამყვანმა ნიკოლოზ მჟავანაძემ, ბლოგერმა ბექა ვარდოსანიძემ და ფეისბუკ გვერდმა “კარდჰუ” გაავრცელეს.
გავრცელებული კადრები ყალბი აღწერით ვრცელდება, რეალურად ვიდეო არა 2022 წელს უკრაინაში, არამედ 2020 წელს რუსეთში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღსანიშნავი აღლუმის რეპეტიციის დროსაა გადაღებული.
გაიგეთ მეტი: მითების დეტექტორი
6. პარაშუტისტების ვიდეოც 2016 წლისაა და სულაც არ ასახავს რუსეთ-უკრაინის ომს
24 თებერვალს ფეისბუქ მომხმარებელმა Levan Pruidze დესანტის გადასხმის ამსახველი ვიდეო შემდეგი აღწერით გამოაქვეყნა: “გისურვებთ არცერთი აღარ დაბრუნდეთ სახლში!” მომხმარებელი კომენტარში წერს, რომ ვიდეო, სავარაუდოდ, ხარკოვთანაა გადაღებული.
ვიდეო არასწორი აღწერით ვრცელდება. რეალურად, კადრები არა 2022 წელს, არამედ 2016 წელსაა გადაღებული და ყველაზე ადრეული აღწერის მიხედვით, რუს პარაშუტისტებს ასახავს.
- რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დღეს გამთენიისას დაიწყო.
- 15 თებერვალს, ვლადიმერ პუტინი უკრაინას დონბასში გენოციდის მოწყობაში ადანაშაულებდა, რაც ტყუილია. რუსეთი ამ ტიპის დეზინფორმაციას ადრეც იყენებდა - 2008 წელს კრემლი სამხრეთ ოსეთში გენოციდის მოწყობაში საქართველოს ადანაშაულებდა. სინამდვილეში, სამხრეთ ოსეთში რუსეთის მიერ ქართველების ეთნიკური წმენდა მოხდა, რასაც სტრასბურგის სასამართლოც ადასტურებს.
- რუსეთის აგრესიული ქმედებების შედეგად, უკრაინაში, დაახლოებით, 1.5 მილიონი, ხოლო, საქართველოში, დაახლოებით, 270 000 იძულებით გადაადგილებული პირია.
-
გადახედვაბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა ბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა
-
გადახედვათუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას თუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას
-
გადახედვაასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს ასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს
-
გადახედვაფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან ფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან
-
-
გადახედვანახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა ნახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება
-
გადახედვა"შეუძლებელია სწავლის პროცესის გაგრძელება, რუსული რეჟიმის დამყარების პირობებში" — ხვალ, 21 მაისს, სტუდენტები მარშს გამართავენ "შეუძლებელია სწავლის პროცესის გაგრძელება, რუსული რეჟიმის დამყარების პირობებში" — ხვალ, 21 მაისს, სტუდენტები მარშს გამართავენ
-
-
გადახედვაჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა ჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა
-
გადახედვამეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს მეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს
-
გადახედვახვალ, 21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ, ახალგაზრდები კიდევ ერთ აქციას გამართავენ ხვალ, 21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ, ახალგაზრდები კიდევ ერთ აქციას გამართავენ
-
გადახედვადავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ დავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ
-
გადახედვასაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაკროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური კროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური
-
გადახედვადღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ დღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ
-
გადახედვა2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა 2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა
-
-
გადახედვახვალიდან ტემპერატურა იმატებს — როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ხვალიდან ტემპერატურა იმატებს — როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში
-
გადახედვაშსს-ს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც ნაძალადევის რაიონში, 4 პირს, ბლაგვი საგნის გამოყენებით, დაზიანება მიაყენა შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც ნაძალადევის რაიონში, 4 პირს, ბლაგვი საგნის გამოყენებით, დაზიანება მიაყენა
-
გადახედვაPOLITICO: კონგრესში შედის კანონპროექტი, რომლის მიხედვით, რუსული კანონის მიღებაზე პასუხისმგებელ პირებს დაეკისრებათ სანქციები POLITICO: კონგრესში შედის კანონპროექტი, რომლის მიხედვით, რუსული კანონის მიღებაზე პასუხისმგებელ პირებს დაეკისრებათ სანქციები
კომენტარები