უკვე ტენდენციის ფორმას იღებს ხელისუფლების დაპირისპისპირება დასავლელ პარტნიორებთან — NGO-ები
21 არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლების დაპირისპირება საერთაშორისო პარტნიორებთან ტენდენციის სახეს იღებს. მათი განცხადებით, ხელისუფლება კრიტიკული საჯარო განცხადებებით საქართველოს სულ უფრო აშორებს ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს. ასე ეხმიანებიან NGO-ები ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც ის საერთაშორისო პარტნიორებს რადიკალური ოპოზიციის უცხოელ ლობისტებს უწოდებს.
"როგორც ჩანს, მმართველი პარტია არ აპირებს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების წარმართვას და ამისთვის მზადაა დასავლეთის სახელმწიფოებთან და პოლიტიკოსებთან ურთიერთობაც გაიფუჭოს, ქვეყანას კი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე სერიოზული პრობლემები შეუქმნას.
საქართველოს მოსახლეობის ურყევი ნება იყო და არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაცია. ვფიქრობთ, საქართველოს ხელისუფლება მსგავსი ქმედებებით და განცხადებებით სულ უფრო გვაშორებს ჩვენს ისტორიულ არჩევანს", — აცხადებენ NGO-ები.
არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ხელისუფლება ობიექტური კრიტიკის გაზიარების და სიტუაციის გაუმჯობესების ნაცვლად, სულ უფრო კამპანიურ ფორმას აძლევს დასავლელ პარტნიორებზე თავდასხმას. ამასთანავე, NGO-ების თქმით, საგანგებო აღნიშვნის ღირსია დასავლეთის ფინანსურ დახმარებაზე უარის თქმა და ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ კრიზისში ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების ჩართულობა, რომლებიც საბოლოოდ ხელისუფლებამ უგულებელყო.
"ცალკეული ჯგუფები და ლიდერები არც შეურაცხმყოფელ ტონს ერიდებიან და ხშირად, ადანაშაულებენ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში მათ, ვის პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერაზეც საქართველოს სახელმწიფოს გამართული ფუნქციონირება მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული. ასეთი რიტორიკით, ქვეყანას, რომლის მოსახლეობის უმრავლესობა განვითარების დასავლურ ვექტორს უჭერს მხარს, სულ უფრო მეტი ზიანი ადგება", — ვკითხულობთ განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერს 21 არასამთავრობო ორგანიზაცია:
- საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო;
- ღია საზოგადოების ფონდი;
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება;
- საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი;
- ევროპის ფონდი;
- საქართველოს ატლანტიკური საბჭო;
- მედიის განვითარების ფონდი;
- ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი;
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის;
- საზოგადოება და ბანკები;
- საქართველოს გაეროს ასოციაცია;
- ადამიანის უფლებათა ცენტრი;
- კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი;
- მმართველობის მონიტორინგის ცენტრი;
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია;
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა;
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
- "უფლებები საქართველო";
- საფარი;
- ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი;
- დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი.
12 ნოემბერს საქართველოში ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა და ლიეტუველი პარლამენტარები ჩამოვიდნენ, მათი მიზანი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულება იყო. ფოტიგა მოშიმშილე ელენე ხოშტარიას შეხვდა, თუმცა ორი დღის განმავლობაში ვერ შეძლო შესვლა საპატიმროში.
ოპოზიციურმა პარტიებმა გააკრიტიკეს ხელისუფლება და განაცხადეს, რომ მთავრობამ საბოლოოდ ზურგი შეაქცია ევროპას. ამ თემაზე ქართული ოცნების თავმჯდომარემ ვრცელი ფეისბუქპოსტი გამოაქვეყნა, სადაც ევროპელი პარტნიორების ნაწილი გააკრიტიკა და მათ რადიკალური ოპოზიციის უცხოელი ლობისტები უწოდა. ფოტიგას მიერ "პოლიტპატიმრების" ხსენების გამო, მან განაცხადა, რომ პარტნიორებმა ან უნდა აღიარონ, რომ საქართველო სახელმწიფოა, სადაც კანონი კანონობს, ან "მოუწევთ", რომ მათ უწოდონ "კრიმინალების მფარველები". კობახიძემ თქვა ისიც, რომ პარტნიორებთან სამომავლო ურთიერთობისას ამ პრინციპით იხელმძღვანელებენ და არ ითანამშრომლებენ მათთან, ვინც მიკერძოების გამო "საქართველოს სახელმწიფოდ არ ცნობს".
მმართველ გუნდს არაერთხელ გაუკრიტიკებია ანა ფოტიგა იმ კრიტიკული ტონის გამო, რასაც ევროპარლამენტარი მათდამი იჩენს. პრემიერმინისტრმა კი საარჩევნო კამპანიის დროს განაცხადა, რომ არც ფოტიგა, არც კუბილიუსი მისთვის და ქვეყნისთვის არაფერს არ წარმოადგენენ.
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
კომენტარები