ევროპარლამენტარი არ არის არაფრის ინდულგენცია ქვეყანაში — სუბარი ფოტიგაზე
ქართული ოცნების დეპუტატი, სოზარ სუბარი ანა ფოტიგასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ევროპარლამენტარი არაფრის ინდულგენცია არაა ქვეყანაში.
"200-მე ვიზიტორი ჰყავდა სააკაშვილს და ნამდვილად არ არის ციხე სასტუმრო, რაღაც წესები უნდა დავიცვათ. ევროპარლამენტარს რაც შეეხება, მართლა არ ყოფილა შემთხვევა, ჩამოდიოდნენ, მიდიოდნენ ვანო მერაბიშვილთან, გიგი უგულავასთან და ჩვეულებრივად ნახულობდნენ, მაგრამ როდესაც ადამიანი ამბობს და აცხადებს, რომ არ იყო სამართლიანი სასამართლოს პირობები დაცული, არის პოლიტპატიმარი და რაღაცა. მე ამ შემთხვევაში ჩემს პოზიციას ვამბობ იმიტომ, რომ მართლა არ ვიცი რით იხელმძღვანელა იუსტიციის სამინისტრომ, არანაირი კონსულტაციები ამაზე, ბუნებრივია, არ მქონია.
ჩემსას ვამბობ, როდესაც ადამიანი ამბობს, რომ სამართლიანი სასამართლო არ იყო, ჯერ აიღოს საქმის მასალები, გაეცნოს განაჩენსაც, მასალებსაც, ჩვენებებსაც, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებასაც, რომელ საქმეზეც ერთ-ერთი განაჩენი დადგა, გირგვლიანის საქმის მკვლელების შეწყალების საქმეს ვგულისხმობ, მერე გააკეთოს განცხადებები და საქართველო არის სახელმწიფო და ჩვენ გვაქვს ჩვენი გარკვეული ღირსება. მართლა არ შეიძლება გავთელოთ ეს ღირსება ყოველ ფეხის ნაბიჯზე იმიტომ, რომ ვიღაცას ასე სურს და ევროპარლამენტარი არ არის არაფრის ინდულგენცია ქვეყანაში", — ამბობს ის რუსთავი 2-ის ეთერში.
მისივე თქმით, ევროპარლამენტარის განცხადებებით აღშფოთებულია და არ შეიძლება ადამიანი, რომელსაც ქვეყნის მეგობრობაზე აქვს პრეტენზია, ასეთ განცხადებებს აკეთებდეს.
"მე აღშფოთებული ვარ მისი განცხადებებით და პირადად მე მიმაჩნია, რომ არ შეიძლება ადამიანი, რომელსაც აქვს ქვეყნის მეგობრობაზე პრეტენზია, ასეთ განცხადებებს აკეთებდეს, კეთილი ინებოს, შეისწავლოს და მერე ილაპარაკოს, ევროპარლამენტში არის ძალიან ბევრი პარლამენტარი და დარწმუნებული ვარ, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა განსხვავებულ აზრზეა ამ საკითხთან დაკავშირებით სწორედ ამიტომ არის, რომ ერთი და იგივე რამდენიმე ადამიანი აკეთებს ამ ტიპის განცხადებებს და არა სხვები", — ამბობს ის.
ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საქართველოში 12 ნოემბერს, გამთენიისას ჩამოვიდა. მას პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უნდა მოენახულებინა.
"გთხოვთ გამიგოთ, მესმის თქვენი ინტერესი, მაგრამ მნიშვნელოვანი მისია მაქვს და შეხვედრების შემდეგ გავაკეთებ კომენტარს", — თქვა ფოტიგამ ჟურნალისტებთან.
ანა ფოტიგამ 9 ნოემბერს განაცხადა, რომ ის, რაც ახლა ხდება, მათ შორის, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, არ არის სწორი. ის იმედოვნებს, რომ სააკაშვილს შესაძლებლობა ექნება, ნამდვილი, ღია და გამჭვირვალე სასამართლო პროცესების წინაშე წარდგეს.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები