უთანასწორო და არათანმიმდევრული — სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოსამართლეობის კანდიდატთა კონკურსზე
სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართlეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი არათანმიმდევრული, უთანასწორო და შაბლონური იყო.
"საბჭოს არსებული შემადგენლობისადმი ფუნდამენტური კრიტიკისა და სასამართლო სისტემის მიმართ უნდობლობის პირობებში, მოსამართლეთა შერჩევის პროცესი აღიქმებოდა კლანური ძალაუფლების განმტკიცებისა და არსებული პრობლემების გაღრმავების მორიგ ეტაპად.
სასამართლო სისტემის მმართველობისა და ადმინისტრირების მიმართ არსებული ამ დონის საზოგადოებრივი კრიტიკის პირობებში, მიმდინარე პროცესი ლეგიტიმაციის ცხადი კრიზისით ხასიათდება", — ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი გამოყოფს მოსამართლეობის კანდიდატობის მსურველებთან გასაუბრებისას გამოვლენილ რამდენიმე პრობლემას:
შეფასებების შაბლონურობა
სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, კანდიდატების კვალიფიკაცია შაბლონურად ფასდებოდა და საბჭოს წევრები მათ მიერ დაწერილ ქულებს საკმარისად არგუმენტირებულად ვერ ასაბუთებდნენ. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შეფასებები გარე დამკვირვებლის თვალით ბუნდოვანი და გაუგებარია.
"დასაბუთებების ხარისხი და მოცულობა იყო მწირი, არ ეფუძნებოდა კანდიდატების კვალიფიკაციის, გასაუბრების დროს გამოვლენილი ძლიერი და სუსტი მხარეების და მათი პიროვნული მახასიათებლების სიღრმისეულ და კონკრეტიზებულ გამოკვლევას [...]
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვადასხვა წევრის შეფასებებში გაბნეულად არის ფაქტობრივი ინფორმაციები კანდიდატების შესახებ, როგორიცაა, მაგალითად, პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება, დისციპლინური დევნა, ბიზნეს საქმიანობა, მედიაში მათ შესახებ არსებული ინფორმაციები სხვადასხვა საქმეებთან კავშირში, სისხლისსამართლებრივი დევნის შემთხვევები და სხვა. თუმცა, ასეთი ინფორმაციების შეფასება, გამონაკლისი შემთხვევების გარდა (სადაც ეს უმთავრესად შაბლონურ და ზედაპირულ ხასიათს ატარებს), არ ხდება", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
შეფასებების არათანმიმდევრულობა
სოციალური სამართლიანობის ცენტრში აცხადებენ, რომ შემფასებლები ხშირად მსგავსი დასაბუთების პირობებში, არსებითად განსხვავებულ ქულებს უწერდნენ სხვადასხვა კანდიდატებს. ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ ეს საკითხი დიდწილად დამოკიდებულია თავად შეფასების კრიტერიუმების შინაარსთან.
"შეფასებების გაცნობით ფაქტობრივად გაუგებარი დარჩა, კონკრეტულად რა ტიპისა და მოცულობის აკადემიური და პროფესიული მიღწევები უნდა ჩაითვალოს შესაფერისად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატისთვის. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია იმ ფონზე, როცა მაგალითად, შერჩეული კანდიდატებიდან ნაწილს არც ერთი სამეცნიერო სტატია ან პუბლიკაცია არ აქვს გამოქვეყნებული", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
ინფორმაციის მოძიება და სანდოობა
შეფასებების შესწავლის საფუძველზე, ორგანიზაციაში დაასკვნეს, რომ კანდიდატების შესახებ ინფორმაციის წყაროები არასისტემურია, შემფასებლები კი არ იჩენენ სათანადო ძალისხმევას კანდიდატთა ბიოგრაფიის სრულყოფილად შესასწავლად.
"გაურკვეველია, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიერ ფაქტების მოძიების რა მექანიზმები გამოიყენება. მაგალითისათვის, შემფასებლები უთითებენ კანდიდატის შესახებ რესპონდენტთა (გარდა რეკომენდატორებისა) გამოკითხვაზე, თუმცა უცნობია ვინ არიან აღნიშნული პირები და რა მეთოდოლოგიით ხდება მათი გამოკითხვა. ასევე, კანდიდატების კომპეტენტურობაზე მსჯელობისას, გამოყენებულია იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს შეფასებები. ამ შემთხვევაშიც არ ჩანს, რამდენად ექცევა ყურადღება, თუ როდის არის დამოუკიდებელი საბჭოს შეფასებები მომზადებული და რამდენად აქვს კანდიდატს იგივე პროფესიული გამოწვევები ან/და უპირატესობები, რაზეც მოცემულ შეფასებაშია საუბარი", — ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დასკვნა
შეფასების სისტემა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის გამჭვირვალედ და ობიექტურად წარმართვისთვის. თუმცა, როგორც სოციალური სამართლიანობის ცენტრში აცხადებენ, ამ შემთვევაში იგი ვერ იქნება არსებითად სამართლიანი პროცესის გარანტი.
"პროცესზე დაკვირვებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და მთლიანად მართლმსაჯულების სისტემაში ფუნდამენტური ცვლილებებისა და გაჯანსაღების გარეშე, სასამართლოში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვანი პროცესი (განსაკუთრებით კი მოსამართლეთა დანიშვნები) უნდობლობის, კორპორატივიზმისა და კლანური ძალაუფლების განმტკიცების წრეზე სიარულია. შესაბამისად, მართლმსაჯულების სისტემაში რადიკალური ცვლილებების დაწყების გარეშე, ნებისმიერი შემდგომი პროცესი ამ წრისგან თავის დაღწევის გამორიცხვას ემსახურება", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
სოციალური სამართლიანობის ცენტრში აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია პარლამენტმა გადაწყვეტილება საპარლამენტო ოპოზიციასთან კონსენსუსის საფუძველზე მიიღოს. კონსენსუსის მიუღწევლობის შემთხვევაში კი უარი თქვას მოსამართლეების დანიშვნაზე მართლმსაჯულების სისტემური რეფორმის გატარებამდე.
-
გადახედვაგმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიდიან, სადაც ევროპელ მინისტრებს ელოდებიან გმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიდიან, სადაც ევროპელ მინისტრებს ელოდებიან
-
გადახედვაგაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი გაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი
-
გადახედვაბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა ბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა
-
გადახედვაგმირთა მოედანი გადაიკეტა გმირთა მოედანი გადაიკეტა
-
გადახედვაესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს ესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს
-
გადახედვახელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა ხელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა
-
გადახედვაშარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით შარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით
-
გადახედვაჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე ჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე
-
გადახედვადავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით დავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით
-
გადახედვასარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება სარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება
-
გადახედვაირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა ირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა
-
გადახედვაპარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
-
გადახედვაპოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული პოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული
-
გადახედვასარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა სარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა
-
გადახედვა125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს 125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს
-
გადახედვარა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ რა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ
-
გადახედვააჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან აჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან
-
-
გადახედვაო'ბრაიენი ივანიშვილის სანქცირებაზე: როდესაც ადამიანებს სანქციებს ვუწესებთ, ამას ვაკეთებთ მკაფიო მტკიცებულებებით ო'ბრაიენი ივანიშვილის სანქცირებაზე: როდესაც ადამიანებს სანქციებს ვუწესებთ, ამას ვაკეთებთ მკაფიო მტკიცებულებებით
-
გადახედვა"ადამიანები იმიტომ კი არ ვართ, რომ IQ გვაქვს, ადამიანებად ჩვენ გვხდის ემპათია" — გია დვალი "ადამიანები იმიტომ კი არ ვართ, რომ IQ გვაქვს, ადამიანებად ჩვენ გვხდის ემპათია" — გია დვალი
-
გადახედვაგანათლების ხარისხის ცენტრის განცხადება პროტესტის გამო, სასწავლო პროცესის შეჩერების ფაქტებთან დაკავშირებით განათლების ხარისხის ცენტრის განცხადება პროტესტის გამო, სასწავლო პროცესის შეჩერების ფაქტებთან დაკავშირებით
კომენტარები