ოქსფორდის უნივერსიტეტის COVID-19-ის ვაქცინა ადამიანებისთვის უსაფრთხო აღმოჩნდა
BBC-ის ინფორმაციით, ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ შექმნილი ვაქცინა უსაფრთხო აღმოჩნდა და იმუნური სისტემის პროვოცირება მოახდინა. კვლევაში მონაწილეობა 1077 ადამიანმა მიიღო და მათ გამოიმუშავეს ის ანტისხეულები, რომელიც კორონავირუსს ებრძვის.
სტატიაში ვკითხულობთ, რომ ვაქცინა სახელწოდებით ChAdOx1 nCoV-19 უპრეცედენტო სიჩქარით ვითარდება. იგი გენური ინჟინერიით მიღებული ვირუსია, რომელიც შიმპანზეებში გაციებას იწვევს. მეცნიერებმა მისი მოდიფიცირება ისე მოახერხეს, რომ კორონავირუსს მაქსიმალურად დამსგავსებოდა. ეს იმისთვის დასჭირდათ, რომ იმუნურმა სისტემამ ისწავლოს, როგორ შეებრძოლოს COVID-19-ს მისი ანალოგი ვაქცინის დახმარებით.
კვლევამ აჩვენა, რომ მასში მონაწილე პაციენტების 90%-მა გამანეტრიალებელი ანტისხეულები ერთი დოზის შემდეგ გამოიუმუშავა. მხოლოდ 10 ადამიანს დასჭირდა 2 დოზა, თუმცა შედეგი ყველას ჰქონდა.
როგორც ცნობილია, ვაქცინა უსაფრთხოა, მაგრამ მან მცირე გვერდითი მოვლენები გამოიწვია, მათ შორის, თავის ტკივილი და სიცხე. მკვლევარები ამბობენ, რომ ეს მაღალი რისკის შემცველი გვერდითი ეფექტები არ არის, რადგან მათი მკურნალობა, ჩვეულებრივ, პარაცეტამოლითაა შესაძლებელი.
ახალ ვაქცინაზე საუბრობენ საქართველოშიც. დაავადებათაკონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ამ თემაზე საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინის უსაფრთხოება საბოლოოდ დადგინდება, ის ხელმისაწვდომი გახდება ყველასთვის.
"ერთ-ერთ პერსპექტიულად ითვლება სწორედ ბრიტანეთის ოქსფროდის ჯგუფის მიერ შექმნილი ვაქცინა. ამ ვაქცინამ გაიარა მესამე ფაზის კვლევების ერთ-ერთი ეტაპი. კიდევ დიდი კვლევის ნაწილი დარჩა, უფრო გაფართოებულ ჯგუფზე, დაახლოებით 10-15 ათას ადამიანზე უნდა მოხდეს კვლევის ჩატარება და თუ დადგინდა კვლევის უსაფრთხოება, მაშინ ვაქცინა შეიძლება უკვე ხელმისაწვდომი გახდეს. რაც შეეხება საქართველოს, ვმუშაობთ ამ კომპანიასთან. ჩვენ ერთი თვის წინ გვქონდა პირდაპირი კონტაქტები", — თქვა გამყრელიძემ.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ვაქცინის გამომუშავებისთანავე მთავრობის უპირველესი ამოცანა მისი შეძენა იქნება.
"ვაქცინა წარმატებულად ახდენს COVID-19-თან მიმართებაში ბრძოლას. მისი გამოშვებისთანავე მთავრობის უპირველესი საქმე იქნება შეიძინოს და მოსახლეობას ჩაუტაროს პროფილაქტიკური აცრები", — განაცხადა ეზუგბაიამ.
მართალია, ჯერ საბოლოო დასკვნამდე ბევრ კვლევის ჩატარება იქნება საჭირო, მაგრამ, ექსპერტები ამბობენ, რომ შედეგები იმედისმომცემია. დიდმა ბრიტანეთმა აღნიშნული ვაქცინის 100 მილიონი დოზა უკვე შეიძინა.
-
გადახედვასაიდან იგებს Google Maps, რომ გზა გადაკეტილია? საიდან იგებს Google Maps, რომ გზა გადაკეტილია?
-
გადახედვა"შავი დღეა ქართული დემოკრატიისთვის" — განცხადებაში 11 ამერიკელი სენატორი სანქციების კონკრეტულ ზომებზე საუბრობს "შავი დღეა ქართული დემოკრატიისთვის" — განცხადებაში 11 ამერიკელი სენატორი სანქციების კონკრეტულ ზომებზე საუბრობს
-
გადახედვა4 წელი გულით ვცდილობდი, დამემტკიცებინა ხალხისთვის, რომ პარლამენტში ხელფასის ასაღებად არ ვიყავი, მაგრამ ახლა ვუერთდებით ბოიკოტს — ელისაშვილი 4 წელი გულით ვცდილობდი, დამემტკიცებინა ხალხისთვის, რომ პარლამენტში ხელფასის ასაღებად არ ვიყავი, მაგრამ ახლა ვუერთდებით ბოიკოტს — ელისაშვილი
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ ივანიშვილი ყველაფრის სათავეშია და ამ გზას გააგრძელებს, მაშინ ვფიქრობ, ეს [სანქციები] არის ის, რასაც განვიხილავთ ო'ბრაიენი: თუ ივანიშვილი ყველაფრის სათავეშია და ამ გზას გააგრძელებს, მაშინ ვფიქრობ, ეს [სანქციები] არის ის, რასაც განვიხილავთ
-
გადახედვახვალ პარლამენტში ყვითელი დონე იმოქმედებს — რას ნიშნავს ხვალ პარლამენტში ყვითელი დონე იმოქმედებს — რას ნიშნავს
-
გადახედვა"შემაშფოთებელია იმ ძალადობრივი ქმედებების ხილვა, რასაც სამართალდამცავები იყენებენ" — იოსელიანი ქაცარავას ცემის ფაქტს ეხმიანება "შემაშფოთებელია იმ ძალადობრივი ქმედებების ხილვა, რასაც სამართალდამცავები იყენებენ" — იოსელიანი ქაცარავას ცემის ფაქტს ეხმიანება
-
გადახედვაგმირთა მოედანი გადაიკეტა გმირთა მოედანი გადაიკეტა
-
გადახედვარა გავიგეთ ო'ბრაიენისგან მოსალოდნელ სანქციებზე, მთავრობასთან პირისპირ საუბრებსა და აშშ-საქართველოს ურთიერთობების კარგ და ცუდ პერსპექტივებზე რა გავიგეთ ო'ბრაიენისგან მოსალოდნელ სანქციებზე, მთავრობასთან პირისპირ საუბრებსა და აშშ-საქართველოს ურთიერთობების კარგ და ცუდ პერსპექტივებზე
-
გადახედვადავით ქაცარავას ოპერაცია ჩაუტარდა — მას სახის ძვლების მოტეხილობები აქვს დავით ქაცარავას ოპერაცია ჩაუტარდა — მას სახის ძვლების მოტეხილობები აქვს
-
გადახედვაგმირთა მოედანზე მოქალაქეებმა გზის გადაკეტვა სცადეს — პოლიციამ მათი ნაწილი ძალის გამოყენებით დააკავა გმირთა მოედანზე მოქალაქეებმა გზის გადაკეტვა სცადეს — პოლიციამ მათი ნაწილი ძალის გამოყენებით დააკავა
-
გადახედვამიხაელ როთი და ევროპელი პოლიტიკოსები რუსთაველზე, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე მივიდნენ მიხაელ როთი და ევროპელი პოლიტიკოსები რუსთაველზე, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე მივიდნენ
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ კანონი არსებული ფორმით დარჩება, თუ დავინახავთ დემოკრატიის შესუსტებას, აშშ-ის მხრიდან დაწესდება შეზღუდვები ო'ბრაიენი: თუ კანონი არსებული ფორმით დარჩება, თუ დავინახავთ დემოკრატიის შესუსტებას, აშშ-ის მხრიდან დაწესდება შეზღუდვები
-
გადახედვაშსს-მ განაცხადა, რამდენი პირი დააკავა დღეს, 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე შსს-მ განაცხადა, რამდენი პირი დააკავა დღეს, 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე
-
გადახედვააქციაზე დაკავებული დავით ქაცარავა მძიმედ არის ნაცემი — ის კლინიკაშია გადაყვანილი აქციაზე დაკავებული დავით ქაცარავა მძიმედ არის ნაცემი — ის კლინიკაშია გადაყვანილი
-
გადახედვარუსთაველის გამზირიდან სპეცრაზმი გავიდა — პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას აქციის მონაწილეები იკავებენ რუსთაველის გამზირიდან სპეცრაზმი გავიდა — პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას აქციის მონაწილეები იკავებენ
-
გადახედვაო'ბრაიენის ავტომობილი ქართული ოცნების სათავო ოფისში შევიდა — ტვ პირველი ო'ბრაიენის ავტომობილი ქართული ოცნების სათავო ოფისში შევიდა — ტვ პირველი
-
გადახედვამოვუწოდებთ სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებს, არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები — საია მოვუწოდებთ სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებს, არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები — საია
-
გადახედვასაერთაშორისო ზეწოლის მთელი არსენალია განხილვაში, ამბობს გვარამია ო'ბრაიენთან შეხვედრის შემდეგ საერთაშორისო ზეწოლის მთელი არსენალია განხილვაში, ამბობს გვარამია ო'ბრაიენთან შეხვედრის შემდეგ
-
გადახედვალელო: უნდა შეიქმნას ეროვნული წინააღმდეგობის ევროპული პლატფორმა,სალომე ზურაბიშვილთან მჭიდრო კოორდინაციით ლელო: უნდა შეიქმნას ეროვნული წინააღმდეგობის ევროპული პლატფორმა,სალომე ზურაბიშვილთან მჭიდრო კოორდინაციით
-
გადახედვალევან ბეჟაშვილი: ოცნებამ ქვეყანა წაგვართვა და ჩააბარა რუსეთს, ქვეყანაში რუსული რეჟიმი გაფორმდა ლევან ბეჟაშვილი: ოცნებამ ქვეყანა წაგვართვა და ჩააბარა რუსეთს, ქვეყანაში რუსული რეჟიმი გაფორმდა
-
გადახედვათავისუფლების მოედანზე განლაგებული პოლიციის კორდონი მოქალაქეებს მეტროში არ უშვებს თავისუფლების მოედანზე განლაგებული პოლიციის კორდონი მოქალაქეებს მეტროში არ უშვებს
კომენტარები