საქართველო გერმანიას, საფრანგეთს, ლიეტუვას, ლატვიას და ესტონეთს საზღვარს უხსნის
საქართველო ევროკავშირის წევრ 5 ქვეყანას დღეიდან საზღვრებს უპირობოდ უხსნის. პრემიერმინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით ეს ქვეყნებია:
- გერმანია;
- საფრანგეთი;
- ლიეტუვა;
- ლატვია;
- ესტონეთი.
ჩიქოვანის განმარტებით, ამ ქვეყნების რეზიდენტებს შეეძლებათ ყველა სახის ვიზიტი საქართველოში, მაგრამ მხოლოდ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის საშუალებით. მანვე დაასახელა წესები და პირობები, რომელიც ტურისტების შემოსვლისას იმოქმედებს.
"ზემოთჩამოთვლილი 5 ქვეყნის მოქალაქეებს, რეზიდენტებს, შეეძლებათ ყველა სახის ვიზიტი საქართველოში მხოლოდ პირდაპირი საჰაერო გზით, ანუ საჰაერო მიმოსვლის საშუალებით. საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე, მათ უნდა შეავსონ სპეციალური ელექტრონული ანკეტა, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი ყველა პროცედურა და ასევე იქნება გათვალისწინებული, რომ თითოეულმა მგზავრმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის შესახებ, ანუ თუ სად იმყოფებოდა ბოლო 14 დღეში.
ასევე, ანკეტაში იქნება გათვალისწინებული ინფორმაცია, სადაც იქნება აღნიშნული, თუ სად აპირებს ჩვენი ქვეყნის სტუმარი გაატაროს დრო და დარჩეს მისი საქართველოში ყოფნისას, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვა, რომელიც საშუალებას მოგვცემს რომ გვქონდეს ზუსტი ინფორმაცია საჭიროების შემთხვევაში. მათივე თანხმობის შემთხვევაში, ან საზღვარზე თერმოსკრინინგის გავლის დროს თუ დაფიქსირდა 37 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა, მათ აეროპორტში ჩაუტარდებათ PCR ტესტი. ასევე, სავალდებულო წესით ტესტირებას ან კარანტინს გაივლიან ის პირები, რომელთაც ბოლო 14 დღის განმავლობაში აქვთ ევროკავშირის არაწევრ, მაღალი საფრთხის მქონე ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია. საქართველოში ჩამოსულ თითოეულ პირთან, მთელი აქ ყოფნის პერიოდში, პროაქტიულ კომუნიკაციაში იქნება და მათზე იზრუნებს სპეციალურად შექმნილი ქოლ-ცენტრის ჯგუფი
გაიგეთ მეტი:
მთავრობაში განმარტავენ, რომ რეგულარული ავიამიმოსვლას ამ ქვეყნებთან აგვისტოში კომპანია Lufthansa დაიწყებს, მანამდე კი ჩარტერულ რეისებს შეასრულებს საქართველოს ავიახაზები.
ჩიქოვანის განმარტებით, ეს 5 ქვეყანა იმ ქვეყნების სიაშია, რომელმაც საქართველოს უპირობოდ გაუხსნა საზღვარი. რაც შეეხება ამ სიაში მყოფ სხვა ქვეყნებს, მთავრობაში ამბობენ, რომ მათ საზღვარი არ გაუხსნეს, რადგან მიმოსვლა აქვთ ისეთ ქვეყნებთან, რომლებიც ევროკავშირის რეკომენდირებულ სიაში არ არიან.
"რაც შეეხება დანარჩენს ქვეყნებს, საბჭომ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა, რომ რამდენიმე ქვეყანამ საზღვრები გაუხსნა, მათ შორის ევროკავშირის მიერ განსაზღვრული უსაფრთხო ქვეყნების სიაში არმყოფ სახელმწიფოებსაც", — განაცხადა ჩიქოვანმა.
ასეთ ქვეყნებს (რომლებმაც საქართველო ე.წ. მწვანე სიაში შეიყვანა) საქართველომ საზღვარი 14-დღიანი ფასიანი კარანტინის პირობით გაუხსნა. ხოლო იმ ქვეყნებს, რომლებმაც საქართველოს საზღვარი არ გაუხსნეს, არც საქართველო უხსნის საზღვარს.
თავდაპირველად, მთავრობის გადაწყვეტილებით, საზღვრები საერთაშორისო ვიზიტორებისთვის პირველ ივლისს უნდა გახსნილიყო. მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ისრაელთან და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან. ისრაელში ეპიდსიტუაციის გაუარესების მიზეზით, საზღვრის გახსნის შეთანხმება ჩაიშალა.
მიუხედავად ამისა, მმართველი გუნდი აცხადებდა, რომ სხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებები გრძელდებოდა და საქართველო იქნებოდა ერთ-ერთი პირველი მწვანე ზონის ქვეყანა, რომელიც საჰაერო საზღვრებს გახსნიდა. მოგვიანებით, მთავრობამ გადაწყვიტა, რომ საზღვრების გახსნა 31 ივლისამდე გადაედო და ამის მიზეზად ისევ ეპიდსიტუაცია და ეკონომიკური ზარალი დაასახელა.
კერძოდ, სახელისუფლებო გუნდი ამბობდა, რომ ტურისტების შემოსვლა, ქვეყანას ეკონომიკურად კი არ გააძლიერებდა, პირიქით, შეეძლო დაეზარალებინა კიდეც, თუკი გავრცელდებოდა ვირუსი და ქვეყანაში გაურესდებოდა ეპიდსიტუაცია.
ამის პარალელურად, ევროკავშირმა წევრ ქვეყნებს რეკომენდაცია მისცა, რომ "ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო" 15 ქვეყნისთვის საზღვრები გაეხსნათ. ამ ქვეყნებს შორის იყო საქართველოც. წევრი ქვეყნების ნაწილმა რეკომენდაცია გაითვალისწინა და საზღვრები სხვადასხვა პირობით გახსნა, ნაწილმა არა.
რაც შეეხება სახმელეთო საზღვრების გახსნას, პრემიერმინისტრის განცხადებით, ეს ჯერ არ იგეგმება.
გაიგეთ მეტი:
- ესტონეთი საქართველოსთან საზღვრებს ხსნის
- დანია საქართველოს საზღვრებს არ უხსნის
- 2 ივლისიდან გერმანია საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარს ხსნის
- ესპანეთი საქართველოს საზღვრებს უხსნის
- ნიდერლანდებმა საქართველოს საზღვრები გაუხსნა
- ისლანდია "ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო" 15-ვე ქვეყანას, მათ შორის, საქართველოსაც უხსნის საზღვარს
-
გადახედვამშვენიერაძე: Airsoft ვისაც უთამაშია, ხომ ყველა ხვდება რა არის ფოტოზე? სათამაშო იარაღები, რომლებიც პატარა პლასტმასის ბურთებს ისვრის მშვენიერაძე: Airsoft ვისაც უთამაშია, ხომ ყველა ხვდება რა არის ფოტოზე? სათამაშო იარაღები, რომლებიც პატარა პლასტმასის ბურთებს ისვრის
-
გადახედვაუჩა აბაშიძის სახლში ამოღებული იარაღი, ძირითადად, სათამაშოა, ტყვიები კი პლასტმასის — ლია თოდუა უჩა აბაშიძის სახლში ამოღებული იარაღი, ძირითადად, სათამაშოა, ტყვიები კი პლასტმასის — ლია თოდუა
-
გადახედვაყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ — კალაძე ყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ — კალაძე
-
გადახედვაუჩა აბაშიძის დაკავების შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს უჩა აბაშიძის დაკავების შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვანოდარ მელაძე — ტელეკომპანია პირველთან არის ჩასაფრება, გარე ტერიტორიაზე დგას 2 ჯიპი, ნიღბიანი ადამიანებით ნოდარ მელაძე — ტელეკომპანია პირველთან არის ჩასაფრება, გარე ტერიტორიაზე დგას 2 ჯიპი, ნიღბიანი ადამიანებით
-
გადახედვაჭავჭავაძეზე დაკავებულებიდან ერთ-ერთი "შენი დილის" თანაწამყვანი, ლევან აბდუშელიშვილია ჭავჭავაძეზე დაკავებულებიდან ერთ-ერთი "შენი დილის" თანაწამყვანი, ლევან აბდუშელიშვილია
-
გადახედვაპოლიციამ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოქალაქეები დააკავა პოლიციამ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოქალაქეები დააკავა
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: ჩელეს დახვდნენ სახლთან და ფიზიკურად გაუსწორდნენ ზურაბ ჯაფარიძე: ჩელეს დახვდნენ სახლთან და ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
-
გადახედვასაია საგამოძიებო უწყებებს მიმართავს: ეს ცალსახად უჩა აბაშიძის დაცვის უფლების შეზღუდვაა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია საია საგამოძიებო უწყებებს მიმართავს: ეს ცალსახად უჩა აბაშიძის დაცვის უფლების შეზღუდვაა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია
-
-
გადახედვა"უჩა აბაშიძეს შეუვარდა პოლიცია, არ უშვებენ ტელეფონთან, არ არეკინებენ ადვოკატთან" — აბაშიძის ყოფილი ცოლი, დოდი ხარხელი "უჩა აბაშიძეს შეუვარდა პოლიცია, არ უშვებენ ტელეფონთან, არ არეკინებენ ადვოკატთან" — აბაშიძის ყოფილი ცოლი, დოდი ხარხელი
-
გადახედვაელჩი: ევროკავშირის შემდეგი გაფართოება აუცილებლად მოხდება — საქართველოსთან ერთად თუ მის გარეშე, დამოკიდებულია მხოლოდ საქართველოს მოსახლეობაზე ელჩი: ევროკავშირის შემდეგი გაფართოება აუცილებლად მოხდება — საქართველოსთან ერთად თუ მის გარეშე, დამოკიდებულია მხოლოდ საქართველოს მოსახლეობაზე
-
გადახედვამთავრობის წარმომადგენლები ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, მიწვევის მიუხედავად, არ მივიდნენ მთავრობის წარმომადგენლები ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, მიწვევის მიუხედავად, არ მივიდნენ
-
გადახედვაგოჩა ჯავახიშვილი: მე ვეღარ ვხედავ ჩემს როლსა და რესურსს ამ მიმართულებით: ევროპისკენ მივდიოდე და ევროპისგან ვიცავდე თავს გოჩა ჯავახიშვილი: მე ვეღარ ვხედავ ჩემს როლსა და რესურსს ამ მიმართულებით: ევროპისკენ მივდიოდე და ევროპისგან ვიცავდე თავს
-
გადახედვატოივო კლაარი: საით მიდიხარ, საქართველო? ტოივო კლაარი: საით მიდიხარ, საქართველო?
-
გადახედვაკასრაძე: ციხის კადრებმა გადაწყვიტა წინა ხელისუფლების ბედი, მაშინ რასაც აპროტესტებდით, დღეს რატომ არ აპროტესტებთ იმას? კასრაძე: ციხის კადრებმა გადაწყვიტა წინა ხელისუფლების ბედი, მაშინ რასაც აპროტესტებდით, დღეს რატომ არ აპროტესტებთ იმას?
-
გადახედვარუსული კანონის მესამე საკომიტეტო მოსმენა ორშაბათს, 13 მაისს, 9 საათზე დაიწყება რუსული კანონის მესამე საკომიტეტო მოსმენა ორშაბათს, 13 მაისს, 9 საათზე დაიწყება
-
გადახედვათინა ბოკუჩავა: რუსული მეთოდებით ბრძოლა საკუთარ ხალხთან, დასრულდება ივანიშვილის მარცხით თინა ბოკუჩავა: რუსული მეთოდებით ბრძოლა საკუთარ ხალხთან, დასრულდება ივანიშვილის მარცხით
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო მაისურის ტარების გამო, პოლიციამ მოქალაქეს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა რუსული კანონის საწინააღმდეგო მაისურის ტარების გამო, პოლიციამ მოქალაქეს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა
-
გადახედვა"სამართლებრივ დახმარებას გავუწევთ ყველა დაზარალებულს" — არასამთავროები საერთო განცხადებას ავრცელებენ "სამართლებრივ დახმარებას გავუწევთ ყველა დაზარალებულს" — არასამთავროები საერთო განცხადებას ავრცელებენ
კომენტარები